პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეხვედრის რთული დასაწყისი: დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამერების წინაშე იკამათეს: "ვაშინგტონში ბანქოს სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ"
შეხვედრის რთული დასაწყისი: დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამერების წინაშე იკამათეს: "ვაშინგტონში ბანქოს სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ"

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან თეთრ სახ­ლში კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე იკა­მა­თეს. ეს ზე­ლენ­სკი­სა და ტრამპს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბამ­დე მე­დი­ას­თან სა­უბ­რის დროს მოხ­და.

კერ­ძოდ, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა ზე­ლენ­სკის უთხრა, რომ ის "უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ“ იქ­ცე­ვა.

"რო­გორ ფიქ­რობთ, პა­ტი­ვის­ცე­მაა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ხელი შე­უ­შა­ლოს თქვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას? -ჰკი­თხა ვენ­სმა.

ზე­ლენ­სკიმ, თა­ვის მხრივ, უპა­სუ­ხა, რომ ვენ­სი უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს მა­შინ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში არ­ცაა ნამ­ყო­ფი.

ამის შემ­დეგ ტრამპმა ზე­ლენ­სკის უთხრა, რომ უკ­რა­ი­ნას "კო­ზი­რე­ბი“ არ ჰყოფ­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მად­ლობ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, რა­ზეც ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ ის ვა­შინგტონ­ში "ბან­ქოს სა­თა­მა­შოდ“ არ ჩა­მო­სუ­ლა.

ტრამპმა ასე­ვე უთხრა ზე­ლენ­სკის, რომ ის "მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს ეთა­მა­შე­ბა“.

"თქვე­ნი ქვე­ყა­ნა დიდ უბე­დუ­რე­ბა­შია... არა, არა, ახლა არ შე­გიძ­ლი­ათ ლა­პა­რა­კი. თქვენ არ იმარ­ჯვებთ. მაგ­რამ თქვენ გაქვთ კარ­გი შან­სი, რომ გა­მოხ­ვი­დეთ პირ­ველ ად­გილ­ზე ჩვე­ნი წყა­ლო­ბით. მარ­ტო არ იყა­ვი. ჩვენ მო­გე­ცით $350 მი­ლი­არ­დი [ჩვე­ნი] სუ­ლე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით. ჩვენ მო­გე­ცით სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა... ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა რომ არ გქონ­დეთ, ეს ომი ორ კვი­რა­ში დამ­თავ­რდე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბი­სას.

“ორი­ვეს [რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნას] მხა­რეს რომ არ ვიყო, არას­დროს არ მი­ვაღ­წევთ შე­თან­ხმე­ბას. გინ­დათ, რომ სა­ში­ნე­ლი რა­ღა­ცე­ბი თქვა პუ­ტინ­ზე და მერე ვთქვა: “გა­მარ­ჯო­ბა, ვლა­დი­მირ. რას ვა­კე­თებთ შე­თან­ხმე­ბა­ზე?” ეს ასე არ მუ­შა­ობს. არ ვარ პუ­ტი­ნის მხა­რეს. არა­ვის მხა­რეს არ ვარ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და მსოფ­ლი­ოს სი­კე­თის მხა­რეს ვარ, მსოფ­ლი­ოს მხა­რეს ვარ, და ამის დას­რუ­ლე­ბა მინ­და", - გა­ნა­ცხა­და ტრაპ­მა.

ზე­ლენ­სკი­ზე სა­უბ­რი­სას, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, “ხე­დავთ რა ზი­ზღის აქვს პუ­ტი­ნის მი­მართ - ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის ასე­თი ზი­ზღით შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა".

მე­დი­ას­თან სა­უბ­რის ბო­ლოს ტრამპმა ზე­ლენ­სკის უთხრა, რომ ის "ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი“ არ არის და ეს "დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა“.

თეთრ სახ­ლში მის­ვლამ­დე ზე­ლენ­სკიმ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ორ­პარ­ტი­ულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან სე­ნატ­ში, სა­დაც უკ­რა­ი­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა აქვს. ზე­ლენ­სკი ასე­ვე შეხ­ვდა ფრანკლინ გრემს, ევან­გე­ლისტ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მელ­საც რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის რი­გებ­ში აქვს გავ­ლე­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შეხვედრის რთული დასაწყისი: დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამერების წინაშე იკამათეს: "ვაშინგტონში ბანქოს სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ"

შეხვედრის რთული დასაწყისი: დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამერების წინაშე იკამათეს: "ვაშინგტონში ბანქოს სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "უპატივცემულოდ“ იქცევა.

"როგორ ფიქრობთ, პატივისცემაა ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში შესვლა და ადმინისტრაციაზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს თქვენი ქვეყნის განადგურებას? -ჰკითხა ვენსმა.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას "კოზირები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში "ბანქოს სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.

ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის "მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

"თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია... არა, არა, ახლა არ შეგიძლიათ ლაპარაკი. თქვენ არ იმარჯვებთ. მაგრამ თქვენ გაქვთ კარგი შანსი, რომ გამოხვიდეთ პირველ ადგილზე ჩვენი წყალობით. მარტო არ იყავი. ჩვენ მოგეცით $350 მილიარდი [ჩვენი] სულელი პრეზიდენტის მეშვეობით. ჩვენ მოგეცით სამხედრო ტექნიკა... ჩვენი სამხედრო ტექნიკა რომ არ გქონდეთ, ეს ომი ორ კვირაში დამთავრდებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყებისას.

“ორივეს [რუსეთისა და უკრაინას] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა", - განაცხადა ტრაპმა.

ზელენსკიზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ხედავთ რა ზიზღის აქვს პუტინის მიმართ - ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი ზიზღით შეთანხმების მიღწევა".

მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "ძალიან მადლიერი“ არ არის და ეს "დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.

თეთრ სახლში მისვლამდე ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ორპარტიულ დელეგაციასთან სენატში, სადაც უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. ზელენსკი ასევე შეხვდა ფრანკლინ გრემს, ევანგელისტ სასულიერო პირს, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის რიგებში აქვს გავლენა.

იხილეთ ასევე: