პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს" - ძაბირაძე
"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს" - ძაბირაძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩქა­რობს, რად­გან უნდა პრო­ტეს­ტი მა­ნამ­დე ჩა­ახ­შოს, სა­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში გა­და­იზ­რდე­ბა - გა­ზა­ფხულ­ზე პრო­ტეს­ტი უფრო ხალ­ხმრა­ვა­ლი გახ­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა არ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კოს­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "რეპ­რე­სი­ულ ბა­დეს ქსოვს" პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად, „ეს არც ისე შე­საძ­ლე­ბე­ლია“.

"გა­ზა­ფხულ­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი მეც მაქვს, თუმ­ცა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თუ ამ მძი­მე პე­რი­ოდს გა­და­ვა­გო­რებთ, და­იკ­ლებს შან­სი იმის, რომ პრო­ტეს­ტი შე­წყდეს ან გა­ნულ­დეს და არა იმი­სა, რომ რა­ღაც გარ­და­ტე­ხა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს გა­ზა­ფხულ­მა ამ პრო­ცეს­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო ხალ­ხმრა­ვა­ლი გახ­დე­ბა პრო­ტეს­ტი. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა იმი­სა, რაც დღეს არის. თუმ­ცა ეს რე­ა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა არ იქ­ნე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად პა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია: ოპო­ზი­ცია ვერ აი­ძუ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე წა­ვი­დეს, მაგ­რამ ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახერ­ხებს იმას, რომ პრო­ტეს­ტის, მი­ნი­მუმ გა­მო­ხა­ტუ­ლი ტალ­ღა, რაც რუს­თა­ველ­ზე ხდე­ბა, შე­ა­ჩე­როს ან რა­ღაც მო­უ­ხერ­ხოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ი­წყო დარ­ბე­ვე­ბით, შემ­დეგ თა­ვის ნე­ბა­ზე მი­უშ­ვა, შემ­დეგ ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რა, ახა­ლი კა­ნო­ნე­ბი შე­მო­აქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რეპ­რე­სი­ულ ბა­დეს კი ქსოვს, მაგ­რამ რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამ მე­ქა­ნიზ­მე­ბით პრო­ტეს­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, სა­კი­თხა­ვი ესაა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩქა­რობს და ჩქა­რობს იმი­ტომ, რომ უნდა, პრო­ტეს­ტი მა­ნამ­დე ჩა­ახ­შოს, სა­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა და სა­ნამ, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში არ გა­დაზ­რდი­ლა. ამის საფრ­თხეა, ამას ხე­დავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩქა­რა მო­ა­ხერ­ხოს ამ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ამას, ვფიქ­რობ, ეს არც ისე შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ი­ნიშ­ნოს და შე­უძ­ლია თუ არა ოპო­ზი­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გზით შეც­ვა­ლოს, ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე „სუფ­თა არ­ჩევ­ნებ­შიც“ კი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პარ­ტი­ებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე გავა.

"რთუ­ლი გა­სარ­კვე­ვია, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვანს პრო­ცე­სი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­გა­რეო ფაქ­ტორს. რო­გორ გა­და­წყდე­ბა და გა­და­წყდე­ბა თუ არა დრო­ზე ომის თემა, ამა­საც დიდი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე, მათ შო­რის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბებ­ზე. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­საძ­ლოა წა­ვი­დეს დათ­მო­ბა­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წავა არა ოპო­ზი­ცი­ას­თან, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან, პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა; ცალ­კე პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა ამე­რი­კას­თან; მე­სა­მე მხა­რე კი ისაა, რუ­სე­თი რო­გორ მი­ი­ღებს ამას. რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს აკე­თებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა და ა.შ. არაა მი­მარ­თუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ. თუ არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა, ოპო­ზი­ცია და პარტნი­ო­რე­ბი არ და­თან­ხმდე­ბი­ან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რო­გორც უნდა, ისე ჩა­ა­ტა­როს. სხვაგ­ვა­რად ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ არ­ჩევ­ნებ­საც ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა.

[ხვალ რომ არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს] ალ­ბათ, უნდა ვე­ლო­დოთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ 50%-ს ვერ მი­ი­ღებს. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბი­დან და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩათ­ვა­ლეთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ებს შო­რის პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე სუფ­თა არ­ჩევ­ნებ­შიც კი. ესაა პრობ­ლე­მა, რომ მას მო­უ­წევს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ერ­თად უმ­რავ­ლე­სო­ბის შექ­მნა, ან ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ოპო­ზი­ცი­ას დღეს ლი­დე­რი არ ჰყავს".

"არ ვსა­უბ­რობ ქა­რიზ­მა­ტულ ლი­დერ­ზე, რო­მე­ლიც უფალ­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძლეა. ისე­თი ლი­დე­რი უნდა იყოს, რო­მელ­საც რუს­თა­ველ­ზე მყო­ფი პრო­ტეს­ტან­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ. ამის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი ზუ­რა­ბიშ­ვილს აქვს. მაგ­რამ მან გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას. ესეც რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ოთხე­უ­ლი უნდა შე­თან­ხმდეს, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ამ პრო­ცე­სის წამ­ყვა­ნი და მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი. ან სხვა ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას. დღეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში ფი­გუ­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა წარ­სულ­თან აკავ­ში­რებს, კუ­ლი­სებ­ში უნდა გა­და­ლაგ­დნენ და სხვა ადა­მი­ა­ნებს მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წინა პლან­ზე წა­მო­ვიდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

  • გარ­და ამი­სა, ძა­ბი­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ „ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს ფული გა­და­უ­ხა­დოს და და­გეგ­მი­ლია ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბის თითო მო­ნა­წი­ლის­თვის დღე­ში 120 ევ­როს გა­დახ­და“. მისი თქმით, ის, რომ რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის ნა­რა­ტი­ვი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სას“ ემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა, სა­ფუძ­ვლის მომ­ზა­დე­ბა იყოს, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ცხა­ლი ძა­ლის შე­მოყ­ვა­ნა სთხო­ვოს.

"ეს [ნა­რა­ტი­ვი] დამ­თხვე­ვა არა. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი და იგი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბაა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, თუ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, რუ­სეთს დახ­მა­რე­ბა, ცო­ცხა­ლი ძა­ლის შე­მოყ­ვა­ნა სთხო­ვოს. ვგუ­ლის­ხმობ რუს სამ­ხედ­რო­ებს, ისე რო­გორც ეს ყა­ზა­ხეთ­ში გა­კეთ­და. ვგუ­ლის­ხმობ თბი­ლის­ში [შე­მოყ­ვა­ნას]. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე ცუდი, მაგ­რამ მა­ინც სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რია იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რუ­სეთს ეს სთხო­ვოს. ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა ამ­ზა­დებ­დეს გარ­კვე­ულ ნი­ა­დაგს, პრო­პა­გან­და ხომ ამის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ რა­ღაც პრო­ცე­სი შე­ამ­ზა­დოს?!

სხვაგ­ვა­რად რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის მიერ არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, არა­მედ მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა? თუ დაზ­ვერ­ვას ეს ინ­ფორ­მა­ცია აქვს, შე­უძ­ლია პირ­და­პირ და­უ­კავ­შირ­დეს არ­ხე­ბით თბი­ლისს და მი­ა­წო­დოს ეს ინ­ფორ­მა­ცია. რო­დე­საც ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როვ­დე­ბა, მას უკვე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. ეს [რუ­სუ­ლი ჯა­რის შე­მოყ­ვა­ნა] „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­უ­ტანს იმას, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. მე­ო­რე მხრივ: არის კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია და შე­იძ­ლე­ბა [რუ­სე­თი] მოგ­ვევ­ლი­ნოს, რო­გორც მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი. რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ხდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა და ამი­ტომ ამის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დეს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია. ამას­თან, თუ აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა არა არ­ჩევ­ნე­ბით, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის ძი­რი­თად ნა­წილს, წა­სას­ვლე­ლი რუ­სე­თის გარ­და არ­სად აქვ“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს" - ძაბირაძე

"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს" - ძაბირაძე

„ქართული ოცნება“ ჩქარობს, რადგან უნდა პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება - გაზაფხულზე პროტესტი უფრო ხალხმრავალი გახდება, თუმცა რეალური გარდატეხა არ იქნება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

  • მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" "რეპრესიულ ბადეს ქსოვს" პროტესტის ჩასახშობად, „ეს არც ისე შესაძლებელია“.

"გაზაფხულზე პოზიტიური მოლოდინი მეც მაქვს, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამ მძიმე პერიოდს გადავაგორებთ, დაიკლებს შანსი იმის, რომ პროტესტი შეწყდეს ან განულდეს და არა იმისა, რომ რაღაც გარდატეხა შეიძლება მოიტანოს გაზაფხულმა ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, უფრო ხალხმრავალი გახდება პროტესტი. ეს გარკვეულწილად იქნება გაგრძელება იმისა, რაც დღეს არის. თუმცა ეს რეალური გარდატეხა არ იქნება. დღეს ქვეყანაში გარკვეულწილად პატური სიტუაცია: ოპოზიცია ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ პროტესტის, მინიმუმ გამოხატული ტალღა, რაც რუსთაველზე ხდება, შეაჩეროს ან რაღაც მოუხერხოს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო დარბევებით, შემდეგ თავის ნებაზე მიუშვა, შემდეგ ფინანსური სანქციები გაამკაცრა, ახალი კანონები შემოაქვს, ხელისუფლება რეპრესიულ ბადეს კი ქსოვს, მაგრამ რამდენად შეძლებს ამ მექანიზმებით პროტესტის განეიტრალებას, საკითხავი ესაა.

"ქართული ოცნება“ ჩქარობს და ჩქარობს იმიტომ, რომ უნდა, პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და სანამ, პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში არ გადაზრდილა. ამის საფრთხეა, ამას ხედავს ხელისუფლება და ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა მოახერხოს ამ პროტესტის ჩახშობა, რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს ამას, ვფიქრობ, ეს არც ისე შესაძლებელია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და შეუძლია თუ არა ოპოზიციას ხელისუფლება ამ გზით შეცვალოს, ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაზე „სუფთა არჩევნებშიც“ კი „ქართული ოცნება“ პარტიებს შორის პირველ ადგილზე გავა.

"რთული გასარკვევია, სადამდე მიგვიყვანს პროცესი. დიდი მნიშვნელობა ექნება საგარეო ფაქტორს. როგორ გადაწყდება და გადაწყდება თუ არა დროზე ომის თემა, ამასაც დიდი გავლენა ექნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე. „ქართული ოცნება“ შესაძლოა წავიდეს დათმობაზე, მოლაპარაკებებზე, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ მოლაპარაკებებზე წავა არა ოპოზიციასთან, არამედ პირველ რიგში დასავლელ პარტნიორებთან, პრობლემები ექნება; ცალკე პრობლემები ჩნდება ამერიკასთან; მესამე მხარე კი ისაა, რუსეთი როგორ მიიღებს ამას. რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, კანონმდებლობის გამკაცრება და ა.შ. არაა მიმართული არჩევნებისკენ. თუ არჩევნები დაინიშნება, ოპოზიცია და პარტნიორები არ დათანხმდებიან, რომ ხელისუფლებას როგორც უნდა, ისე ჩაატაროს. სხვაგვარად ჩატარდება არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნებსაც ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

[ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს] ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ „ქართული ოცნება“ 50%-ს ვერ მიიღებს. მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში პარტიებს შორის პირველი იქნება. ყველაზე სუფთა არჩევნებშიც კი. ესაა პრობლემა, რომ მას მოუწევს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად უმრავლესობის შექმნა, ან ოპოზიციაში ყოფნა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, "ოპოზიციას დღეს ლიდერი არ ჰყავს".

"არ ვსაუბრობ ქარიზმატულ ლიდერზე, რომელიც უფალთანაა გაიგივებული და ყოვლისშემძლეა. ისეთი ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც რუსთაველზე მყოფი პროტესტანტები მიიღებენ. ამის ყველაზე დიდი შანსი ზურაბიშვილს აქვს. მაგრამ მან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ესეც რთული გასაკეთებელია. ოთხეული უნდა შეთანხმდეს, რომ ზურაბიშვილი იქნება ამ პროცესის წამყვანი და მაორგანიზებელი. ან სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში ფიგურები, რომელთაც საზოგადოება წარსულთან აკავშირებს, კულისებში უნდა გადალაგდნენ და სხვა ადამიანებს მისცენ საშუალება, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

  • გარდა ამისა, ძაბირაძე გამოეხმაურა რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომ „ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს და დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“. მისი თქმით, ის, რომ რუსული დაზვერვის ნარატივი „ქართული ოცნებისას“ ემთხვევა, შესაძლოა, საფუძვლის მომზადება იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში ცოცხალი ძალის შემოყვანა სთხოვოს.

"ეს [ნარატივი] დამთხვევა არა. ეს ფაქტობრივად ერთი და იგივე მიმართულებაა. არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“, თუ ძალიან გაუჭირდა, რუსეთს დახმარება, ცოცხალი ძალის შემოყვანა სთხოვოს. ვგულისხმობ რუს სამხედროებს, ისე როგორც ეს ყაზახეთში გაკეთდა. ვგულისხმობ თბილისში [შემოყვანას]. მაგრამ ეს ყველაზე ცუდი, მაგრამ მაინც სავარაუდო სცენარია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს ეს სთხოვოს. ამისთვის შეიძლება ამზადებდეს გარკვეულ ნიადაგს, პროპაგანდა ხომ ამისთვის სჭირდება, რომ რაღაც პროცესი შეამზადოს?!

სხვაგვარად რით შეიძლება აიხსნას რუსული დაზვერვის მიერ არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი გასაჯაროება? თუ დაზვერვას ეს ინფორმაცია აქვს, შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს არხებით თბილისს და მიაწოდოს ეს ინფორმაცია. როდესაც ასეთი ინფორმაცია საჯაროვდება, მას უკვე პროპაგანდისტული ხასიათი აქვს. ეს [რუსული ჯარის შემოყვანა] „ქართულ ოცნებას“ მოუტანს იმას, რომ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. მეორე მხრივ: არის კონფლიქტური სიტუაცია და შეიძლება [რუსეთი] მოგვევლინოს, როგორც მშვიდობისმყოფელი. რუსეთის საზღვართან ხდება დაპირისპირება და ამიტომ ამის გასანეიტრალებლად განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია. ამასთან, თუ აქ ხელისუფლება შეიცვალა არა არჩევნებით, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ძირითად ნაწილს, წასასვლელი რუსეთის გარდა არსად აქვ“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.