მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები
"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პირ­ველ ლე­დის, მე­ლა­ნია ტრამპს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დო­ნალდ ტრამ­პის უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან - ივან­კას­თან. გან­ხეთ­ქი­ლე­ბა სა­თა­ვეს 2005 წლი­დან იღებს, იმ დღი­დან, როცა მე­ლა­ნია დო­ნალდ ტრამპს გაჰ­ყვა ცო­ლად. რო­გორც წყა­რო ჰყვე­ბა, ქა­ლებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აა - ვინ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იმი­ჯით გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ინ­სა­ი­დე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იბ­რძო­და ორი ქალი ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლაფ­რის გამო - სა­ო­ფი­სე ფარ­თებ­ზე, უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და ასე­ვე ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კურ თე­მა­ზე. წყა­რო ჰყვე­ბა, რომ ტრამ­პის პირ­ვე­ლი ვა­დით პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მე­ლა­ნი­ა­სა და ივან­კას კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ იმის შე­სა­ხებ თუ სად ექ­ნე­ბო­დათ, თეთ­რი სახ­ლის რო­მელ ნა­წილ­ში ექ­ნე­ბო­დათ ოფი­სი.

"მათ შო­რის წლე­ბია დიდი ომია", - წერს "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

მე­ლა­ნი­ას ნამ­დვი­ლად არ და­ეხ­მა­რა ის ფაქ­ტი, რომ ის ვა­შინგტონ­ში არ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად 2017 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე. მისი ვაჟი ბა­რო­ნი 10 წლის იყო, რო­დე­საც მა­მამ მო­ი­გო 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბი, ხოლო მე­ლა­ნია მას­თან დარ­ჩა ნიუ-იორკში, სა­ნამ ის სას­წავ­ლო წელს და­ას­რუ­ლებ­და.

  • რო­გორც ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ორ ქალს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა.

ცოტა ხნის წინ, ივან­კამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს, მან ისიც თქვა, რომ მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ტრამ­პის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ივან­კა და მისი მე­უღ­ლე სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

"მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი მას­თან ერ­თად ფილ­მის ან სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბას. მა­ხა­რებს იმის ცოდ­ნა, რომ მა­მას შე­უძ­ლია ჩემ­თან სა­კუ­თა­რი თავი იყოს და უბ­რა­ლოდ და­ის­ვე­ნოს“, - თქვა ივან­კამ გა­სულ თვე­ში ინ­ტერ­ვი­უ­ში. ორ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ივან­კას მე­ლა­ნია ერთხე­ლაც არ უხ­სე­ნე­ბია.

  • მე­ლა­ნი­ამ კი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში ივან­კას შე­სა­ხებ და­წე­რა:

"ჩემი როლი არ არის მისი დე­დის შეც­ვლა, არა­მედ მხარ­დამ­ჭე­რი და მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა... აუ­ცი­ლე­ბე­ლია გვახ­სოვ­დეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას და გა­გე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად უთან­ხმო­ე­ბი­სა“.

ივან­კას ახლო ურ­თერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან, ივა­ნას­თან, რო­მე­ლიც 2022 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

"მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აა - ივან­კა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. ვფიქ­რობ, მე­ლა­ნი­ას უჭირს ტრამ­პის ოჯახ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა“, - თქვა მე­ლა­ნი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები

"მათ შორის წლებია ომია" - მელანია და ივანკა ტრამპების კონფლიქტი: რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დონალდ ტრამპის მთავარი ქალები

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს დაძაბული ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილთან - ივანკასთან. განხეთქილება სათავეს 2005 წლიდან იღებს, იმ დღიდან, როცა მელანია დონალდ ტრამპს გაჰყვა ცოლად. როგორც წყარო ჰყვება, ქალებს შორის კონკურენციაა - ვინ უფრო წარმატებული იმიჯით გამოჩნდება საზოგადოებაში.

ინსაიდერები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდა ორი ქალი ფაქტობრივად ყველაფრის გამო - საოფისე ფართებზე, უცხოეთში მოგზაურობაზე და ასევე ზოგიერთ პოლიტიკურ თემაზე. წყარო ჰყვება, რომ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მელანიასა და ივანკას კონფლიქტი ჰქონდათ იმის შესახებ თუ სად ექნებოდათ, თეთრი სახლის რომელ ნაწილში ექნებოდათ ოფისი.

"მათ შორის წლებია დიდი ომია", - წერს "დეილი მეილი" წყაროზე დაყრდნობით.

მელანიას ნამდვილად არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ ის ვაშინგტონში არ გადავიდა საცხოვრებლად 2017 წლის ზაფხულამდე. მისი ვაჟი ბარონი 10 წლის იყო, როდესაც მამამ მოიგო 2016 წლის არჩევნები, ხოლო მელანია მასთან დარჩა ნიუ-იორკში, სანამ ის სასწავლო წელს დაასრულებდა.

  • როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, ორ ქალს შორის დაძაბულობა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

ცოტა ხნის წინ, ივანკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, მან ისიც თქვა, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა აქვს. 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, ივანკა და მისი მეუღლე სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მაიამიში გადავიდნენ საცხოვრებლად.

"მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ფილმის ან სპორტული თამაშების ყურებას. მახარებს იმის ცოდნა, რომ მამას შეუძლია ჩემთან საკუთარი თავი იყოს და უბრალოდ დაისვენოს“, - თქვა ივანკამ გასულ თვეში ინტერვიუში. ორსაათიანი საუბრის მიუხედავად, ივანკას მელანია ერთხელაც არ უხსენებია.

  • მელანიამ კი თავის მემუარებში ივანკას შესახებ დაწერა:

"ჩემი როლი არ არის მისი დედის შეცვლა, არამედ მხარდამჭერი და მეგობრული კავშირის დამყარება... აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და გაგებას, მიუხედავად უთანხმოებისა“.

ივანკას ახლო ურთერთობა ჰქონდა დედასთან, ივანასთან, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.

"მათ შორის კონკურენციაა - ივანკა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია. ვფიქრობ, მელანიას უჭირს ტრამპის ოჯახთან საერთო ენის გამონახვა“, - თქვა მელანიასთან დაახლოებულმა წყარომ.

წყარო