მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის უკრაინიდან სკანდალით წამოსული მომღერლის ქართველი რჩეული, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა - "საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება"
ვინ არის უკრაინიდან სკანდალით წამოსული მომღერლის ქართველი რჩეული, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა - "საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება"

უკ­რა­ი­ნუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოლეგ კენ­ზო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მი­ზე­ზი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და მე­სა­მე ცო­ლია, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლია. მომ­ღერ­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა­ში Dj Madonna-თი იც­ნო­ბენ, და­შო­რე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა ყო­ფი­ლი ქმარ­ზე და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ამ­ხი­ლა.

Dj Madonna

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­სას, კენ­ზო­ვი თავ­და­პირ­ვე­ლად ცდი­ლობ­და უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე ემ­ღე­რა, გმობ­და რუ­სე­თის შეჭ­რას ქვე­ყა­ნა­ში და პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებ­საც კი ქმნი­და.

  • თუმ­ცა, მა­ლე­ვე რი­ტო­რი­კა შე­იც­ვა­ლა და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­სახ­ლდა, შემ­დეგ კი რუ­სულ ენა­ზე და­ი­წყო სიმ­ღე­რა. ის არ ერი­დე­ბო­და პუ­ტი­ნის­ტებ­თან სცე­ნა­ზე დად­გო­მას და უკ­რა­ი­ნა და­ი­ვი­წყა.

მომ­ღერ­ლის ყო­ფილ­მა ცოლ­მა, უკ­რა­ი­ნის მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კენ­ზო­ვი ამ­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. უფრო მე­ტიც, მან აღ­ნიშ­ნა, რომ კენ­ზო­ვი ცდი­ლობს მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა – კერ­ძოდ, მან იქორ­წი­ნა ქარ­თველ ქალ­ზე და მათ უკვე ჰყავთ შვი­ლი.

"ის ახლა სა­ბერ­ძნეთ­შია. მე­სა­მე ცოლი ქარ­თვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა. უკვე ბავ­შვიც შე­ე­ძი­ნათ," – ამ­ბობს Dj Madonna.

კენ­ზო­ვი ქარ­თველ ცოლ­თან

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე აღ­შფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ ზო­გი­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი კვლავ მე­გობ­რობს კენ­ზოვ­თან, თუმ­ცა იმე­დი აქვს, რომ სკან­და­ლურ არ­ტის­ტის ად­გი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში აღარ ექ­ნე­ბა.

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ზო­ვის მე­უღ­ლე სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი ქალი მე­დეა თი­ბუ­ნაშ­ვი­ლია. რო­გორც მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ის სა­ბერ­ძნეთ­ში 2014 წლი­დან ცხოვ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა, კენ­ზოვს, ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შია. ფო­ტო­ებ­ზე კი სა­დაც ცოლ­თან ერ­თად ჩანს, ქარ­თუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი აქვს.

„სა­ქარ­თვე­ლო გიხ­დე­ბა. შენი ცოლი კი უბ­რა­ლოდ მშვე­ნი­ე­რია. თქვე­ნი შვი­ლი კი­დევ უფრო ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა.“ - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არის უკრაინიდან სკანდალით წამოსული მომღერლის ქართველი რჩეული, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა - "საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება"

ვინ არის უკრაინიდან სკანდალით წამოსული მომღერლის ქართველი რჩეული, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა - "საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება"

უკრაინული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ოლეგ კენზოვი სკანდალში გაეხვა, მიზეზი ქვეყნის დატოვება და მესამე ცოლია, რომელიც ეროვნებით ქართველია. მომღერლის ყოფილმა მეუღლემ, რომელსაც უკრაინაში Dj Madonna-თი იცნობენ, დაშორების შემდეგ პირველად ისაუბრა ყოფილი ქმარზე და მისი პირადი ცხოვრების დეტალები გაამხილა.

Dj Madonna

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას, კენზოვი თავდაპირველად ცდილობდა უკრაინულ ენაზე ემღერა, გმობდა რუსეთის შეჭრას ქვეყანაში და პატრიოტულ სიმღერებსაც კი ქმნიდა.

  • თუმცა, მალევე რიტორიკა შეიცვალა და საზღვარგარეთ გადასახლდა, შემდეგ კი რუსულ ენაზე დაიწყო სიმღერა. ის არ ერიდებოდა პუტინისტებთან სცენაზე დადგომას და უკრაინა დაივიწყა.

მომღერლის ყოფილმა ცოლმა, უკრაინის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კენზოვი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ კენზოვი ცდილობს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა – კერძოდ, მან იქორწინა ქართველ ქალზე და მათ უკვე ჰყავთ შვილი.

"ის ახლა საბერძნეთშია. მესამე ცოლი ქართველია. საქართველოს მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება. უკვე ბავშვიც შეეძინათ," – ამბობს Dj Madonna.

კენზოვი ქართველ ცოლთან

ყოფილი მეუღლე აღშფოთებულია იმით, რომ ზოგიერთი უკრაინელი კვლავ მეგობრობს კენზოვთან, თუმცა იმედი აქვს, რომ სკანდალურ არტისტის ადგილი უკრაინაში აღარ ექნება.

  • ჩვენი ინფორმაციით, კენზოვის მეუღლე საბერძნეთში მცხოვრები ეროვნებით ქართველი ქალი მედეა თიბუნაშვილია. როგორც მისი სოციალური ქსელიდან გავარკვიეთ, ის საბერძნეთში 2014 წლიდან ცხოვრობს.

რაც შეეხება, კენზოვს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ვიდეოში ჩანს, რომ საქართველოშია. ფოტოებზე კი სადაც ცოლთან ერთად ჩანს, ქართული კომენტარები აქვს.

„საქართველო გიხდება. შენი ცოლი კი უბრალოდ მშვენიერია. თქვენი შვილი კიდევ უფრო ლამაზი იქნება.“ - წერენ კომენტარებში.