პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე
"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე

მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძე­სა და მას­თან ერ­თად კი­დევ 8 პირს სა­სა­მარ­თლომ 5.000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ესა­უბ­რა მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წარ­დგა მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე, რო­გორც "დამ­ნა­შა­ვე"...

- იმას, რაც სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და, მე ფარსს და­ვარ­ქმევ­დი, სპექ­ტაკლს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხრა­ვე ჩვენ­გან­მა გულ­წრფე­ლად თქვა, მო­სა­მარ­თლის სახ­ლთან იმი­ტომ დავ­დე­ქით, რომ ჩვე­ნი ხმა გა­ე­გო­ნა, არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა...

- ანუ მო­სა­მარ­თლეს უთხა­რით, რომ არ იცო­დით, თუ ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იყო?

- კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა, რომ მი­დი­ხარ და აფუ­ჭებ რა­მეს, ან შე­უ­ვარ­დი სახ­ლში, რა­ღაც და­უნ­გრიე ან დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­აღ­ვი­ძე. ჩვენ დი­ლის 11 სა­ა­თის მერე მი­ვე­დით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, ისე ვდგა­ვართ, რომ ტრო­ტუ­არს არ ვცდე­ბით. იქ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, ეს და­ნა­შა­უ­ლი­აო, ხმაც არ ამო­უ­ღი­ათ. ეს იყო მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი პრო­ტეს­ტი... რო­დე­საც ჩვენს მო­ტივ­ზე ვი­წყებ­დით სა­უ­ბარს, მო­სა­მარ­თლე გვა­ჩე­რებ­და, საქ­მის ირ­გვლივ ისა­უბ­რე­თო.

რომ არ გვყო­ლო­და მა­გა­რი იუ­რის­ტე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი წინა პი­რო­ბა იყო, რომ და­ვე­პა­ტიმ­რე­ბი­ნეთ. მე ცი­ხის­თვის მზად ვი­ყა­ვი, ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჩან­თით მი­ვე­დი...თუ ისე მოხ­და, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ დაგ­ვა­ჯა­რი­მეს, ავ­ტო­მა­ტუ­რად სა­კან­ში ვხვდე­ბით, ანუ პრობ­ლე­მას გვიქ­მნი­ან, რომ აღარ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, არ ვიხ­მა­უ­როთ...

ჩვენ არა­სო­დეს მიგ­ვი­ღია ისეთ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც არ ვიქ­ნე­ბო­დით ქარ­თვე­ლე­ბი... არა­სო­დეს ვმღე­რო­დით სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე. არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით "მუ­ზტი­ვის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, რათა არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ასო­ცი­რე­ბუ­ლი იმ მუ­სი­კო­სებ­თან, იმი­ტომ კი არა, რომ რუ­სო­ფო­ბი ვარ, არა, ჩვენ ვმღე­რო­დით იმ სივ­რცე­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა არ მო­დი­ო­და. რაც მთა­ვა­რია, მსმე­ნე­ლი ჩვე­ნი მო­პო­ვე­ბუ­ლია და ამა­ში ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი გა­და­ვი­ხა­დეთ. 2008 წელს აქ­ცი­ებ­ზე წა­ვე­დით, რო­მე­ლიც იური შევ­ჩუკ­მა გა­ა­კე­თა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე

"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი... შეეშვი პოლიტიკასო, არადა, "ოცნების" ძირითადი ნაწილი სპორტსმენი ან ყოფილი მუსიკოსია" - ნინო ქათამაძე

მომღერალ ნინო ქათამაძესა და მასთან ერთად კიდევ 8 პირს სასამართლომ 5.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. "კვირის პალიტრა" ესაუბრა მომღერალს, რომელიც პირველად წარდგა მოსამართლის წინაშე, როგორც "დამნაშავე"...

- იმას, რაც სასამართლო დარბაზში ხდებოდა, მე ფარსს დავარქმევდი, სპექტაკლს. მიუხედავად იმისა, რომ ცხრავე ჩვენგანმა გულწრფელად თქვა, მოსამართლის სახლთან იმიტომ დავდექით, რომ ჩვენი ხმა გაეგონა, არავინ მოგვისმინა...

- ანუ მოსამართლეს უთხარით, რომ არ იცოდით, თუ ეს კანონდარღვევა იყო?

- კანონდარღვევაა, რომ მიდიხარ და აფუჭებ რამეს, ან შეუვარდი სახლში, რაღაც დაუნგრიე ან დილის 5 საათზე გააღვიძე. ჩვენ დილის 11 საათის მერე მივედით. ვიდეოჩანაწერში ჩანს, ისე ვდგავართ, რომ ტროტუარს არ ვცდებით. იქ პოლიციელებიც იყვნენ, მაგრამ იმის მაგივრად, მოსულიყვნენ და ეთქვათ, ეს დანაშაულიაო, ხმაც არ ამოუღიათ. ეს იყო მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პროტესტი... როდესაც ჩვენს მოტივზე ვიწყებდით საუბარს, მოსამართლე გვაჩერებდა, საქმის ირგვლივ ისაუბრეთო.

რომ არ გვყოლოდა მაგარი იურისტები, ყველანაირი წინა პირობა იყო, რომ დავეპატიმრებინეთ. მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი...თუ ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისევ დაგვაჯარიმეს, ავტომატურად საკანში ვხვდებით, ანუ პრობლემას გვიქმნიან, რომ აღარ გავაპროტესტოთ, არ ვიხმაუროთ...

ჩვენ არასოდეს მიგვიღია ისეთ კონცერტში მონაწილეობა, სადაც არ ვიქნებოდით ქართველები... არასოდეს ვმღეროდით საახალწლო კონცერტზე. არ ვმონაწილეობდით "მუზტივის" დაჯილდოებაზე, რათა არ ვყოფილიყავით ასოცირებული იმ მუსიკოსებთან, იმიტომ კი არა, რომ რუსოფობი ვარ, არა, ჩვენ ვმღეროდით იმ სივრცეში, სადაც პოლიტიკური ელიტა არ მოდიოდა. რაც მთავარია, მსმენელი ჩვენი მოპოვებულია და ამაში ჩვენ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ. 2008 წელს აქციებზე წავედით, რომელიც იური შევჩუკმა გააკეთა. გააგრძელეთ კითხვა