საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს ნატო ხაინდრავას, რომელიც სესხს გასცემს" - გიორგი ბაჩიაშვილი
"ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს ნატო ხაინდრავას, რომელიც სესხს გასცემს" - გიორგი ბაჩიაშვილი

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იკ­ვლე­ვენ, კერ­ძოდ კი, წე­რი­ლო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ასე­ვე, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვლე­ვენ დაც­ვის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მას შო­რის შემ­დგარ სა­უ­ბარს ასა­ხავს.

"ჩვენ, ჩვე­ნი მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­ვიკ­ვლევთ, რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცებს, რომ ეს იყო სეს­ხი, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებს ეფუძ­ნე­ბა და არა ზე­პირ­სი­ტყვი­ერ ჩვე­ნე­ბებს, რო­გო­რიც ბრალ­დე­ბის მხა­რეს გა­აჩ­ნია. მათ შო­რის, გა­მო­ვიკ­ვლევთ ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სეს­ხის მი­სა­ღე­ბად ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, სა­დაც ის მე­უბ­ნე­ბა, რომ მე ბან­კში წა­ვი­დე. ეს ჩა­ნა­წე­რი, რო­გორც ყვე­ლა სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ში, რომ ამ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­და­ე­წყვი­ტა, სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში ეს საქ­მე არც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ეს საქ­მე არის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თი, რომ დღეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს.

ჩა­ნა­წერ­ში ის­მის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო ბან­კის დი­რექ­ტორს, ნატო ხა­ინ­დრა­ვას, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით ბან­კის მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ სესხს გას­ცემს. მე იმა­ვე დღეს შევ­ხვდი ხა­ინ­დრა­ვას და იმა­ვე დღეს ბან­კმა სეს­ხი და­ამ­ტკი­ცა, ანუ გა­მო­ი­რი­ცხა ამ სა­უბ­რის სხვა­ნა­ი­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა, რო­მელ­ზეც მე­ო­რე მხა­რე აპე­ლი­რებს, რომ სამი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა მას შემ­დეგ ჩემ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის, მათ შო­რის ივა­ნიშ­ვილ­სა და ხა­ინ­დრა­ვას შო­რის, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გა­და­წყდა, რომ თით­ქოს­და, ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო ამ პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტო­რად, რაც ტყუ­ი­ლია.

სეს­ხი იმა­ვე დღეს დამ­ტკიც­და და სეს­ხის გა­ცე­მამ­დე ივა­ნიშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, ამას სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წე­რე­ბიც ადას­ტუ­რებს",- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს ნატო ხაინდრავას, რომელიც სესხს გასცემს" - გიორგი ბაჩიაშვილი

"ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს ნატო ხაინდრავას, რომელიც სესხს გასცემს" - გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერს, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს.

"ჩვენ, ჩვენი მხარის მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს იყო სესხი, რომელიც რეალურ დოკუმენტებს ეფუძნება და არა ზეპირსიტყვიერ ჩვენებებს, როგორიც ბრალდების მხარეს გააჩნია. მათ შორის, გამოვიკვლევთ ჩანაწერს, რომელიც სრულად ადასტურებს, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან სესხის მისაღებად ვიყავი მისული, სადაც ის მეუბნება, რომ მე ბანკში წავიდე. ეს ჩანაწერი, როგორც ყველა სხვა მტკიცებულება, საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერ სამართლებრივ საქმეში, რომ ამ საქმეზე განაჩენი გადაეწყვიტა, საერთოდ ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ეს საქმე არც უნდა დაწყებულიყო. ეს საქმე არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ დღეს სასამართლო სისტემა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. მიუხედავად იმისა, თუ რა მტკიცებულებები აქვს საწინააღმდეგო მხარეს.

ჩანაწერში ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს, ნატო ხაინდრავას, რომელიც დამატებით ბანკის მოგების სანაცვლოდ სესხს გასცემს. მე იმავე დღეს შევხვდი ხაინდრავას და იმავე დღეს ბანკმა სესხი დაამტკიცა, ანუ გამოირიცხა ამ საუბრის სხვანაირი ინტერპრეტირება, რომელზეც მეორე მხარე აპელირებს, რომ სამი კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მათ შორის ივანიშვილსა და ხაინდრავას შორის, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ თითქოსდა, ივანიშვილი უნდა შემოსულიყო ამ პროექტში ინვესტორად, რაც ტყუილია.

სესხი იმავე დღეს დამტკიცდა და სესხის გაცემამდე ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამას სატელეფონო ამონაწერებიც ადასტურებს",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.