მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი-მაკრონის შეხვედრა და პრეზიდენტების მთავარი გზავნილები - რა მოხდა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და რატომ შეაწყვეტინა მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს საუბარი?
ტრამპი-მაკრონის შეხვედრა და პრეზიდენტების მთავარი გზავნილები - რა მოხდა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და რატომ შეაწყვეტინა მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს საუბარი?

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ვა­შინგტონ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც აშშ-ის პირ­ველ პირს, დო­ნალდ ტრამპს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მხა­რე­ებ­მა მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს.

  • ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში შეხ­ვედ­რი­სას ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პუ­ლი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას დო­ნალდ ტრამპს სი­ტყვა შე­ა­წყვე­ტი­ნა.

"რო­გორც გეს­მით, ევ­რო­პა უკ­რა­ი­ნას ფულს ასეს­ხებს და ისი­ნი იღე­ბენ ფულს უკან“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა, რა დრო­საც მაკ­რონ­მა ხელი ჩას­ჭი­და ტრამპს და უთხრა:

"არა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩვენ გა­და­ვი­ხა­დეთ. ჩვენ გა­და­ვი­ხა­დეთ მთლი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის 60%. აშშ-ს მსგავ­სად: სეს­ხე­ბი, გა­რან­ტი­ე­ბი, გრან­ტე­ბი. ჩვენ გვაქვს 230 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ყი­ნუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი ევ­რო­პა­ში, რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი. მაგ­რამ ეს არ არის სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა", რად­გან მაკ­რო­ნის თქმით, ეს არ არის "ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბა", ის გა­ყი­ნუ­ლია.

"თუ, სა­ბო­ლო­ოდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, რუ­სე­თი მზად იქ­ნე­ბა გად­მო­სა­ცე­მად, შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა, ეს სა­ბო­ლო­ოდ სეს­ხად ჩა­ით­ვლე­ბა და რუ­სე­თი გა­და­იხ­დის".

ამის პა­სუ­ხად კი ტრამპმა თქვა, "თუ გჯე­რა ამის, ეს კარ­გია ჩემ­თვის".

  • "მშვი­დო­ბის აღ­დგე­ნის დროა და ვფიქ­რობ, ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა

"ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი კი­დევ ერთი ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბაა, მარ­თლაც სა­ში­ნე­ლი ბრძო­ლის დას­რუ­ლე­ბაა, რომ­ლის მსგავ­სიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ გვი­ნა­ხავს. მშვი­დო­ბის აღ­დგე­ნის დროა და ვფიქ­რობ, ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ. ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უბ­რე­ბი გვქონ­და, მათ შო­რის რუ­სეთ­თა­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მ უკ­რა­ი­ნას გა­ცი­ლე­ბით მეტი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პი­სა და აშშ-ის მიერ და­ხარ­ჯულ თან­ხებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაკ­რო­ნიც მე­თან­ხმე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ჯე­ბი და ტვირ­თი ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მაც უნდა აი­ღონ და არა მხო­ლოდ აშშ-მა და რომ ევ­რო­პამ უკ­რა­ი­ნის ხან­გრძლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ცენ­ტრა­ლუ­რი როლი უნდა შე­ას­რუ­ლონ, რისი გა­კე­თე­ბაც მათ სურთ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბით, "მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნის და­ნე­ბე­ბას ან გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე ცე­ცხლის შე­წყვე­ტას არ უნდა ნიშ­ნავ­დეს“.

"ამ მშვი­დო­ბამ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს და უკ­რა­ი­ნას სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცეს სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან იმ სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შეძ­ლოს, რო­მე­ლიც მას ეხე­ბა. ასე­ვე, ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა ავი­ღოთ, რათა უკ­რა­ი­ნი­სა და მთე­ლი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შევ­ძლოთ. ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის ეს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხია“, - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

მაკ­რო­ნის თქმით, ბუ­ჩა­სა და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტა.

"ბუ­ჩა­სა და ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან სა­უ­ბა­რი შევ­წყვი­ტე, რად­გან ჩავ­თვა­ლე, რომ იმ დრო­ის­თვის მის­გან ვე­რა­ფერს მი­ვი­ღებ­დით. ახლა დიდ ცვლი­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი, რად­გან აშშ-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია ჰყავს, ამი­ტომ ახა­ლი კონ­ტექ­სტია. ასე რომ, ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის პრე­ზი­დენტ ტრამპს კარ­გი მი­ზე­ზი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა.

მისი თქმით, ერ­თა­დერ­თი გზა, რათა დარ­წმუნ­დე, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­თან­ხმე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა მოხ­დე­ბა "სიძ­ლი­ე­რე და შე­კა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია“.

"მჯე­რა, რომ აშშ-ს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­ვი­ღოთ რა­ღაც, რისი შე­ფა­სე­ბა, შე­მოწ­მე­ბა და და­მოწ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მო­დით, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში საკ­მა­რი­სი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნა უზ­რუნ­ველ­ვყოთ“, - აღ­ნიშ­ნა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მიმ­დი­ნა­რე ან მო­მა­ვალ კვი­რა­ში შეხ­ვდეს.

"პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შევ­ხვდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ან მო­მა­ვალ კვი­რა­ში ჩა­მო­ვი­დეს, რათა შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­როს“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, მისი თქმით, არ იცის, თუ რო­დის შეხ­ვდე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

"არ ვიცი რო­დის ვი­სა­უბ­რებთ. რა­ღაც ეტაპ­ზე პრე­ზი­დენტ პუ­ტინს შევ­ხვდე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

ავტორი:

ტრამპი-მაკრონის შეხვედრა და პრეზიდენტების მთავარი გზავნილები - რა მოხდა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და რატომ შეაწყვეტინა მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს საუბარი?

ტრამპი-მაკრონის შეხვედრა და პრეზიდენტების მთავარი გზავნილები - რა მოხდა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და რატომ შეაწყვეტინა მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს საუბარი?

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პირველ პირს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

  • ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა უკრაინის ევროპული მხარდაჭერის შესახებ საუბრისას დონალდ ტრამპს სიტყვა შეაწყვეტინა.

"როგორც გესმით, ევროპა უკრაინას ფულს ასესხებს და ისინი იღებენ ფულს უკან“, - აღნიშნა ტრამპმა, რა დროსაც მაკრონმა ხელი ჩასჭიდა ტრამპს და უთხრა:

"არა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ გადავიხადეთ. ჩვენ გადავიხადეთ მთლიანი ძალისხმევის 60%. აშშ-ს მსგავსად: სესხები, გარანტიები, გრანტები. ჩვენ გვაქვს 230 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები ევროპაში, რუსული აქტივები. მაგრამ ეს არ არის სესხის უზრუნველყოფა", რადგან მაკრონის თქმით, ეს არ არის "ჩვენი საკუთრება", ის გაყინულია.

"თუ, საბოლოოდ, მოლაპარაკების შედეგად, რუსეთი მზად იქნება გადმოსაცემად, შესანიშნავი იქნება, ეს საბოლოოდ სესხად ჩაითვლება და რუსეთი გადაიხდის".

ამის პასუხად კი ტრამპმა თქვა, "თუ გჯერა ამის, ეს კარგია ჩემთვის".

  • "მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი კიდევ ერთი ბრძოლის დასრულებაა, მართლაც საშინელი ბრძოლის დასრულებაა, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ შესანიშნავი საუბრები გვქონდა, მათ შორის რუსეთთანაც“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მ უკრაინას გაცილებით მეტი დახმარება გაუწია, ვიდრე სხვა ქვეყნებმა და აღნიშნა, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ დახარჯულ თანხებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

"მოხარული ვარ, რომ მაკრონიც მეთანხმება იმის შესახებ, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის ხარჯები და ტვირთი ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა აიღონ და არა მხოლოდ აშშ-მა და რომ ევროპამ უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცენტრალური როლი უნდა შეასრულონ, რისი გაკეთებაც მათ სურთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, "მშვიდობა უკრაინის დანებებას ან გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა ნიშნავდეს“.

"ამ მშვიდობამ უკრაინის სუვერენიტეტი უნდა უზრუნველყოს და უკრაინას საშუალება უნდა მისცეს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმ საკითხებზე მოლაპარაკებები შეძლოს, რომელიც მას ეხება. ასევე, ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რათა უკრაინისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შევძლოთ. ევროპელებისთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ, პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შეწყვიტა.

"ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან საუბარი შევწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროისთვის მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა დიდ ცვლილებას აქვს ადგილი, რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, ამიტომ ახალი კონტექსტია. ასე რომ, ურთიერთობის განახლებისთვის პრეზიდენტ ტრამპს კარგი მიზეზი აქვს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთანხმების პატივისცემა მოხდება "სიძლიერე და შეკავების შესაძლებლობებია“.

"მჯერა, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. პირველ რიგში უნდა მივიღოთ რაღაც, რისი შეფასება, შემოწმება და დამოწმება შეიძლება მოხდეს. მოდით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკმარისი გარანტიების შექმნა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

  • აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თქმით, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდეს.

"პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

"არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"