ამერიკელი ბიზნესმენის და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის წმინდა ქონება 20 იანვრის [დონალდ ტრამპის ინაუგურაციის] შემდეგ 100 მილიარდი დოლარით შემცირდა.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად მასკის ქონება 349 მლრდ დოლარს უტოლდება, 20 იანვრისთვის კი 449 მილიარდი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ერთი დღის ჭრილში „ტესლას“ მფლობელის ქონება 31 მილიარდით არის შემცირებული. კერძოდ, 26 თებერვალს მისი ქონება 380 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მილიარდერის ქონებამ მაქსიმუმს, 486 მილიარდ დოლარს მიაღწია. ახალი წლის დასაწყისიდან კი მასკის ქონებამ ყველაზე მაღალი ნიშნული 2025 წლის 15 იანვარს დააფიქსირა და იმ დროისთვის 450 მლრდ დოლარს გაუტოლდა. მას შემდეგ მილიარდერის ქონებამ კლება დაიწყო და 11 თებერვალს 400 მლრდ დოლარს წელს პირველად ჩამოსცდა. გააგრძელეთ კითხვა