სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლო ე.წ. 20 ივნისის საქმეს განიხილავს - მაკო გომური: "ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება"
სტრასბურგის სასამართლო ე.წ. 20 ივნისის საქმეს განიხილავს - მაკო გომური: "ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება"

"ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის 26 თე­ბერ­ვალს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტა ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე­ებს.

"სა­სა­მარ­თლომ უკვე და­ად­გი­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ არ ჩა­ა­ტა­რა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა. დიდი პა­ლა­ტა ახლა გა­ნი­ხი­ლავს, და­ირ­ღვა თუ არა წა­მე­ბის აკ­რძალ­ვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ ნა­წილ­ში. ესაა პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის­თვის საქ­მის მომ­ჩი­ვან­თა მო­თხოვ­ნით გა­და­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით. შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს სა­პო­ლი­ციო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მიმ­დი­ნა­რე უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­ნიღ­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო რაზ­მე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ექ­ვემ­დე­ბა­რა წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას და უკა­ნო­ნო დარ­ბე­ვას. სხდო­მა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 26 თე­ბერ­ვალს, 12:15 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის მსხვერ­პლთა უფ­ლე­ბებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ცა­ვენ "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" (საია) და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (EHRAC) იუ­რის­ტე­ბი.

ამ თე­მას სტა­ტუ­სით ეხ­მა­უ­რე­ბა 2019 წლის 20 ივ­ნისს, ე.წ. "გავ­რი­ლო­ვის ღა­მი­სას" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მაკო გო­მუ­რი.

"fyi ბავ­შვმა სტრას­ბურ­გამ­დე მი­აღ­წია.... იცო­დეთ, რომ სა­დღაც ისევ ვიბ­რძვით 20 ივ­ნი­სის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში 20 ივ­ნი­სის სა­ერ­თო საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა დიდ პა­ლა­ტა­ში.

უბ­რა­ლოდ ჩვენს მო­სას­მე­ნად და ჩვე­ნი სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბის­თვის აქ სა­სა­მარ­თლოს კარ­ზე ბრა­ხუ­ნი, ყვი­რი­ლი არ გვჭირ­დე­ბა.წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ და გა­მარ­ჯვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სტრასბურგის სასამართლო ე.წ. 20 ივნისის საქმეს განიხილავს - მაკო გომური: "ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება"

სტრასბურგის სასამართლო ე.წ. 20 ივნისის საქმეს განიხილავს - მაკო გომური: "ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება"

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, 2025 წლის 26 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს.

"სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება. დიდი პალატა ახლა განიხილავს, დაირღვა თუ არა წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება მატერიალურ ნაწილში. ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით. შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. სხდომა საქართველოს დროით 26 თებერვალს, 12:15 საათზე გაიმართება.20 ივნისის მოვლენების მსხვერპლთა უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები.

ამ თემას სტატუსით ეხმაურება 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. "გავრილოვის ღამისას" დაზარალებული მაკო გომური.

"fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია.... იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.

ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში.

უბრალოდ ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება.წარმატებები ჩვენ და გამარჯვება.