მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუხნაში" ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან...  გვეშინია სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს... გვიშველეთ" - ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს
"კუხნაში" ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან...  გვეშინია სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს... გვიშველეთ" - ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თო­ვას 27 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ელო­დე­ბი­ან.

დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი უკვე შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს არის მო­წყვე­ტი­ლი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია 2 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათ ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა გაზი, დენი და წყა­ლი, არ აქვთ წვდო­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და საკ­ვებ­ზე.

ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ად­გილ­ზე ვერ ახერ­ხებს მის­ვლას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ვერ ახერ­ხე­ბენ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ახ­ლობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ მა­მათ­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 2 მეტრს აღ­წევს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ სა­ჭი­როა ხალ­ხის იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

"გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეთ მა­მა­თი­დან, თუ თოვა ისევ გაგ­რძელ­და, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა" - და­წე­რა ილი­კო კი­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ახლა სო­ფელ­ში დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

  • ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია სამი შვი­ლის მამა, მალ­ხაზ ღლონ­ტი. ის სა­კუ­თარ სახ­ლში მის­ვლას და ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას ორი დღე ვერ ახერ­ხებ­და. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით იარა და წვა­ლე­ბით მი­აღ­წია ახ­ლა­ხან სახ­ლამ­დე. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა და ახლა შვი­ლე­ბის სამ­შვი­დო­ბოს გაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

მალ­ხაზ ღლონ­ტი:

- მიშ­ვე­ლეთ, და­მეხ­მა­რეთ, სო­ფელ მა­მათ­ში ვარ. გუ­შინ 7 სა­ა­თი­დან ვი­თხოვ მა­მა­თის ცენ­ტრი­დან 3 კი­ლო­მეტრზე ჩა­მოყ­ვა­ნას და ეს ვერ მო­ხერ­ხდა. სახ­ლში სამი შვი­ლი მყავს. სა­ში­ნე­ლი ქარ­ბუ­ქია, გა­დად­გი­ლე­ბაც ძა­ლი­ან ჭირს. ახ­ლა­ხან ძლივს მო­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე და სახ­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს 6 ბალ­კა გა­ტე­ხი­ლია, გუ­შინ რომ მო­მეღ­წია სახ­ლამ­დე ეს ხომ არ მოხ­დე­ბო­და, გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი მქონ­და, ჭერ­ში დავ­დგამ­დი და და­ვად­ნობ­დი თოვს. თან ძა­ლი­ან ყი­ნავს. გამ­გე­ბელ­მა და არც არა­ვინ არა­ფე­რი გა­მი­კე­თა. დღეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­მიტ­კეპ­ნეს გზა და ისე ამო­მიყ­ვა­ნეს სახ­ლში.

- სახ­ლში არ იყა­ვით?

- არ ვი­ყა­ვი სახ­ლში, თო­რემ ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე არ მი­ვიყ­ვან­დი საქ­მეს. ჯე­ო­სე­ლის ენერ­გო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ, გა­თიშ­ვე­ბი რომ მქონ­და, პრობ­ლე­მე­ბი იქ ვი­ყა­ვი და მერე აქამ­დე ვერ მო­ვაღ­წიე. პატ­რუ­ლიც არ მიშ­ვებ­და, გუ­რი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, ტრაქ­ტო­რის ჩა­მოყ­ვა­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ. სამი კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით წა­მო­ვე­დი, მერე 2 კი­ლო­მეტ­რი ღელე ღელე ბი­ჭებ­მა გა­მო­მიყ­ვა­ნეს და ასე მო­ვაღ­წიე სახ­ლამ­დე. რა ვქნა ხალხნო, ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ აქე­დან, რა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხო? 5 წლის ვი­ყა­ვი მამა აფხა­ზე­თის ომში რომ და­მე­ღუ­პა, სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბის ოჯა­ხი ვართ. მამა რაც მო­მიკ­ვდა მას მერე ტან­ჯვა­ში და წვა­ლე­ბა­ში ვარ. სამი შვი­ლი მყავს, შვი­ლე­ბი გა­და­მირ­ჩი­ნეთ და გა­იყ­ვა­ნეთ სამ­შვი­დო­ბოს. მე არ­სად მივ­დი­ვარ, ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ აქე­დან. უფ­რო­სი მე­თერ­თმე­ტე კლას­შია, შუ­ა­თა­ნა მერ­ვე კლას­შია და პა­ტა­რა მე-2 კლას­ში.

შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. საჭ­მე­ლი კი გვაქვს, მაგ­რამ "კუხ­ნა­ში" ვართ ყვე­ლა­ნი შე­ყუ­ჟუ­ლი, რად­გან გვე­ში­ნია სახ­ლი თავ­ზე არ ჩა­მოგ­ვენგრეს. გა­და­თოვ­ლა ამ სახ­ლის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ისეთ დღე­შია, გუ­შინ რომ ვინ­მე დამ­ხმა­რე­ბო­და და აქამ­დე მო­ვეყ­ვა­ნეთ ეს არ მოხ­დე­ბო­და. არც სახ­ლის დარ­დი არ მაქვს ახლა, ბაღ­ნე­ბი გა­მაყ­ვა­ნი­ნეთ, გა­მი­კე­თეთ სი­კე­თე. ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი ვარ. ერთი ტრაქ­ტო­რი ვერ იშო­ვეს რომ სოფ­ლის გზე­ბი გაწ­მინ­დონ და ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რონ. სა­რიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, შენ­ზე უა­რე­სი პრობ­ლე­მე­ბი მაქ­ვსო, რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ჩემს შვი­ლებს რამე რომ და­ე­მარ­თოს, ხომ უნდა დავ­ხო­ცო ეგე­ნი..

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კუხნაში" ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან...  გვეშინია სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს... გვიშველეთ" - ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

"კუხნაში" ვართ ყველა შეყუჟული, ბავშვები შეშინებულები არიან...  გვეშინია სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს... გვიშველეთ" - ოჯახი მამათიდან დახმარებას ითხოვს

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან.

დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე.

ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.

რთული მდგომარეობაა სოფელ მამათში, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა ხალხის იქიდან გამოყვანა.

"გამოგვიყვანეთ მამათიდან, თუ თოვა ისევ გაგრძელდა, დიდი უბედურება მოხდება" - დაწერა ილიკო კილაძემ, რომელიც ახლა სოფელში დედასთან ერთად იმყოფება.

  • ემოციურად ძალიან მძიმე დღეშია სამი შვილის მამა, მალხაზ ღლონტი. ის საკუთარ სახლში მისვლას და ოჯახის დახმარებას ორი დღე ვერ ახერხებდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარა და წვალებით მიაღწია ახლახან სახლამდე. საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაში დახვდა და ახლა შვილების სამშვიდობოს გაყვანაში დახმარებას ითხოვს.

მალხაზ ღლონტი:

- მიშველეთ, დამეხმარეთ, სოფელ მამათში ვარ. გუშინ 7 საათიდან ვითხოვ მამათის ცენტრიდან 3 კილომეტრზე ჩამოყვანას და ეს ვერ მოხერხდა. სახლში სამი შვილი მყავს. საშინელი ქარბუქია, გადადგილებაც ძალიან ჭირს. ახლახან ძლივს მოვაღწიე სახლამდე და სახლის მარჯვენა მხარეს 6 ბალკა გატეხილია, გუშინ რომ მომეღწია სახლამდე ეს ხომ არ მოხდებოდა, გაზის გამათბობელი მქონდა, ჭერში დავდგამდი და დავადნობდი თოვს. თან ძალიან ყინავს. გამგებელმა და არც არავინ არაფერი გამიკეთა. დღეს ჩემმა მეგობრებმა დამიტკეპნეს გზა და ისე ამომიყვანეს სახლში.

- სახლში არ იყავით?

- არ ვიყავი სახლში, თორემ ამ მდგომარეობამდე არ მივიყვანდი საქმეს. ჯეოსელის ენერგოინჟინერი ვარ, გათიშვები რომ მქონდა, პრობლემები იქ ვიყავი და მერე აქამდე ვერ მოვაღწიე. პატრულიც არ მიშვებდა, გურიაში ყველაფერი პარალიზებულია, ტრაქტორის ჩამოყვანას ვერ ახერხებენ. სამი კილომეტრი ფეხით წამოვედი, მერე 2 კილომეტრი ღელე ღელე ბიჭებმა გამომიყვანეს და ასე მოვაღწიე სახლამდე. რა ვქნა ხალხნო, ბავშვები მაინც გამაყვანინეთ აქედან, რა გავაკეთო, როგორ მოვახერხო? 5 წლის ვიყავი მამა აფხაზეთის ომში რომ დამეღუპა, სამშობლოს პატრიოტების ოჯახი ვართ. მამა რაც მომიკვდა მას მერე ტანჯვაში და წვალებაში ვარ. სამი შვილი მყავს, შვილები გადამირჩინეთ და გაიყვანეთ სამშვიდობოს. მე არსად მივდივარ, ბავშვები მაინც გამაყვანინეთ აქედან. უფროსი მეთერთმეტე კლასშია, შუათანა მერვე კლასშია და პატარა მე-2 კლასში.

შეშინებულები არიან ბავშვები. საჭმელი კი გვაქვს, მაგრამ "კუხნაში" ვართ ყველანი შეყუჟული, რადგან გვეშინია სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს. გადათოვლა ამ სახლის წარმოუდგენელია ისეთ დღეშია, გუშინ რომ ვინმე დამხმარებოდა და აქამდე მოვეყვანეთ ეს არ მოხდებოდა. არც სახლის დარდი არ მაქვს ახლა, ბაღნები გამაყვანინეთ, გამიკეთეთ სიკეთე. ნერვებმოშლილი ვარ. ერთი ტრაქტორი ვერ იშოვეს რომ სოფლის გზები გაწმინდონ და ადამიანს დაეხმარონ. სარიშვილს დავურეკე და მითხრა, შენზე უარესი პრობლემები მაქვსო, რა პრობლემები აქვს, ჩემს შვილებს რამე რომ დაემართოს, ხომ უნდა დავხოცო ეგენი..

წაიკითხეთ ასევე: