მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალური გარჩევა ვარშავაში მდებარე ქართულ რესტორანში - მოკლულია ერთი ქართველი: რას წერს ადგილობრივი მედია
კრიმინალური გარჩევა ვარშავაში მდებარე ქართულ რესტორანში - მოკლულია ერთი ქართველი: რას წერს ადგილობრივი მედია

პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში პა­რას­კე­ვის ღა­მეს მომ­ხდარ ჩხუბს ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუბ­ში ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

  • მოწ­მე­ე­ბის თქმით, კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო ვარ­შა­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქუ­ჩა­ში გა­და­ვი­და.

ჩხუ­ბის დროს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, ია­რა­ღი – და­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს.

პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღო. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში სამი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, 31 წლის მა­მა­კა­ცი, მკერ­დის ჭრი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე ორი მა­მა­კა­ცი თე­ძო­სა და მენ­ჯის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან, თუმ­ცა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ არის.

შემ­თხვე­ვის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მკვლე­ლო­ბი­სა და თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კრიმინალური გარჩევა ვარშავაში მდებარე ქართულ რესტორანში - მოკლულია ერთი ქართველი: რას წერს ადგილობრივი მედია

კრიმინალური გარჩევა ვარშავაში მდებარე ქართულ რესტორანში - მოკლულია ერთი ქართველი: რას წერს ადგილობრივი მედია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ქალაქის ცენტრში პარასკევის ღამეს მომხდარ ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩხუბში ქართველები იყვნენ ჩართული.

  • მოწმეების თქმით, კონფლიქტი დაიწყო ვარშავის კონსტიტუციის მოედანზე არსებულ ქართულ რესტორანში და მოგვიანებით ქუჩაში გადავიდა.

ჩხუბის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, ქართველი კრიმინალური დაჯგუფების წევრები, იარაღი – დანები გამოიყენეს.

პოლონეთის პოლიციამ შემთხვევის შესახებ შეტყობინება ღამის 12 საათამდე მიიღო. პოლიციის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ინციდენტში სამი ქართველი მოქალაქე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, 31 წლის მამაკაცი, მკერდის ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, გარდაიცვალა.

მეორე ორი მამაკაცი თეძოსა და მენჯის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში არიან, თუმცა მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

შემთხვევის შემდეგ პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობისა და თავდასხმის ბრალდებით.

წყარო