პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიას მიღების წესები - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა?
ჩიას მიღების წესები - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა?

ბოლო წლებ­ში ჩიას თეს­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ჯან­სა­ღი კვე­ბის მიმ­დევ­რებს შო­რის. ჩია მდი­და­რია საკ­ვე­ბი ბოჭ­კო უჯრე­დი­სით, ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით, ცი­ლე­ბით და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით.

ჩიას თეს­ლის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი კვლე­ვა არ­სე­ბობს, მათ­გან ერთ-ერ­თმა, რო­მე­ლიც 2012 წელს Journal of Nutrition-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, აჩ­ვე­ნა, რომ ჩიას თესლში არ­სე­ბუ­ლი ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცი­რე­ბას, რაც ამ­ცი­რებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს. 2017 წლის კვლე­ვამ (European Journal of Clinical Nutrition) კი აჩ­ვე­ნა, რომ ჩიას თეს­ლი ანე­ლებს ნახ­შირ­წყლე­ბის შე­წო­ვას, რაც ხელს უწყობს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ჩიას ყვე­ლა­ზე ხში­რად იყე­ნე­ბენ ასე­ვე წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად. კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ რომ ჩიას თეს­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა ზრდის საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცესს და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას (მე­ტა­ბო­ლიზმს). თუმ­ცა, გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შე­ბე­რი­ლო­ბა ან ყაბ­ზო­ბა.

დიახ, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ჩიას თეს­ლი უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე სწო­რად უნდა გან­ვსა­ზღვროთ დო­ზე­ბი, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით. მას­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლეთ, ჩიას მი­ღე­ბის წე­სებს, ვის შე­უძ­ლია მისი მი­ღე­ბა, რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს ორ­გა­ნიზმს და რა რის­კე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

ლაშა უჩა­ვა:

- ჩიას თეს­ლი ნამ­დვი­ლად სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რად­გან ის შე­იც­ვას მთელ რიგ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს: ომე­გა 3 ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რა­ზეც გა­სუ­ლი თვე­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნამ­დვი­ლად დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია გულ-სის­ხლძარ­ღვთა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის. ჩია ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უჯრე­დისს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, მიკროფ­ლო­რის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის, ტვი­ნის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის­თვის, რად­გან ჩი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ბოჭ­კო კვე­ბავს მიკროფ­ლო­რას.

გარ­და ამი­სა, ჩია შე­ი­ცავს მთრთი­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რო­მელ­საც ჩვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის სა­ხე­ლით ვიც­ნობთ, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბის დაც­ვას მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის­გან. ასე­ვე შე­ი­ცავს კალცს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც ძვლო­ვა­ნი, ასე­ვე თმა, კა­ნი­სა და ფრჩხი­ლის სტრუქ­ტუ­რის­თვის. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ჩიას სძენს იმ სა­სარ­გებ­ლო ნი­შან-თვი­სე­ბებს, რის გა­მოც იმ­სა­ხუ­რებს, რომ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩავ­სვათ.

- რაც შე­ხე­ბა წო­ნა­ში კლე­ბას, ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ დი­ე­ტე­ბის დროს...

- რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ჩი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებ­ზე, ასე­ვე ბოჭ­კო­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბის შე­წო­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, რა თქმა უნდა, მე­ტა­ბო­ლიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხარ­ჯზე წო­ნის კო­რექ­ცია ხდე­ბა. ასე­ვე ჩიას გა­აჩ­ნია უნა­რი შექ­მნას კუ­ჭ­სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, რად­გან კუჭ­ში ჩია ჯირ­ჯვდე­ბა, ფუვ­დე­ბა და ხდე­ბა და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, რის ხარ­ჯზეც ადა­მი­ა­ნი ნაკ­ლებ საკ­ვებს მი­ირ­თმევს.

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა სა­ხით უნდა მი­ვი­ღოთ ჩია?

- ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ იო­გურ­ტში, სმუ­ზებ­ში, მი­ვირ­თვათ ჩიას პუ­დინ­გი. მო­ვა­ყა­როთ ნე­ბის­მი­ერ სა­ლათ­სა თუ კერძს. გა­მო­ვი­ყე­ნოთ დე­სერ­ტებ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ტი­პით მი­ღე­ბუ­ლი ჩია უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ.

- დღი­ურ დო­ზებს თუ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ 1-2 სუფ­რის კოვ­ზი, მე­ტის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. იმი­ტომ არა, რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს, უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი მა­ინც გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად.

- რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბი­სა და ორ­სუ­ლე­ბის­თვის?

- წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე ორ­სუ­ლე­ბის­თვის. პი­რი­ქით, ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით დიდ როლს ას­რუ­ლებს გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, კბი­ლე­ბის, ძვლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ასე­ვე ჩია ენერ­გი­ის წყა­როა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­სა, ის შე­ი­ცავს ნახ­შირ­წყლებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის წყა­როს შექ­მნას. ეს კი რაც ბავ­შვთა ასაკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ ერთი სუფ­რის კოვ­ზი.

- არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ჩიას მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია?

- არა, ასე­თი გაფრ­თხი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, თუ არ ჩავ­თვლით ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩიას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენ­ტის მი­მართ ჰქონ­დეს ადა­მი­ანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჩიას მიღების წესები - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა?

ჩიას მიღების წესები - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა?

ბოლო წლებში ჩიას თესლი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯანსაღი კვების მიმდევრებს შორის. ჩია მდიდარია საკვები ბოჭკო უჯრედისით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით და ანტიოქსიდანტებით.

ჩიას თესლის შესახებ მრავალი კვლევა არსებობს, მათგან ერთ-ერთმა, რომელიც 2012 წელს Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ჩიას თესლში არსებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, რაც ამცირებს გულის დაავადებების რისკს. 2017 წლის კვლევამ (European Journal of Clinical Nutrition) კი აჩვენა, რომ ჩიას თესლი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და შეიძლება სასარგებლო იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

ჩიას ყველაზე ხშირად იყენებენ ასევე წონაში დასაკლებად. კვლევებით დასტურდება, რომ რომ ჩიას თესლის რეგულარული მოხმარება ზრდის საკვების მონელების პროცესს და ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს). თუმცა, გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა ან ყაბზობა.

დიახ, კვლევების მიხედვით, ჩიას თესლი უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მაგრამ ზომიერება აუცილებელია. ასევე სწორად უნდა განვსაზღვროთ დოზები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას დავუკავშირდით. მასთან ერთად განვიხილეთ, ჩიას მიღების წესებს, ვის შეუძლია მისი მიღება, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ?

ლაშა უჩავა:

- ჩიას თესლი ნამდვილად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის შეიცვას მთელ რიგ ვიტამინებსა და მინერალებს: ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რაზეც გასული თვეში ძალიან საინტერესო კვლევები გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ის ნამდვილად დიდი სარგებლის მომტანია გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემებისთვის. ჩია ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის, მიკროფლორის გაჯანსაღებისთვის, ტვინის გამართული ფუნქციონირებისა და იმუნური სისტემებისთვის, რადგან ჩიაში შემავალი ბოჭკო კვებავს მიკროფლორას.

გარდა ამისა, ჩია შეიცავს მთრთილავ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ანტიოქსიდანტების სახელით ვიცნობთ, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი უჯრედების დაცვას მავნე ორგანიზმებისგან. ასევე შეიცავს კალცს, რაც აუცილებელია როგორც ძვლოვანი, ასევე თმა, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურისთვის. ეს ჩამონათვალი ჩიას სძენს იმ სასარგებლო ნიშან-თვისებებს, რის გამოც იმსახურებს, რომ ყოველდღიურ რაციონში ჩავსვათ.

- რაც შეხება წონაში კლებას, ვიცით, რომ საქართველოში ხშირად გამოიყენებენ დიეტების დროს...

- როდესაც ვსაუბრობთ ჩიაში არსებულ ვიტამინებსა და მინერალებზე, ასევე ბოჭკოზე, რომელიც ორგანიზმს საკვების შეწოვაში ეხმარება, რა თქმა უნდა, მეტაბოლიზმის გაუმჯობესების ხარჯზე წონის კორექცია ხდება. ასევე ჩიას გააჩნია უნარი შექმნას კუჭსავსეობის შეგრძნება, რადგან კუჭში ჩია ჯირჯვდება, ფუვდება და ხდება დანაყრების შეგრძნება, რის ხარჯზეც ადამიანი ნაკლებ საკვებს მიირთმევს.

- ბატონო ლაშა, რა სახით უნდა მივიღოთ ჩია?

- ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ იოგურტში, სმუზებში, მივირთვათ ჩიას პუდინგი. მოვაყაროთ ნებისმიერ სალათსა თუ კერძს. გამოვიყენოთ დესერტებში. ნებისმიერი მსგავსი ტიპით მიღებული ჩია უზრუნველყოფს იმ დადებითი თვისებების არსებობას რაზეც ვისაუბრეთ.

- დღიურ დოზებს თუ აქვს მნიშვნელობა.

- დღის განმავლობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ 1-2 სუფრის კოვზი, მეტის მიღება რეკომენდებული არ არის. იმიტომ არა, რომ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, უბრალოდ, შესაძლებელი გარკვეული დისკომფორტი მაინც გამოიწვიოს. შეგიძლიათ მიიღოთ ასევე ყოველდღიურად.

- რამდენად რეკომენდებულია ბავშვებისა და ორსულებისთვის?

- წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისთვის. პირიქით, ნაყოფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით დიდ როლს ასრულებს გონების განვითარებაში, კბილების, ძვლების ჩამოყალიბებაში. ასევე ჩია ენერგიის წყაროა, მიუხედავად მისი ამდენი დადებითი თვისებებისა, ის შეიცავს ნახშირწყლებს, რაც უზრუნველყოფს გახანგრძლივებული ენერგიის წყაროს შექმნას. ეს კი რაც ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების შემთხვევაში დღის განმავლობაში რეკომენდებულია მაქსიმუმ ერთი სუფრის კოვზი.

- არსებობს დაავადება ან მდგომარეობა, როდესაც ჩიას მიღება დაუშვებელია?

- არა, ასეთი გაფრთხილება არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ალერგიულ რეაქციებს, რაც შეიძლება ჩიას შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰქონდეს ადამიანს.