პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელემედიას შეზღუდვები და ვალდებულებები უწესდება - რა ცვლილებები იგეგმება “მაუწყებლის შესახებ“ კანონში, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს
ტელემედიას შეზღუდვები და ვალდებულებები უწესდება - რა ცვლილებები იგეგმება “მაუწყებლის შესახებ“ კანონში, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს

მა­უ­წყებ­ლის მიერ ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მა­ში, ასე­ვე სხვა სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა იზღუ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნით სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის სტან­დარ­ტე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.


ამ და სხვა სი­ახ­ლე­ებს “მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და “ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა ერ­თობ­ლი­ვად მო­ამ­ზა­დეს და პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნეს.


  • პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად დევს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დეგ სი­ახ­ლე­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს:

მა­უ­წყე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბი და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯე­რო­ვა­ნი სი­ზუს­ტით და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გა­დას­ცეს. მა­უ­წყე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მი­ი­ღოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზომა, რათა არ და­უშ­ვას ცრუ ან შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.


პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის შეს­წო­რე­ბა უნდა მოხ­დეს ღიად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, თა­ნა­ზო­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და ფორ­მით სა­თა­ნა­დო სა­ე­თე­რო დროს, მას შემ­დეგ რაც მა­უ­წყებ­ლი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა შეც­დო­მის შე­სა­ხებ.


სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სას მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა მი­უ­თი­თოს ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო.


პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ახალ ამ­ბე­ბის გა­და­ცე­მი­სას დად­გმე­ბი­სა და ინ­სცე­ნი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ან სხვა სა­ხის გა­და­ცე­მა­ში დად­გმის ან ინ­სცე­ნი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ნათ­ლად უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რომ ეს არის დად­გმა ან ინ­სცე­ნი­რე­ბა. დო­კუ­მენ­ტუ­რი ან რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის ყო­ვე­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო რე­კონ­სტრუქ­ცია უნდა იყოს ნათ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი.


მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა მო­ახ­დი­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მა­უ­წყე­ბელ­მა ნათ­ლად უნდა მი­უ­თი­თოს წყა­როს ანო­ნი­მუ­რო­ბის შე­სა­ხებ.


პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი (მათ შო­რის, რე­პუ­ტა­ცია და სა­ხე­ლი) შე­საძ­ლოა შე­ი­ლა­ხოს მა­უ­წყებ­ლის პროგ­რა­მა­ში არას­წო­რი (მცდა­რი) ფაქ­ტის მოყ­ვა­ნით (გა­და­ცე­მით) სა­ჩივ­რის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა აქვს. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ასე­ვე უფ­ლე­ბა აქვს, სა­წყი­სი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­დან (მათ შო­რის, ფაქ­ტის მოყ­ვა­ნი­დან) 10 დღის ვა­და­ში შე­სა­ბა­მის მა­უ­წყე­ბელს მოს­თხო­ვოს, მის­ცეს მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოს სა­წყის გან­ცხა­დე­ბა­ში (მცდა­რი) ფაქ­ტის შეს­წო­რე­ბა ან უარ­ყო­ფა მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში თა­ნა­ზო­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და ფორ­მით, სა­წყი­სი გან­ცხა­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბით და და­ახ­ლო­ე­ბით იმ დროს, რო­დე­საც სა­წყი­სი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და.


პა­სუ­ხის უფ­ლე­ბა­ზე მა­უ­წყებ­ლის უარი შე­იძ­ლე­ბა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში ან სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდეს.


“მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­და­ცე­მი­სას მა­უ­წყე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვა. ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მა­ში მა­უ­წყე­ბე­ლი ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს ფაქ­ტი­სა და კო­მენ­ტა­რის მკა­ფიო გა­მი­ჯვნა.


პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბის ან სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა­ში წამ­ყვა­ნის, ინ­ტერ­ვი­უ­ე­რის ან ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ხით.


ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვა სა­ხის და­ვის გა­შუ­ქე­ბი­სას მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ბა­ლან­სის დაც­ვა თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მა­ში ან პროგ­რა­მე­ბის ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პროგ­რა­მის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ლან­სის დაც­ვა და­გეგ­მი­ლია პროგ­რა­მე­ბის ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ას უნდა ეც­ნო­ბოს პროგ­რა­მის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს.


კა­ნონ­ში იწე­რე­ბა, რომ და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­უ­წყებ­ლის მიერ ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ან სხვა სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბა მა­უ­წყებ­ლის პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ან მო­საზ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პროგ­რა­მა­ში რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ან სხვა ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფის მხარ­დამ­ჭე­რი ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა.


სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მის გა­და­ცე­მი­სას, უშუ­ა­ლოდ პროგ­რა­მის და­წყე­ბის წინ, აუ­დი­ტო­რი­ას უნდა ეც­ნო­ბოს, რომ პროგ­რა­მა სა­ავ­ტო­როა. სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მა­ში ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა სა­გუ­ლის­ხმო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­საზ­რე­ბა. თა­ვი­დან უნდა იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტის ან აზ­რის და­მა­ხინ­ჯე­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა.


მა­უ­წყე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ეკის­რე­ბა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე თი­თო­ე­ულ პირს ჯე­რო­ვა­ნი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის დაც­ვით მო­ე­პყროს.


პირს, რომ­ლის მი­მართ პროგ­რა­მა­ში ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ით­ქვა, დრო­უ­ლი და ჯე­რო­ვა­ნი პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს.


კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პროგ­რა­მა­ში მხო­ლოდ ერთი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მოწ­ვე­ვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით, არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს იმ ჯგუ­ფებ­ზე თავ­დას­ხმის სა­შუ­ა­ლე­ბად, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.


პირ­და­პირ ეთერ­ში შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბი უნდა იქ­ნეს შერ­ჩე­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით - და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერთი შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ამ ზა­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.


  • მა­უ­წყებ­ლის მიერ ფა­რუ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა/გა­და­ცე­მის წე­სე­ბი კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ამას­თან, ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით ინ­ტერ­ვი­უს ან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­წე­რა წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და “ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ფა­რუ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და გა­და­ცე­მა მხო­ლოდ შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი:


  • ა) რო­დე­საც მოვ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი და ამას­თა­ნა­ვე, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პროგ­რა­მის სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად;

  • ბ) სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის შემ­ცველ სა­კი­თხებ­ზე სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რო­დე­საც სხვა გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა თუ შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც კვლე­ვის სა­გა­ნია;

  • გ) კო­მე­დი­უ­რი და გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, სა­დაც ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა ერთ-ერთი ჩვე­უ­ლი მე­თო­დია, იგი არ წარ­მო­ად­გენს პი­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უხეშ ჩა­რე­ვას და არ იწ­ვევს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, და­ძა­ბუ­ლო­ბას ან უხერ­ხუ­ლო­ბას. გა­სარ­თობ და კო­მე­დი­ურ პროგ­რა­მებ­ში ფა­რუ­ლი მე­თო­დე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა ჩა­წე­რი­ლი პი­რის/პი­რე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე არ უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თან­ხმო­ბა არ არის სა­ჭი­რო, თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ მა­სა­ლა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი პი­რის/პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

პრო­ექ­ტი თა­ნახ­მად, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­უ­წყებ­ლის მიერ ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სით - მათ შო­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.


ფა­რუ­ლი მე­თო­დე­ბით მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა ან ჩა­წე­რად ჩა­ით­ვლე­ბა ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რის ან ჩარ­თუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ან და­ტო­ვე­ბა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ნად­რის ან მისი წარ­მო­მად­გენ­ლის სრუ­ლი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბის რი­ცხვს შე­საძ­ლოა ასე­ვე გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­დეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­წე­რა რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე ან ჩა­წე­რის გან­გებ გაგ­რძე­ლე­ბა, რო­დე­საც მე­ო­რე მხა­რე ფიქ­რობს, რომ პრო­ცე­სი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.


ამა­ვე პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფა­რუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ან ჩა­წე­რი­ლი მა­სა­ლის ეთერ­ში გაშ­ვე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლია.


მა­უ­წყე­ბელს მე­ო­რე მხა­რეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­წე­რის უფ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, თუ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­წე­რამ­დე რეს­პონ­დენტს თავი წა­რუდ­გი­ნა, ზა­რის მი­ზა­ნი გა­ნუ­მარ­ტა და აუხ­სნა, რომ ზარი იწე­რე­ბა და შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვეყ­ნდეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მა­უ­წყებ­ლის­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი სა­უბ­რის შე­საძ­ლო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ, მა­უ­წყე­ბელ­მა რეს­პონ­დენ­ტის­გან მა­სა­ლის გაშ­ვე­ბამ­დე თან­ხმო­ბა უნდა მი­ი­ღოს, თუ სხვაგ­ვა­რად მოქ­მე­დე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის.


კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლი ხდე­ბა ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით ინ­ტერ­ვი­უს ან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­წე­რა წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ღიად ჩა­წე­რა ხელს შე­უშ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ეს წესი არ მოქ­მე­დებს შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვი­სას.


ავტორი:

ტელემედიას შეზღუდვები და ვალდებულებები უწესდება - რა ცვლილებები იგეგმება “მაუწყებლის შესახებ“ კანონში, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს

ტელემედიას შეზღუდვები და ვალდებულებები უწესდება - რა ცვლილებები იგეგმება “მაუწყებლის შესახებ“ კანონში, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს

მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, ასევე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა იზღუდება. გარდა ამისა, კანონით საავტორო გადაცემის სტანდარტები განისაზღვრება.


ამ და სხვა სიახლეებს “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ერთობლივად მოამზადეს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინეს.


  • პარლამენტში განსახილველად დევს პროექტი, რომელიც შემდეგ სიახლეებს ითვალისწინებს:

მაუწყებელი ვალდებული ხდება ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადასცეს. მაუწყებელი ვალდებული იქნება მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.


პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.


სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო.


პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.


მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში კი, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.


პროექტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები (მათ შორის, რეპუტაცია და სახელი) შესაძლოა შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით) საჩივრის შეტანის უფლება აქვს. დაინტერესებულ პირს ასევე უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.


პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.


“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩაიწერება, რომ ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.


პროექტის თანახმად, დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.


ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.


კანონში იწერება, რომ დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.


საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.


მაუწყებელი ვალდებულებად ეკისრება პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს.


პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება უნდა მიეცეს.


კანონის პროექტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც პროგრამაში არ მონაწილეობენ.


პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით - დაუშვებელი იქნება მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.


  • მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება/გადაცემის წესები კანონით განისაზღვრება. ამასთან, ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება.

“ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში იქნება გამართლებული:


  • ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

  • ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

  • გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

პროექტი თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით - მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.


ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.


ამავე პროექტის გათვალისწინებით, ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელია, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.


მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, ზარის მიზანი განუმარტა და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.


კანონის პროექტის თანახმად, დაუშვებელი ხდება ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას. ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას.