მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში
"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში

"მა­ტყუ­ა­რა მოწ­მე პო­ლი­ცი­ე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი ვი­დე­ო­ში" - ამის შე­სა­ხებ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. კად­რებ­ში ჩანს, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უპი­რის­პირ­დე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­მაც, მისი თქმით ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

საქ­მე ეხე­ბა და­კა­ვე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, გი­ორ­გი მინ­და­ძეს. დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. 21 წლის გი­ორ­გი მინ­და­ძეს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე, კერ­ძოდ გდდ-ს თა­ნამ­შრო­მელ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან.

  • სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხნენ ექ­სპერ­ტი ეკა­ტე­რი­ნე ყუ­ფა­რა­ძე და შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სო­ფი­კო ლო­ლა­ძე. სწო­რედ მას და­უ­პი­რის­პირ­და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

“რა­ტომ მო­ი­ტყუ­ეთ, რომ უწყე­ბით მო­ვი­და გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რო­დე­საც წილ­კან­ში აიყ­ვა­ნეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ით? მო­ი­ტყუ­ეთ! წილ­კან­ში აიყ­ვა­ნეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ით და თქვენ უთხა­რით, რომ უწყე­ბა გა­უგ­ზავ­ნეთ და ისე მო­ვი­და პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში. თქვენ ხართ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და სა­სა­მარ­თლო­ზე თქვით, რომ მო­ვი­და უწყე­ბით...

მა­ტყუ­ა­რა ხართ მეთ­ქი. გე­უბ­ნე­ბით, რომ წილ­კან­ში და­ა­კა­ვეს, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს. არ გრცხვე­ნი­ათ? რამ­დე­ნი წლის ხართ, რო­გორ უნდა იცხოვ­როთ ამით მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს,“ - მი­მარ­თავს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ფი­კო ლო­ლა­ძეს.

  • გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კი მას პა­სუ­ხობს, რომ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია.

“არ მო­მი­ტყუ­ე­ბია, წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­სა­ლე­ბი. სი­მარ­თლე ის არის, რომ გი­ორ­გი მინ­და­ძე უწყე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ცხად­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში. არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და მი­წო­დებთ მა­ტყუ­ა­რას,“ - მი­მარ­თავს ჟორ­ჟო­ლი­ანს ის.

და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მინ­და­ძე

სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხნენ ექ­სპერ­ტი ეკა­ტე­რი­ნე ყუ­ფა­რა­ძე და შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სო­ფი­კო ლო­ლა­ძე.

სო­ფი­კო ლო­ლა­ძის თქმით, 2024 წლის 29 ნო­ემ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს თუ რო­გორ ის­ვრის გი­ორ­გი მინ­და­ძე პი­რო­ტექ­ნი­კას და “პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას ახორ­ცი­ე­ლებს“. სო­ფი­კო ლო­ლა­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ელ­მა შე­დე­გად ფეხი და­ი­ზი­ა­ნა, შემ­თხვე­ვა კი 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მოწ­მე სო­ფი­კო ლო­ლა­ძე ჰკი­თხა, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თუ არა, რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ არა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია, რად­გან “ჩავ­თვა­ლეთ რომ იმ ეტაპ­ზე არ იყო სა­ჭი­რო“.

“გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იდენ­ტი­ფი­ცირ­და გდდ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ბრალ­დე­ბულ­მა მის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პი­რო­ტექ­ნი­კის სრო­ლა და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რო­გორც მახ­სოვს, მი­ი­ღო მარ­ჯვე­ნა ფე­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

  • გი­ორ­გი მინ­და­ძეს კი უწყე­ბა ჩა­ბარ­და და თა­ვი­სი­ვე ფე­ხით გა­მო­ცხად­და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და სო­ფი­კო ლო­ლა­ძემ.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს ბრალ­დე­ბუ­ლის დედა, ნანი წუ­ლა­ია. რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მოწ­მის სა­ხით და­კი­თხულ­მა შსს-ს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სო­ფი­კო ლო­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე მო­ი­ტყუა, რო­დე­საც თქვა, რომ მისი შვი­ლი გი­ორ­გი მინ­და­ძე უწყე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. ნანი წუ­ლა­ი­ას თქმით, მისი შვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ახ­ლო­ბელ­თან სტუმ­რად იყო­ფე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს, გი­ორ­გი მინ­და­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს. კერ­ძოდ, მას ედა­ვე­ბი­ან, რომ 29 ნო­ემ­ბერს, პო­ლი­ცი­ელს პი­რო­ტექ­ნი­კა ეს­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც მან ფეხ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში

"რატომ მოიტყუეთ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომძიებელს დაუპირისპირდა: რა მოხდა სასამართლოში

"მატყუარა მოწმე პოლიციელი. დანარჩენი ვიდეოში" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ ტელეწამყვანი უპირისპირდება გამომძიებელს, რომელმაც, მისი თქმით ცრუ ჩვენება მისცა.

საქმე ეხება დაკავებულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი მინდაძეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა. 21 წლის გიორგი მინდაძეს მიმდინარე აქციების დროს პოლიციელზე, კერძოდ გდდ-ს თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან.

  • სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე. სწორედ მას დაუპირისპირდა ნანუკა ჟორჟოლიანი.

“რატომ მოიტყუეთ, რომ უწყებით მოვიდა გამოძიებაში, როდესაც წილკანში აიყვანეს სპეცოპერაციით? მოიტყუეთ! წილკანში აიყვანეს სპეცოპერაციით და თქვენ უთხარით, რომ უწყება გაუგზავნეთ და ისე მოვიდა პოლიციის სამმართველოში. თქვენ ხართ გამომძიებელი და სასამართლოზე თქვით, რომ მოვიდა უწყებით...

მატყუარა ხართ მეთქი. გეუბნებით, რომ წილკანში დააკავეს, მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ და სახლიდან გაიყვანეს. არ გრცხვენიათ? რამდენი წლის ხართ, როგორ უნდა იცხოვროთ ამით მართლა მაინტერესებს,“ - მიმართავს ჟორჟოლიანი სოფიკო ლოლაძეს.

  • გამომძიებელი კი მას პასუხობს, რომ არ მოუტყუებია.

“არ მომიტყუებია, წარმოდგენილია მასალები. სიმართლე ის არის, რომ გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. არ დაუკავებიათ და მიწოდებთ მატყუარას,“ - მიმართავს ჟორჟოლიანს ის.

დაკავებული გიორგი მინდაძე

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.

სოფიკო ლოლაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და “პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს“. სოფიკო ლოლაძის თქმით, პოლიციელმა შედეგად ფეხი დაიზიანა, შემთხვევა კი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოწმე სოფიკო ლოლაძე ჰკითხა, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან “ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.

“გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება.

  • გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, - განაცხადა სოფიკო ლოლაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულის დედა, ნანი წულაია. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა შსს-ს გამომძიებელმა, სოფიკო ლოლაძემ სასამართლოს სხდომაზე მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მისი შვილი გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე მივიდა პოლიციაში. ნანი წულაიას თქმით, მისი შვილი პოლიციელებმა სინამდვილეში მაშინ დააკავეს, როდესაც ახლობელთან სტუმრად იყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.