საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს - გეგმა არსებობს" - პრემიერის განცხადება გურიიდან
"სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს - გეგმა არსებობს" - პრემიერის განცხადება გურიიდან

კო­ორ­დი­ნა­ცია არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ამის­კენ მო­ვუ­წო­დებ მო­ხა­ლი­სე­ებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ოზურ­გეთ­ში, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჩა­ერ­თნენ საქ­მე­ში და შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­ორ­დი­ნა­ცია. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჩა­ერ­თნენ საქ­მე­ში და შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს იმი­სათ­ვის, რომ მო­ეხ­დი­ნა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან. კო­ორ­დი­ნა­ცია არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და აქეთ­კენ მო­ვუ­წო­დებ შე­სა­ბა­მის ადა­მი­ა­ნებს, მო­ხა­ლი­სე­ებს," - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, სოფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მო­წყვე­ტი­ლი არის გა­რე­სამ­ყა­როს, რის­თვი­საც სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია სპე­ცტექ­ნი­კა.

“დღეს გან­ვი­ხი­ლეთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი. გუ­შინ­დელ­მა თო­ვამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­არ­თუ­ლა ვი­თა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, თავ­დაც­ვის ჯა­რე­ბის ჩარ­თვა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. სრუ­ლად იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა უწყე­ბა იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ სტი­ქი­ას.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი. სოფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მო­წყვე­ტი­ლი არის გარე სამ­ყა­როს, ვერ მყარ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია სოფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­თან, ამ კუ­თხით არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო, ამის­თვის ტექ­ნი­კა არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­დგეს კავ­ში­რი კონ­კრე­ტულ სოფ­ლებ­თან და ამა­ზე უკვე ამ მო­მენ­ტი­დან გა­ნახ­ლდე­ბა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე დაგ­ვჭირ­დე­ბა მა­რა­გე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე სურ­სა­თი­სა და შე­შის ნა­წილ­ში - გათ­ბო­ბის­თვის და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვებთ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, გეგ­მა არ­სე­ბობს, ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, გა­მოწ­ვე­ვა არის ძა­ლი­ან ბევ­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში ჩა­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ოზურ­გეთ­ში, გუ­რი­ის მხა­რე­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში ცოტა ხნის წინ ჩა­ვი­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს - გეგმა არსებობს" - პრემიერის განცხადება გურიიდან

"სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს - გეგმა არსებობს" - პრემიერის განცხადება გურიიდან

კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

  • როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.

"ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარესამყაროს, რისთვისაც სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა.

“დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ჯარების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში - გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.

მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.