სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?
"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?

17 თე­ბერ­ვალს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 23 თე­ბერ­ვალს, პა­რას­კე­ვის სხდო­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, ნა­თია მო­გე­ლა­ძე და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

კერ­ძოდ, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, 21 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2005 წლის მარ­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ასე­ვე, ნა­თია მო­გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენტს მარ­თავ­და და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით­ვე, "მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ მას 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მე-2 ტური მოჰ­პა­რეს“.

მი­სი­ვე თქმით, 21 თე­ბერ­ვლის სხდო­მა 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და­ეთ­მო­ბო­და, ხოლო აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლო სა­კი­თხის გან­ხილ­ვა შემ­დეგ კვი­რა­ში მოხ­დე­ბო­და.

რო­გორ ირ­კვე­ვა, დღეს სხდო­მა არ გა­ი­მარ­თა, რის თა­ო­ბა­ზეც ნა­თია მო­გე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მე­გობ­რე­ბო, რად­გან უამ­რა­ვი მი­რე­კავთ და ინ­ტე­რეს­დე­ბით, აქვე დავ­წერ. ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ე.წ "სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის" სხდო­მა, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, დღეს აღარ ჩა­ტარ­და. მე რა­ი­მე სა­ხის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­საწ­ვე­ვი არ მომ­სვლია.

ვფიქ­რობ, ორ­შა­ბათს, ვი­თომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სა­ხით გა­მარ­თუ­ლი ფარ­სის მი­ზა­ნი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გულ­გრი­ლო­ბის გამო, "ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში" ტან­ჯვით და­ღუ­პუ­ლი ორი ან­გე­ლო­ზის ტრა­გე­დი­ი­დან, ყუ­რა­დღე­ბის 13 წლის წინ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა იყო, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, მო­ა­ხერ­ხეს და დღეს სხდო­მის გა­მარ­თვა აღარ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

ან ქალ­ბა­ტონ­მა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩემი რჩე­ვა, რომ უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ჩვენ შეხ­ვედ­რამ­დე სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. ეს ნამ­დვი­ლად გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯია:). მოკ­ლედ, და­ვე­ლო­დე­ბი შოუს მო­საწ­ვევს, სა­დაც შე­ვარ­დნა­ძის დრო­ის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, "ოც­ნე­ბა­ში" პორ­ტი­რე­ბუ­ლი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი "ნა­ცე­ბი" და შს მი­ნის­ტრის მი­თი­თე­ბებს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას ცდი­ლო­ბენ. მე შე­ვეც­დე­ბი მო­გას­მე­ნი­ნოთ მრავ­ლისმთქმე­ლი ფაქ­ტე­ბი მათ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ოქ­მო ჩა­ნა­წე­რის სა­ხით შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას და შევა ამ­ხა­ნა­გი წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ე.წ "კვლე­ვა­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, ნა­თია მო­გე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის მი­ვი­დო­და კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე.

"ცხა­დია, ეს კო­მი­სია მხო­ლოდ სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის შე­იქ­მნა. ისიც ცხა­დია, რომ მე არ ვა­ღი­ა­რებ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენტს და არც ამ კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. თუმ­ცა მე არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ამი­ტომ, თუ და­მი­ბა­რე­ბენ, მი­ვალ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტშიც და მის­თვის კომ­ფორ­ტულ ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში, ჩა­მო­ლა­ბო­რან­ტე­ბულ მო­ქა­ლა­ქე თეა წუ­ლუ­კი­ან­თან იმი­სათ­ვის, რომ ავუხ­დი­ნო მრა­ვალ­წლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და მივ­ცე ჩემ­თან პი­რის­პირ გა­სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იმე­დია, ამ­ჯე­რად მა­ინც კარ­გად იქ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი და წინა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბის მსგავ­სად, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვა, ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბა", - წერ­და ის.

ავტორი:

"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?

"დაველოდები შოუს მოსაწვევს..." - რას წერს ნათია მოგელაძე თეა წულუკიანის კომისიაზე?

17 თებერვალს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 23 თებერვალს, პარასკევის სხდომაზე, სავარაუდოდ, მოწვეული იქნებოდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

კერძოდ, წულუკიანის განმარტებით, 21 თებერვლის სხდომაზე სავარაუდოდ, მოწვეული იქნებოდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე, ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წულუკიანის თქმითვე, "მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მე-2 ტური მოჰპარეს“.

მისივე თქმით, 21 თებერვლის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობოდა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებულო საკითხის განხილვა შემდეგ კვირაში მოხდებოდა.

როგორ ირკვევა, დღეს სხდომა არ გაიმართა, რის თაობაზეც ნათია მოგელაძე სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, რადგან უამრავი მირეკავთ და ინტერესდებით, აქვე დავწერ. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ "საგამოძიებო კომისიის" სხდომა, გაურკვეველი მიზეზების გამო, დღეს აღარ ჩატარდა. მე რაიმე სახის ოფიციალური მოსაწვევი არ მომსვლია.

ვფიქრობ, ორშაბათს, ვითომ საგამოძიებო კომისიის სახით გამართული ფარსის მიზანი, კორუმპირებული ჩინოვნიკების გულგრილობის გამო, "ოცნების ქალაქში" ტანჯვით დაღუპული ორი ანგელოზის ტრაგედიიდან, ყურადღების 13 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე გადაიტანა იყო, რაც, სამწუხაროდ, მოახერხეს და დღეს სხდომის გამართვა აღარ იყო აქტუალური.

ან ქალბატონმა წულუკიანმა გაითვალისწინა ჩემი რჩევა, რომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ შეხვედრამდე სათანადოდ მომზადებულიყო. ეს ნამდვილად გონივრული ნაბიჯია:). მოკლედ, დაველოდები შოუს მოსაწვევს, სადაც შევარდნაძის დროის ჩინოვნიკები, "ოცნებაში" პორტირებული თავგადაკლული "ნაცები" და შს მინისტრის მითითებებს დაქვემდებარებული ყოფილი სახალხო დამცველი, ისტორიის გადაწერას ცდილობენ. მე შევეცდები მოგასმენინოთ მრავლისმთქმელი ფაქტები მათ შესახებ, რომელიც ვიმედოვნებ, საოქმო ჩანაწერის სახით შემორჩება ისტორიას და შევა ამხანაგი წულუკიანის მიერ დაანონსებულ ე.წ "კვლევაში".

შეგახსენებთ, ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ ის მივიდოდა კომისიის სხდომაზე.

"ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება", - წერდა ის.