სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“
დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“

ფო­ტო­ზე: კა­მი­კა­ძე FPV-დრო­ნე­ბის რვა რუს ოკუ­პანტ ოპე­რა­ტორს ასე­თი სათ­ვა­ლე თავ­ზე­ვე აუ­ფეთ­ქდათ...

  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ის­რა­ე­ლის მხრი­დან "ჰეზ­ბო­ლას“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ზე სამ­ხრეთ ლი­ბან­ში 2024 წლის17-18 სექ­ტემ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­დე­საც ათა­სო­ბით "ჰეზ­ბო­ლელს“ ხელ­ში აუ­ფეთ­ქდათ "მო­სა­დის“ მიერ წი­ნას­წარ და­ნაღ­მუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბი, მსოფ­ლი­ოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ათე­ულ­ში ნამ­დვი­ლად შევა...

თუმ­ცა ის­რა­ე­ლის "მო­სადს“ ამ ათე­ულ­ში ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთი სპეც­სამ­სა­ხუ­რის (სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის) მიერ ახ­ლა­ხან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ,რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე მას­შტა­ბის არ იყოს, რაც "ჰეზ­ბო­ლას“ გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ თა­ვი­სი გა­მო­გო­ნე­ბი­თა და სი­ეშ­მა­კით ნამ­დვი­ლად არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა...

FPV-სათ­ვა­ლე­ებ­ში ჩა­სა­წყო­ბი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი

ის, რომ უკ­რა­ი­ნის ომში ორი­ვე მხა­რე აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს კა­მი­კა­ძე FPV-დრო­ნებს, ახ­სნა აღარც სჭირ­დე­ბა - FPV იშიფ­რე­ბა, რო­გორც First Person View ანუ "პირ­ვე­ლი პი­რი­დან და­ნა­ხუ­ლი“. დრო­ნის ოპე­რა­ტორს უკე­თია სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე, რო­მელ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ეკ­რა­ნი და ოპე­რა­ტო­რიც ამ ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რა­დი­ო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბით დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თავს საფ­რენ აპა­რატს.

სა­ერ­თოდ, კა­მი­კა­ძე-დრო­ნებს არა­ერ­თი მი­სი­ვე ოპე­რა­ტო­რი და დამ­ხმა­რე შე­ე­წი­რა, გინდ რუ­სე­ბის და გინ­დაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხრი­დან - დრო­ნის გა­საფ­რე­ნად მომ­ზა­დე­ბი­სა და მას­ზე კუს­ტა­რუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­მაგ­რე­ბის პრო­ცეს­ში...

მაგ­რამ ის, რომ დის­ტან­ცი­უ­რი პულ­ტით ხელ­ში მჯდო­მი დრო­ნის ოპე­რა­ტო­რი სა­ვარ­ძელ­ში­ვე ფეთ­ქდე­ბო­დეს, ეს მა­ნამ­დე არა­ვის ენა­ხა, თუმ­ცა ერთი თვის წინ ასე­თი არა­ნაკ­ლებ რვა შემ­თხვე­ვა მოხ­და ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, რო­დე­საც ფრონ­ტის ხაზ­ზე დრო­ნე­ბის მარ­თვი­სას რუსი ოკუ­პან­ტე­ბი სკა­მებ­ზე­ვე აფეთ­ქდნენ... FPV-სათ­ვა­ლე­ში კუ­ლე­რის ად­გილ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მინი-ბომ­ბი

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ მცი­რე სიმ­ძლავ­რის აფეთ­ქე­ბა ხდე­ბო­და სწო­რედ იმ სპე­ცი­ა­ლურ სათ­ვა­ლე­ში, რომ­ლე­ბიც ოპე­რა­ტო­რებს თავ­ზე ეკე­თათ, რის შემ­დე­გაც ოპე­რა­ტო­რებ­მა თა­ვის არე­ში,კერ­ძოდ კი სა­ფეთ­ქლებ­თან და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, და­კარ­გეს მხედ­ვე­ლო­ბა, თუმ­ცა ცო­ცხლე­ბი გა­დარ­ჩნენ...

ცო­ცხლე­ბი კი იმი­ტომ გა­დარ­ჩნენ,რომ დე­ტო­ნა­ცი­ას გა­ნიც­დი­და მხო­ლოდ 10-15 გრა­მის მა­სის პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო FPV-სათ­ვა­ლის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც წე­სით გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი კუ­ლე­რი (რო­მე­ლიც იცავს კომ­პი­უ­ტე­რულ პრო­ცე­სო­რებს გა­და­ხუ­რე­ბის­გან) უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. თვა­ლის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც წე­სით გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი კუ­ლე­რი(რო­მე­ლიც იცავს კომ­პი­უ­ტე­რულ პრო­ცე­სო­რებს გა­და­ხუ­რე­ბის­გან) უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“

დანაღმული პეიჯერებიდან დანაღმულ სათვალეებამდე - "მოსადის“ გამოცდილებას უკრაინა რუს ოკუპანტებზე "ხვეწავს“

ფოტოზე: კამიკაძე FPV-დრონების რვა რუს ოკუპანტ ოპერატორს ასეთი სათვალე თავზევე აუფეთქდათ...

  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ისრაელის მხრიდან "ჰეზბოლას“ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებაზე სამხრეთ ლიბანში 2024 წლის17-18 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, როდესაც ათასობით "ჰეზბოლელს“ ხელში აუფეთქდათ "მოსადის“ მიერ წინასწარ დანაღმული პეიჯერები, მსოფლიოს სპეცსამსახურების წარმატებული საიდუმლო ოპერაციების ათეულში ნამდვილად შევა...

თუმცა ისრაელის "მოსადს“ ამ ათეულში ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის (სავარაუდოდ, სამხედრო დაზვერვის) მიერ ახლახან განხორციელებული ოპერაცია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ,რომელიც შეიძლება ისეთივე მასშტაბის არ იყოს, რაც "ჰეზბოლას“ გაუკეთეს, მაგრამ თავისი გამოგონებითა და სიეშმაკით ნამდვილად არ ჩამოუვარდება...

FPV-სათვალეებში ჩასაწყობი მინიატიურული ასაფეთქებელი მოწყობილობები

ის, რომ უკრაინის ომში ორივე მხარე აქტიურად იყენებს კამიკაძე FPV-დრონებს, ახსნა აღარც სჭირდება - FPV იშიფრება, როგორც First Person View ანუ "პირველი პირიდან დანახული“. დრონის ოპერატორს უკეთია სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებულია ეკრანი და ოპერატორიც ამ ვიდეოგამოსახულების მიხედვით, რადიოკავშირის საშუალებით დისტანციურად მართავს საფრენ აპარატს.

საერთოდ, კამიკაძე-დრონებს არაერთი მისივე ოპერატორი და დამხმარე შეეწირა, გინდ რუსების და გინდაც უკრაინელების მხრიდან - დრონის გასაფრენად მომზადებისა და მასზე კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობების დამაგრების პროცესში...

მაგრამ ის, რომ დისტანციური პულტით ხელში მჯდომი დრონის ოპერატორი სავარძელშივე ფეთქდებოდეს, ეს მანამდე არავის ენახა, თუმცა ერთი თვის წინ ასეთი არანაკლებ რვა შემთხვევა მოხდა ერთმანეთის მიყოლებით, როდესაც ფრონტის ხაზზე დრონების მართვისას რუსი ოკუპანტები სკამებზევე აფეთქდნენ... FPV-სათვალეში კულერის ადგილზე დამონტაჟებული მინი-ბომბი

რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მცირე სიმძლავრის აფეთქება ხდებოდა სწორედ იმ სპეციალურ სათვალეში, რომლებიც ოპერატორებს თავზე ეკეთათ, რის შემდეგაც ოპერატორებმა თავის არეში,კერძოდ კი საფეთქლებთან დაზიანებები მიიღეს, დაკარგეს მხედველობა, თუმცა ცოცხლები გადარჩნენ...

ცოცხლები კი იმიტომ გადარჩნენ,რომ დეტონაციას განიცდიდა მხოლოდ 10-15 გრამის მასის პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც წინასწარ განთავსებული იყო FPV-სათვალის იმ ნაწილში, სადაც წესით გამაგრილებელი კულერი (რომელიც იცავს კომპიუტერულ პროცესორებს გადახურებისგან) უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. თვალის იმ ნაწილში, სადაც წესით გამაგრილებელი კულერი(რომელიც იცავს კომპიუტერულ პროცესორებს გადახურებისგან) უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. გააგრძელეთ კითხვა