მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი ავტორების თვალით დანახული თანამედროვე სამყარო - ინტერვიუ ოლანი ბიწაძესთან
ქალი ავტორების თვალით დანახული თანამედროვე სამყარო - ინტერვიუ ოლანი ბიწაძესთან

მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი ავ­ტო­რი ჰყავს, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბაც თა­ო­ბებს შთა­ა­გო­ნებს. სწო­რედ მათ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე აღი­ზარ­და ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი მწე­რა­ლი, რომ­ლებ­მაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აჩუ­ქეს მკი­თხველს.

დღეს ქალი ავ­ტო­რე­ბის ხმა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კი­დევ უფრო ხმა­მაღ­ლა ის­მის. ისი­ნი ეხე­ბი­ან გენ­დერულ, კულ­ტუ­რულ, ეთ­ნი­კურ თუ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს, აქვთ გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მი­აქვთ ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი თუ მიღ­წე­ვე­ბი და თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­აქვთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი მწერ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა შთა­ა­გო­ნებს დამ­წყე­ბებს, კი­დევ უფრო მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ონ თა­ვი­ანთ იდე­ებ­ზე და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბად გარ­დაქ­მნან. ოლა­ნი ბი­წა­ძე, რო­მელ­მაც 2022 წელს გა­ი­მარ­ჯვა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“, სწო­რედ ერთ-ერთი ქალი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც რო­მელ­მაც ლი­ტე­რა­ტუ­რის სამ­ყა­რო­ში ახ­ლა­ხან შე­ა­ბი­ჯა.

თა­ვის სა­დე­ბი­უ­ტო წიგნ­ში „მა­ნი­ტუ“ ოლა­ნი ბი­წა­ძე მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მით გად­მოს­ცემს წარ­სულ­ში, აწ­მყო­სა და სიზ­მარ­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს. „მა­ნი­ტუ“ მფარ­ვე­ლი სუ­ლია, სა­ი­დუმ­ლო ჯა­დოს­ნუ­რი ძალა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბი­საც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ინ­დი­ე­ლებს სჯე­რათ. თუმ­ცა ოლა­ნი ბი­წა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი გმი­რი ასე­ვე თვლის, რომ მა­ნი­ტუდ შე­იძ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი, ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იქ­ცნენ, ან უბ­რა­ლოდ ისი­ნი, ვინც ფიქ­რე­ბით ყო­ველ­თვის ჩვენ­თან არი­ან. ეს წიგ­ნი და­კარ­გუ­ლი მა­ნი­ტუს ძი­ე­ბა­ზეა, რომ­ლის გზაც სი­ნამ­დვი­ლის და გა­მო­ნა­გო­ნის, ცხა­დის და სიზ­მრის სა­ზღვარ­ზე გა­დის.

ავ­ტო­რი გვი­ზი­ა­რებს ქალ მწერ­ლებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს. ასე­ვე სა­უბ­რობს ქალი ავ­ტო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში:

თქვე­ნი აზ­რით, გან­სხვავ­დე­ბი­ან თუ არა ერ­თმა­ნე­თის­გან ქალი მწერ­ლე­ბის ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და მა­მა­კა­ცი მწერ­ლე­ბის ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი?

გა­დაჭ­რით ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ვფიქ­რობ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ქალ და მა­მა­კაც მწე­რალს და მათ შე­მოქ­მე­დე­ბით ნიჭს გა­აჩ­ნია. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ნი­ჭი­ერ­მა მა­მა­კაც­მა ავ­ტორ­მა თვითმყო­ფა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ქალი პერ­სო­ნა­ჟი შექ­მნას და ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ერ ქალ მწე­რალს არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დეს ან პი­რი­ქით, ნი­ჭი­ერ­მა ქალ­მა მწე­რალ­მა შექ­მნას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. უბ­რა­ლოდ, ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის ქონა შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მეტ­წი­ლად ქალი მწერ­ლე­ბის ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან გა­ცი­ლე­ბით ნამ­დვი­ლე­ბი, გულ­წრფე­ლე­ბი და ცო­ცხლე­ბი, მა­მა­კა­ცი მწერ­ლე­ბის ქალი პერ­სო­ნა­ჟე­ბი კი ხში­რად უფრო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს ირეკ­ლა­ვენ ხოლ­მე.

რო­მელ 3 ქალ ავ­ტორს გა­მო­არ­ჩევთ, რო­მელ­მაც თქვენ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა?

ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი და მკი­თხვე­ლად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი სწო­რედ ქალ­მა ავ­ტორ­მა გა­მი­ჩი­ნა, ამი­ტომ უც­ნა­უ­რი არ იქ­ნე­ბა, თუ საყ­ვა­რე­ლი ქალი ავ­ტო­რე­ბის სა­მე­ულს ას­ტრიდ ლინდგრე­ნით და­ვი­წყებ. მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩემ­თვის დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვირ­ფა­სე­ბი არი­ან.

სი­ა­ში მე­ო­რე დო­რის ლე­სინ­გი იყოს, რამ­დე­ნი­მე სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო. სა­ნამ "ოქ­როს რვე­ულს“ წა­ვი­კი­თხავ­დი, იქამ­დე მე­წტი­ლად მეც კაცი ავ­ტო­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­დან და­ნა­ხულ ქა­ლებს ვიც­ნობ­დი, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ნაკ­ლი­სის და პრო­ტეს­ტის გან­ცდა­საც მი­ჩენ­და. "ოქ­როს რვე­ულ­მა" არა მარ­ტო ჩემი ხედ­ვა ამო­ატ­რი­ა­ლა ქალ პერ­სო­ნა­ჟებ­სა თუ ავ­ტო­რებ­ზე, რო­გორც მო­მა­ვალ მწე­რალ­საც ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა. გა­ბედ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის "სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო" იყო ჩემ­თვის ეს წიგ­ნი. სა­მე­ულს მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დით და­ვაგ­ვირ­გვი­ნებ. მისი "მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ტყე­ში“ ჩემ­თვის ერთ-ერთ უსაყ­ვარ­ლე­სი მო­თხრო­ბაა. ეტ­ვუ­დის წიგ­ნებ­ში ყვე­ლა­ფე­რია: ისიც, რაც ქა­ლად ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლეს და ხში­რად ტრა­გე­დი­ას გან­სა­ზღვრავს და ისიც, რაც ამ ცხოვ­რე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, დღეს ქა­ლე­ბის ხმა ის­მო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში?

მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კი არა, ყვე­ლა სფე­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლე­ბის გულ­წრფე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმის არ­სე­ბო­ბა, მაგ­რამ რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რა ხში­რად ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნის ამ­რეკ­ლა­ვია, სწო­რედ აქე­დან უნდა იწყე­ბო­დეს ეს მა­ნი­ფეს­ტიც. თუ გვინ­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­ნას­წო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შევ­ქმნათ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ კაცი ავ­ტო­რე­ბის ნა­ამ­ბობს არ უნდა და­ვა­შე­ნოთ, არც მხო­ლოდ ქალი ავ­ტო­რე­ბი­სას, ცხა­დია. უბ­რა­ლოდ, სწო­რედ იმის გამო, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი რა­კურ­სი არ­სე­ბობ­და, სა­ი­და­ნაც ქა­ლე­ბი მო­ჩან­დნენ, დღეს ქალი ავ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ არა მარ­ტო ბევ­რი პი­რა­დი ამ­ბა­ვი დაგ­ვიგ­როვ­და მო­სა­ყო­ლი, ყვე­ლა იმ ქა­ლის სა­ხე­ლი­თაც უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რო­მელ­თაც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცათ.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მკი­თხვე­ლი რამ­დე­ნად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი ავ­ტო­რე­ბით? რო­გორ ფიქ­რობთ, ამის მი­ზე­ზი ის ხომ არ არის, რომ ისი­ნი რე­ა­ლის­ტუ­რად ეხე­ბი­ან გენ­დერულ თე­მებს?

ჩემი აზ­რით, ქარ­თველ მკი­თხველს საკ­მა­ოდ აინ­ტე­რე­სებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი ავ­ტო­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მა­მა­კაც ავ­ტო­რებ­ზე მე­ტა­დაც. მგო­ნი, პრო­ცენ­ტუ­ლა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი ავ­ტო­რი უფრო ბევ­რი გვყავს, ვიდ­რე მა­მა­კა­ცი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი ან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­წო­რად აღ­ქმულ-ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი თე­მე­ბის ასახ­ვა კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლი და ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მნაა. ჩემ­თვის, რო­გორც ავ­ტო­რის­თვის, ასეა. ამ პრო­ცეს­ში კი ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რა­საც გა­ა­კე­თებ, გულ­წრფე­ლი უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, გენ­დერულ თე­მებ­ზე არ უნდა წერო მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქალი მწე­რა­ლი ხარ ან იმის გამო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტენ­დენ­ცი­ას არ ჩა­მორ­ჩე. სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე არ უნდა წერო ტენ­დენ­ცი­ის­თვის ფე­ხის აწყო­ბის სურ­ვი­ლით. მკი­თხვე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბას ყო­ველ­თვის ამ­ჩნევს და ასე­თი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ქალი ავტორების თვალით დანახული თანამედროვე სამყარო - ინტერვიუ ოლანი ბიწაძესთან

ქალი ავტორების თვალით დანახული თანამედროვე სამყარო - ინტერვიუ ოლანი ბიწაძესთან

მსოფლიო ლიტერატურას ბევრი გამორჩეული ქალი ავტორი ჰყავს, რომელთა შემოქმედებაც თაობებს შთააგონებს. სწორედ მათ მემკვიდრეობაზე აღიზარდა ბევრი თანამედროვე ქალი მწერალი, რომლებმაც ფასდაუდებელი ნაწარმოებები აჩუქეს მკითხველს.

დღეს ქალი ავტორების ხმა ლიტერატურაში კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის. ისინი ეხებიან გენდერულ, კულტურულ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებს, აქვთ გავლენიანი გამოსვლები წიგნის ფესტივალებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ფართო საზოგადოებასთან მიაქვთ ქალების პრობლემები თუ მიღწევები და თავიანთი წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებების დაცვაში.

თანამედროვე ქალი მწერლების წარმატება და აღიარება შთააგონებს დამწყებებს, კიდევ უფრო მონდომებით იმუშაონ თავიანთ იდეებზე და ლიტერატურულ ნაწარმოებად გარდაქმნან. ოლანი ბიწაძე, რომელმაც 2022 წელს გაიმარჯვა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“, სწორედ ერთ-ერთი ქალი ავტორია, რომელიც რომელმაც ლიტერატურის სამყაროში ახლახან შეაბიჯა.

თავის სადებიუტო წიგნში „მანიტუ“ ოლანი ბიწაძე მაგიური რეალიზმით გადმოსცემს წარსულში, აწმყოსა და სიზმარში მომხდარ მოვლენებს. „მანიტუ“ მფარველი სულია, საიდუმლო ჯადოსნური ძალა, რომლის არსებობისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებს სჯერათ. თუმცა ოლანი ბიწაძის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ასევე თვლის, რომ მანიტუდ შეიძლება გარდაცვლილი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც იქცნენ, ან უბრალოდ ისინი, ვინც ფიქრებით ყოველთვის ჩვენთან არიან. ეს წიგნი დაკარგული მანიტუს ძიებაზეა, რომლის გზაც სინამდვილის და გამონაგონის, ცხადის და სიზმრის საზღვარზე გადის.

ავტორი გვიზიარებს ქალ მწერლებს, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ასევე საუბრობს ქალი ავტორების მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურაში:

თქვენი აზრით, განსხვავდებიან თუ არა ერთმანეთისგან ქალი მწერლების ქალი პერსონაჟები და მამაკაცი მწერლების ქალი პერსონაჟები?

გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, შეუძლებელია. ქალ და მამაკაც მწერალს და მათ შემოქმედებით ნიჭს გააჩნია. თავისუფლად შეიძლება ნიჭიერმა მამაკაცმა ავტორმა თვითმყოფადი და საინტერესო ქალი პერსონაჟი შექმნას და ნაკლებად ნიჭიერ ქალ მწერალს არაფერი გამოუვიდეს ან პირიქით, ნიჭიერმა ქალმა მწერალმა შექმნას არაჩვეულებრივი მამაკაცი პერსონაჟები. უბრალოდ, ქალის შემთხვევაში, კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებების ქონა შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაცაა, რომ მეტწილად ქალი მწერლების ქალი პერსონაჟები არიან გაცილებით ნამდვილები, გულწრფელები და ცოცხლები, მამაკაცი მწერლების ქალი პერსონაჟები კი ხშირად უფრო საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ირეკლავენ ხოლმე.

რომელ 3 ქალ ავტორს გამოარჩევთ, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა?

ლიტერატურის სიყვარული და მკითხველად ყოფნის სურვილი სწორედ ქალმა ავტორმა გამიჩინა, ამიტომ უცნაური არ იქნება, თუ საყვარელი ქალი ავტორების სამეულს ასტრიდ ლინდგრენით დავიწყებ. მისი პერსონაჟები ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასები არიან.

სიაში მეორე დორის ლესინგი იყოს, რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო. სანამ ,,ოქროს რვეულს“ წავიკითხავდი, იქამდე მეწტილად მეც კაცი ავტორების პერსპექტივიდან დანახულ ქალებს ვიცნობდი, რაც, ბუნებრივია, დანაკლისის და პროტესტის განცდასაც მიჩენდა. ,,ოქროს რვეულმა" არა მარტო ჩემი ხედვა ამოატრიალა ქალ პერსონაჟებსა თუ ავტორებზე, როგორც მომავალ მწერალსაც ბევრ რამეში დამეხმარა. გაბედვის ხელოვნების ,,სახელმძღვანელო" იყო ჩემთვის ეს წიგნი. სამეულს მარგარეტ ეტვუდით დავაგვირგვინებ. მისი ,,მოხუცებული ბავშვები ტყეში“ ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლესი მოთხრობაა. ეტვუდის წიგნებში ყველაფერია: ისიც, რაც ქალად ცხოვრების სირთულეს და ხშირად ტრაგედიას განსაზღვრავს და ისიც, რაც ამ ცხოვრების უნიკალურობას განაპირობებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, დღეს ქალების ხმა ისმოდეს თანამედროვე ლიტერატურაში?

მხოლოდ ლიტერატურაში კი არა, ყველა სფეროში აუცილებელია ქალების გულწრფელი და თავისუფალი ხმის არსებობა, მაგრამ რადგან ლიტერატურა ხშირად ყველა სხვა დანარჩენის ამრეკლავია, სწორედ აქედან უნდა იწყებოდეს ეს მანიფესტიც. თუ გვინდა, რომ თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება შევქმნათ, ეს საზოგადოება მხოლოდ კაცი ავტორების ნაამბობს არ უნდა დავაშენოთ, არც მხოლოდ ქალი ავტორებისას, ცხადია. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთი რაკურსი არსებობდა, საიდანაც ქალები მოჩანდნენ, დღეს ქალი ავტორების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მარტო ბევრი პირადი ამბავი დაგვიგროვდა მოსაყოლი, ყველა იმ ქალის სახელითაც უნდა ვილაპარაკოთ, რომელთაც გასულ საუკუნეებში ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ჩვენს ქვეყანაში მკითხველი რამდენად არის დაინტერესებული თანამედროვე ქალი ავტორებით? როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ისინი რეალისტურად ეხებიან გენდერულ თემებს?

ჩემი აზრით, ქართველ მკითხველს საკმაოდ აინტერესებს თანამედროვე ქალი ავტორები. შეიძლება მამაკაც ავტორებზე მეტადაც. მგონი, პროცენტულადაც თანამედროვე ქალი ავტორი უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მამაკაცი. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაბუდადებული ან წლების განმავლობაში არასწორად აღქმულ-ინტერპრეტირებული თემების ასახვა კი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ღირებული და ნამდვილი ლიტერატურის შექმნაა. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ასეა. ამ პროცესში კი ნებისმიერი რამ, რასაც გააკეთებ, გულწრფელი უნდა იყოს. მაგალითად, გენდერულ თემებზე არ უნდა წერო მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი მწერალი ხარ ან იმის გამო, რომ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციას არ ჩამორჩე. საერთოდ არაფერზე არ უნდა წერო ტენდენციისთვის ფეხის აწყობის სურვილით. მკითხველი ხელოვნურობას ყოველთვის ამჩნევს და ასეთი ავტორების წიგნებისთვის შესაბამისი განაჩენი გამოაქვს.

R