პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო
"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

სა­ში­ნელ­მა და სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო ჩე­ლი­ა­ბინ­სკის რე­გი­ო­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ქალი - 46 წლის გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა ბრე­დინ­სკის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს, აწა­მეს და შემ­დეგ მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი წყა­როს­თან და­აგ­დეს.

სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რიმ­ნი­კის სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი რუდსკი, სა­ოლ­ქო საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი ალექ­სან­დრე ბრუ­კა­ლი და მისი ვაჟი ან­დრეი არი­ან - ისი­ნი და­ა­კა­ვეს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­პუ­ტა­ტებ­მა ქალი ხეზე მი­ა­ბეს, აწა­მეს, და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ მისი დაწ­ვა სცა­დეს და ბო­ლოს ცხე­და­რი იქვე და­ტო­ვეს.

deputatebi
და­კა­ვე­ბუ­ლი რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი

გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა ბო­ლოს 2025 წლის 23 თე­ბერ­ვალს ნა­ხეს.

ოჯა­ხი და­ღუ­პუ­ლი ძმის დაკ­რძალ­ვა­ზე შე­იკ­რი­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქალი სახ­ლში დაბ­რუნ­და. გვი­ან სა­ღა­მოს მის სახ­ლთან მი­ვი­და სამი მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­თა­ნაც დიდი ხა­ნია კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. გულ­ნაზ­მა საფრ­თხე იგ­რძნო და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­ი­ნა­ხეს, რომ სამ­მა მა­მა­კაც­მა ის მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩას­ვა და შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ. რო­დე­საც პო­ლი­ცია მი­ვი­და, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცა­რი­ე­ლი სახ­ლი და სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი თოვლში. კვალ­მა ისი­ნი ხევ­ში მი­იყ­ვა­ნა. ცხე­და­რიც იმ მი­და­მო­ებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

gulnaz_valeeva
მოკ­ლუ­ლი გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა

მოკ­ლუ­ლის და ამ­ბობს, რომ გულ­ნა­ზი სას­ტი­კად იყო ნა­წა­მე­ბი, მას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ და ცე­ცხლიც კი წა­უ­კი­დეს.

“მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ მათ ჩემი და მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს. გულ­ნაზ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის სად­გუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტრშია. სა­ნამ ისი­ნი მო­ვიდ­ნენ, ჩემი და წა­იყ­ვა­ნეს ტყე­ში, სა­დაც მისი დაწ­ვა სცა­დეს. მოკ­ვლის შემ­დეგ ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დეს და თოვ­ლით და­ფა­რეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მის სხე­ულ­ზე არც ერთი მთე­ლი ად­გი­ლი არ არის,“ - იხ­სე­ნებს გულ­სუ­მი.

  • რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ სამი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. 61 წლი­სა, 47 წლის და მე­სა­მე კი 32 წლის მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლი დი­მიტ­რი რუდსკი, ბრე­დინ­სკის ოლ­ქის დე­პუ­ტატ­თა ასამ­ბლე­ის წევ­რი ალექ­სან­დრე ბრუ­ხა­ლი და დე­პუ­ტა­ტის ვაჟი ან­დრეი ბრუ­ხა­ლი. და­კა­ვე­ბის დროს ისი­ნი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ.

დი­მიტ­რი რუდსკოი სოფ­ლის გამ­გებ­ლად 2018 წელს აირ­ჩი­ეს. ალექ­სან­დრე ბრუ­ჟა­ლი კი “ედი­ნა­ია რა­სი­ას“ ბრე­დინ­სკის დე­პუ­ტატ­თა ასამ­ბლე­ის წევ­რია.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, მა­ნამ­დე ქალ­სა და დე­პუ­ტა­ტებს შო­რის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი. ის მათ გულ­გრი­ლო­ბა­ში და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

"აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

საშინელმა და სასტიკმა მკვლელობამ შოკში ჩააგდო ჩელიაბინსკის რეგიონი. როგორც ცნობილი ხდება ადგილობრივი ქალი - 46 წლის გულნაზ ვალეევა ბრედინსკის რაიონში მდებარე სახლიდან გაიტაცეს, აწამეს და შემდეგ მისი უსიცოცხლო სხეული წყაროსთან დააგდეს.

სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი რიმნიკის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი რუდსკი, საოლქო საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ბრუკალი და მისი ვაჟი ანდრეი არიან - ისინი დააკავეს.

  • არსებული ინფორმაციით, დეპუტატებმა ქალი ხეზე მიაბეს, აწამეს, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ მისი დაწვა სცადეს და ბოლოს ცხედარი იქვე დატოვეს.

deputatebi
დაკავებული რუსი დეპუტატები

გულნაზ ვალეევა სოფელში მცხოვრებმა ნათესავებმა ბოლოს 2025 წლის 23 თებერვალს ნახეს.

ოჯახი დაღუპული ძმის დაკრძალვაზე შეიკრიბა. მოგვიანებით, ქალი სახლში დაბრუნდა. გვიან საღამოს მის სახლთან მივიდა სამი მთვრალი მამაკაცი, რომლებთანაც დიდი ხანია კონფლიქტი ჰქონდა. გულნაზმა საფრთხე იგრძნო და პოლიცია გამოიძახა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაინახეს, რომ სამმა მამაკაცმა ის მანქანის საბარგულში ჩასვა და შემდეგ წავიდნენ. როდესაც პოლიცია მივიდა, მათ აღმოაჩინეს ცარიელი სახლი და საბურავების კვალი თოვლში. კვალმა ისინი ხევში მიიყვანა. ცხედარიც იმ მიდამოებში აღმოაჩინეს.

gulnaz_valeeva
მოკლული გულნაზ ვალეევა

მოკლულის და ამბობს, რომ გულნაზი სასტიკად იყო ნაწამები, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცეცხლიც კი წაუკიდეს.

“მეზობლის ბავშვებმა დაინახეს, რომ მათ ჩემი და მანქანაში ჩასვეს. გულნაზმა პოლიცია გამოიძახა, მაგრამ პოლიციის სადგური დაახლოებით 25 კილომეტრშია. სანამ ისინი მოვიდნენ, ჩემი და წაიყვანეს ტყეში, სადაც მისი დაწვა სცადეს. მოკვლის შემდეგ ცხედარი ხევში გადააგდეს და თოვლით დაფარეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მის სხეულზე არც ერთი მთელი ადგილი არ არის,“ - იხსენებს გულსუმი.

  • რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა. 61 წლისა, 47 წლის და მესამე კი 32 წლის მამაკაცები არიან სოფლის გამგებელი დიმიტრი რუდსკი, ბრედინსკის ოლქის დეპუტატთა ასამბლეის წევრი ალექსანდრე ბრუხალი და დეპუტატის ვაჟი ანდრეი ბრუხალი. დაკავების დროს ისინი ნასვამები იყვნენ.

დიმიტრი რუდსკოი სოფლის გამგებლად 2018 წელს აირჩიეს. ალექსანდრე ბრუჟალი კი “ედინაია რასიას“ ბრედინსკის დეპუტატთა ასამბლეის წევრია.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ქალსა და დეპუტატებს შორის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კონფლიქტი. ის მათ გულგრილობაში და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა.

წყარო