კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ვიზეიმებთ, ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას" - შოლცმა დამარცხება აღიარა, ფრიდრიხ მერცი მილოცვებს იღებს: რა შედეგი აჩვენა გერმანიის არჩევნებმა
"დღეს ვიზეიმებთ, ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას" - შოლცმა დამარცხება აღიარა, ფრიდრიხ მერცი მილოცვებს იღებს: რა შედეგი აჩვენა გერმანიის არჩევნებმა

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­ში ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ფრიდ­რიხ მერ­ცის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­კი - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი/ქრის­ტი­ან-სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი (CDU/CSU) ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის", ხოლო ოლაფ შოლ­ცის „გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ პარ­ტია მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

  • გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, “სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის” (SPD) ლი­დე­რი ოლაფ შოლ­ცი აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი "მწა­რეა" მისი პარ­ტი­ის­თვის და მას "მარ­ცხად" აფა­სებს.

ბერ­ლინ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან სა­უბ­რი­სას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მო­მენ­ტი "რო­დე­საც ჩვენ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ წა­ვა­გეთ არ­ჩევ­ნე­ბი".

წინა არ­ჩევ­ნებ­ზე, მისი თქმით, პარ­ტი­ას „უკე­თე­სი“ შე­დე­გი ჰქონ­და, რა­ზეც „პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“ იყო და დას­ძი­ნა, რომ ეს შე­დე­გი „უა­რე­სია და ამა­ზეც მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“.

შოლცმა მი­უ­ლო­ცა კონ­სერ­ვა­ტი­ულ „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის” ლი­დერს ფრიდ­რიხ მერცს. ამას­თან, შოლ­ცის თქმით, ის ვე­რას­დროს მი­ი­ღებს, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ას.

"ახლა ჩვენ გვყავს ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი - AfD - და ის ფაქ­ტი, რომ მათ მი­ი­ღეს ასე­თი კარ­გი შე­დე­გი არის ის, რა­საც ვერ მი­ვი­ღებთ და მე არა­სო­დეს მი­ვი­ღებ“, -გა­ნა­ცხა­და შოლცმა და დას­ძი­ნა:

„ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ის, რა­საც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, არ უნდა ვი­მუ­შა­ოთ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­თან“, - ამ­ბობს შოლ­ცი და აღ­ნიშ­ნავს, რომ იმე­დოვ­ნებს, რომ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი „ამ და­პი­რე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ“.

ის გა­ნაგ­რძობს იმას, რომ მას სურს მისი პარ­ტია დარ­ჩეს „მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად მო­მა­ვალ­ში".

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ... ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ჩეს", - ამ­ბობს გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი.

რა თქვა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­კის - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი/ქრის­ტი­ან-სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი (CDU/CSU) ლი­დერ­მა ფრიდ­რიხ მერცმა პარ­ტი­ის ოფის­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და:

მან ისა­უბ­რა "შე­სა­ნიშ­ნავ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე" და „პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე".

"დღეს ვი­ზე­ი­მებთ და ხვა­ლი­დან გან­ვა­ახ­ლებთ მუ­შა­ო­ბას. ახლა ჩვენ ერ­თად ვი­სა­უბ­რებთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ მთავ­რო­ბა... და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო არ გვე­ლო­დე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ გერ­მა­ნი­ას ჰყავს სან­დო მთავ­რო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან და დას­ძი­ნა: „დღეს სა­ღა­მოს ვი­ზე­ი­მებთ და ხვა­ლი­დან გან­ვა­ახ­ლებთ მუ­შა­ო­ბას“.

მერ­ცი აცხა­დებს, რომ მისი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია „ევ­რო­პის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გაძ­ლი­ე­რე­ბა, რათა ჩვენ ვი­ყოთ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან“ თავ­დაც­ვის სფე­რო­ში.

"ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მსგავ­სი რა­მის თქმა დამ­ჭირ­დე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, მაგ­რამ გა­სულ კვი­რას დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ ცხა­დია: ამე­რი­კის ეს მთავ­რო­ბა არ ზრუ­ნავს ევ­რო­პა­ზე“.

მერცმა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ "ჩა­ე­რია" ილონ მას­კი გერ­მა­ნი­ის არ­ჩევ­ნებ­ში და უწო­და მას "მკვეთ­რი და სა­მარ­ცხვი­ნო".

"ისე­ვე, რო­გორც ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ მოს­კო­ვი­დან წარ­სულ­ში", - დას­ძი­ნა მან.

ამას­თან, მერ­ცის თქმით, "ეს არის მისი პარ­ტი­ის აშ­კა­რა გა­მარ­ჯვე­ბა" და ის უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მისი მთავ­რო­ბა ყვე­ლას წარ­მო­ად­გენ­დეს.

ამას­თან მერ­ცი ამ­ბობს, რომ მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა „გარ­თულ­დე­ბა“, მაგ­რამ დას­ძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვი­ცო­დით არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აღ­დგო­მამ­დე მთავ­რო­ბას შევ­ქმნით“, - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

  • მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­ლოც­ვა:

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მარკ რუტე ფრიდ­რიხ მერცს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს და აცხა­დებს, რომ მო­უთ­მენ­ლად ელის მას­თან მუ­შა­ო­ბას.

„მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას ჩვე­ნი სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ევ­რო­პამ გა­აძ­ლი­ე­როს თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი და თქვე­ნი ლი­დე­რო­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი”, - წერს რუტე სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

ფრიდ­რიხ მერცს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი, რო­მე­ლიც Truth Social-ზე წერს, რომ დიდი დღეა გერ­მა­ნი­ის­თვის.

„რო­გორც ჩანს, გერ­მა­ნი­ა­ში კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. აშშ-ის მსგავ­სად, გერ­მა­ნი­ის მო­სახ­ლე­ო­ბაც და­ი­ღა­ლა დღის წეს­რიგ­ში საღი აზ­რის არ არ­სე­ბო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ენერ­გე­ტი­კი­სა და მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე. დღეა გერ­მა­ნი­ის­თვის და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჯენტლმე­ნი, სა­ხე­ლად დო­ნალდ ტრამ­პი. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას - კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა“, - წერს ტრამ­პი.

მერცს მისი პარ­ტი­ის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნიც ულო­ცავს და აცხა­დებს, რომ მო­უთ­მენ­ლად ელის ერ­თად მუ­შა­ო­ბას „ძლი­ე­რი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ევ­რო­პის­თვის“.

”ამ გა­ურ­კვევ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი ვართ მსოფ­ლი­ო­სა და ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტის დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე,” - წერს მაკ­რო­ნი X-ზე.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კირ სტარ­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მო­უთ­მენ­ლად ელის გერ­მა­ნი­ის ახალ მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბას.

„მო­უთ­მენ­ლად ველი ახალ მთავ­რო­ბას­თან მუ­შა­ო­ბას, რათა გა­ვაღ­რმა­ოთ ჩვე­ნი ისე­დაც ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა და მი­ვაღ­წი­ოთ ზრდას ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის“, - წერს სტარ­მე­რი X-ზე.

ფრიდ­რიხ მერცს ბუნ­დეს­ტა­გის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიც.

„მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით გერ­მა­ნი­ას­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად, უკ­რა­ი­ნის რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბას­თან მი­სა­ახ­ლო­ებ­ლად და ევ­რო­პის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ევ­რო­პას უნდა შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა, თა­ვი­სი ინ­დუსტრი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ჭი­რო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა. ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბე­ბი და ეს წარ­მა­ტე­ბე­ბი კი­დევ უფრო მეტ ერ­თი­ა­ნო­ბას მო­უ­ტანს ევ­რო­პას“, – წერს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დღეს ვიზეიმებთ, ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას" - შოლცმა დამარცხება აღიარა, ფრიდრიხ მერცი მილოცვებს იღებს: რა შედეგი აჩვენა გერმანიის არჩევნებმა

"დღეს ვიზეიმებთ, ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას" - შოლცმა დამარცხება აღიარა, ფრიდრიხ მერცი მილოცვებს იღებს: რა შედეგი აჩვენა გერმანიის არჩევნებმა

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

  • გერმანიის კანცლერი, “სოციალ-დემოკრატების” (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები "მწარეა" მისი პარტიისთვის და მას "მარცხად" აფასებს.

ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი "როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები".

წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“.

შოლცმა მიულოცა კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს ფრიდრიხ მერცს. ამასთან, შოლცის თქმით, ის ვერასდროს მიიღებს, ულტრამემარჯვენე პარტიას.

"ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები - AfD - და ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი არის ის, რასაც ვერ მივიღებთ და მე არასოდეს მივიღებ“, -განაცხადა შოლცმა და დასძინა:

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან“, - ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედოვნებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები „ამ დაპირებას შეასრულებენ“.

ის განაგრძობს იმას, რომ მას სურს მისი პარტია დარჩეს „მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად მომავალში".

"დარწმუნებული ვარ, რომ... ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი დარჩეს", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

რა თქვა კონსერვატიული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

მან ისაუბრა "შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე" და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე".

"დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას. ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა... დანარჩენი მსოფლიო არ გველოდება.

მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, - განაცხადა მან და დასძინა: „დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას“.

მერცი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია „ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან“ თავდაცვის სფეროში.

"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე“.

მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ "ჩაერია" ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას "მკვეთრი და სამარცხვინო".

"ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში", - დასძინა მან.

ამასთან, მერცის თქმით, "ეს არის მისი პარტიის აშკარა გამარჯვება" და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენდეს.

ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.

"დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, - განაცხადა მერცმა.

  • მსოფლიო ლიდერების მილოცვა:

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.

„მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა იქნება მთავარი”, - წერს რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ფრიდრიხ მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც Truth Social-ზე წერს, რომ დიდი დღეა გერმანიისთვის.

„როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა დღის წესრიგში საღი აზრის არ არსებობით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებზე. დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯენტლმენი, სახელად დონალდ ტრამპი. გილოცავთ ყველას - კიდევ ბევრი გამარჯვება“, - წერს ტრამპი.

მერცს მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ულოცავს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ერთად მუშაობას „ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის“.

”ამ გაურკვევლობის პერიოდში, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მსოფლიოსა და ჩვენი კონტინენტის დიდი გამოწვევების წინაშე,” - წერს მაკრონი X-ზე.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მოუთმენლად ელის გერმანიის ახალ მთავრობასთან მუშაობას.

„მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან მუშაობას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და მივაღწიოთ ზრდას ჩვენი ქვეყნებისთვის“, - წერს სტარმერი X-ზე.

ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, უკრაინის რეალური მშვიდობასთან მისაახლოებლად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.