მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმება მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის რეზოლუციას" - კალაძე
"აშშ-ს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმება მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის რეზოლუციას" - კალაძე

სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან მძი­მეა ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მოხ­და, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ გა­ე­რო­ში და­ი­ნი­ცი­რე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა.

"მშვი­დო­ბას არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მომ­ხდა­რი­ყო ამ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბა, რაც რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩვენ იმი­ტომ ვართ პო­ლი­ტი­კა­ში და იმი­ტომ გვირ­ჩევს ხალ­ხი, რომ ქვე­ყა­ნას საფრ­თხე­ე­ბი ავა­რი­დოთ. სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან მძი­მე ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში მოხ­და, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა და რა თქმა უნდა, ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა შე­ეძ­ლო უკ­რა­ი­ნას გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რა არ გა­ა­კე­თა, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ „პო­ლი­ტი­კა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმი­ტომ არი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა საფრ­თხე­ე­ბი ქვე­ყა­ნას აა­რი­დონ და ქვეყ­ნის, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმოქ­მე­დონ“.

"ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რა­ტომ ვართ პო­ლი­ტი­კა­ში? - ცხა­დია, არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ყო­ფი­ლი­ყო ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ამ აგენ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბო­და, რაც დღეს სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც შენ მოქ­მე­დებ შენი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბით, მით უმე­ტესს, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ ეს უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს, 2008 წლის ომი გა­მოვ­ლი­ლი გვაქვს და ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, ქვე­ყა­ნამ რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა მი­ი­ღო. დღე­საც ეს ჭრი­ლო­ბე­ბი ვერ მოგ­ვი­შუ­შე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კა­ში იმი­ტომ ვართ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რათა საფრ­თხე­ე­ბი ავა­რი­დოთ ქვე­ყა­ნას და ვი­მოქ­მე­დოთ, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რა თქმა უნდა, არა­ვის არ უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ტა­რე­ბუ­ლი იყოს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მკვლე­ლო­ბის, გა­უ­ბე­დუ­რე­ბის ხარ­ჯზე”, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, The Wall Street Journal-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე, ორ­შა­ბათს, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის და­წყე­ბი­დან მე­სა­მე წლის­თავ­ზე, შე­საძ­ლოა, კენ­ჭი უყა­რონ აშშ-ის რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბას ითხოვს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშშ-ის რე­ზო­ლუ­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­მე­ლიც სამი პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა, ნათ­ქვა­მია, რომ ის „ითხოვს კონ­ფლიქ­ტის სწრაფ დას­რუ­ლე­ბას“ და გლო­ვობს „ადა­მი­ან­თა ტრა­გი­კულ და­ღუპ­ვას რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში“. ამას­თან, გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშშ-ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ ვინ და­ი­წყო ომი და არ მო­ი­ცავს კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებს კრემ­ლის მი­მართ.

„მას ერთი თა­ნას­პონ­სო­რი ჰყავს - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რომ­ლის კავ­ში­რე­ბი მოს­კოვ­თან ბოლო დროს დათ­ბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"აშშ-ს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმება მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის რეზოლუციას" - კალაძე

"აშშ-ს პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე შეთანხმება მოხდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის რეზოლუციას" - კალაძე

სამწუხაროა და ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროში დაინიცირებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება.

"მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ ქვეყანას საფრთხეები ავარიდოთ. სამწუხაროა და ძალიან მძიმე ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას”, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეეძლო უკრაინას გაეკეთებინა და რა არ გააკეთა, კალაძემ აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში პოლიტიკოსები იმიტომ არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა საფრთხეები ქვეყანას აარიდონ და ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ“.

"ჩვენ პოლიტიკოსები რატომ ვართ პოლიტიკაში? - ცხადია, არსებობს გამოწვევები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში და ყოფილიყო ნებისმიერი სხვა ამ აგენტურის წარმომადგენლები, საქართველოში იგივე კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა, რაც დღეს სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. შესაბამისად, როდესაც შენ მოქმედებ შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, მით უმეტესს, მაშინ როდესაც ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, 2008 წლის ომი გამოვლილი გვაქვს და ყველას კარგად გვახსოვს, ქვეყანამ რამხელა უბედურება მიიღო. დღესაც ეს ჭრილობები ვერ მოგვიშუშებია. შესაბამისად, პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას და ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი ინტერესები გატარებული იყოს, ჩვენი ქვეყნის მკვლელობის, გაუბედურების ხარჯზე”, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.