პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით აიხსნება ტრამპის ლამის პუტინის რიტორიკით ამეტყველება - რას ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტი?
რით აიხსნება ტრამპის ლამის პუტინის რიტორიკით ამეტყველება - რას ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტი?

ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვოლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის აშშ-ს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან მწვა­ვე კრი­ტი­კა და­ა­ტყდა თავს, მე­ტიც, ტრამ­პი ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა ზე­ლენ­სკის და მას ხან "არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე დიქ­ტა­ტორს“ უწო­დებს (პუ­ტინს ამ კონ­ტექ­სტში არ ახ­სე­ნებს), ხა­ნაც - "სა­შუ­ა­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ კო­მი­კოსს“. მაგ.19 თე­ბერ­ვალს სა­კუ­თარ სოცქსელ Truth Social-ში ტრამპმა და­წე­რა, რომ "ზე­ლენ­სკიმ ჯო­ბია იმოქ­მე­დოს სწრა­ფად, თო­რემ მალე ქვე­ყა­ნაც აღარ ექ­ნე­ბა". წინა დღით გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კი თქვა, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 4% უჭერს მხარს (რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვე­ბის მო­ნა­ცე­მებს), მას უწო­და "დიქ­ტა­ტო­რი“ და თქვა, რომ ის სულ მალე უნდა და­ე­თან­ხმოს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას.

თა­ვის მხრივ, ზე­ლენ­სკიმ დო­ნალდ ტრამ­პი ომის მი­ზე­ზებ­სა და პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის ზუს­ტად გა­მე­ო­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა."როცა ოთხ პრო­ცენტზე ვსა­უბ­რობთ, ჩვენ ვნა­ხეთ ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ გვეს­მის, რომ ეს რუ­სე­თი­დან მო­დის... სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი, რო­გორც ერის ლი­დე­რი, რო­მელ­საც ჩვენ დიდ პა­ტივს ვცემთ, ცხოვ­რობს ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სივ­რცე­ში”. "ვფიქ­რობ, რომ აშშ პუ­ტინს ეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლა­ში“, - ამ­ბობს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.

ზე­ლენ­სკის არ­ჩევ­ნე­ბი­დან 5 წელი 2024 წლის მა­ის­ში გა­ვი­და, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ ტარ­დე­ბა.

რა­ტომ ალა­პა­რაკ­და აშშ-ს 47-ე პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნის ენით, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ტრამ­პის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა მათ და­პი­რის­პი­რე­ბას, ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge პო­ლი­ტო­ლოგ თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- რით ახ­სნით ტრამ­პის პუ­ტი­ნის რი­ტო­რი­კით ამე­ტყვე­ლე­ბას? ის ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს და მის მი­მართ უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ეპი­თე­ტებს იყე­ნებს. ასე რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი და ამით რას ცდი­ლობს?

- გა­აჩ­ნია, რო­გორ შევ­ხე­დავთ პრო­ცესს. ჩვენ თუ ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებთ იმ პერ­სპექ­ტი­ვი­დან, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ეს არის გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სი­ტყვას ზო­მავს და წო­ნის, მა­შინ ტრამ­პის ქმე­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლია. მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ეს არის ტრამ­პი, რო­მე­ლიც სწო­რე­დაც რომ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სკან­და­ლებ­ზე მუ­შა­ობს. არ ვამ­ბობ, რომ სწო­რია, რა­საც ის აკე­თებს, მისი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში ნა­წი­ლობ­რივ გახ­მა­ურ­და კი­დეც, ეს არის იმ შე­თან­ხმე­ბე­ბის და­დე­ბა, რო­მე­ლიც მას უკ­რა­ი­ნას­თან უნდა - სა­უ­ბა­რია ლი­თო­ნებ­ზე იმ პი­რო­ბე­ბით, რო­მე­ლიც მას სურს. თეთრმა სახ­ლმა უკვე ახა­ლი, შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ვერ­სია შეს­თა­ვა­ზა უკ­რა­ი­ნას და ამის გან­ხილ­ვა მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვაჭ­რო­ბა, რი­თაც ცნო­ბი­ლია დო­ნალდ ტრამ­პი. მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ მას ანა­ლო­გი­უ­რი უხე­ში ვაჭ­რო­ბის მიდ­გო­მა (ეს არის სტრა­ტე­გია მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში) აქვს ევ­რო­პე­ლებ­თა­ნაც. ბო­რის ჯონ­სონ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მარ­თე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ ტრამ­პი აჩ­ვე­ნებს ევ­რო­პე­ლებს, რა მოხ­დე­ბა, თუკი ამე­რი­კა უარს იტყვის დაც­ვის იმ გა­რან­ტი­ებ­ზე, რაც დღეს ევ­რო­პას ამე­რი­კი­დან აქვს, ამი­ტომ ტრამ­პი მაქ­სი­მა­ლუ­რად ძა­ლის­მი­ე­რად ცდი­ლობს, ევ­რო­პე­ლებს თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი გა­აზ­რდე­ვი­ნოს, გარ­და ამი­სა, მი­ი­ღოს ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას უნდა ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. არის კი­დევ სხვა ბევ­რი სა­კი­თხიც... მთა­ვა­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში რამ­დე­ნად ამარ­თლებს ტრამ­პის მიდ­გო­მე­ბი. ეს რომ ბიზ­ნეს­ში ამარ­თლებს, ტრამპს აქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­საც არა ერთი სირ­თუ­ლე გა­და­უ­ლა­ხავს და სამ­ჯერ არის ბანკრო­ტო­ბი­დან ამო­სუ­ლი, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყო­ვე­ლი­ვე ამის­გან გან­სხვავ­დე­ბა იმი­ტომ, რომ აქ სხვა წე­სე­ბი მოქ­მე­დებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი - სხვა­თა შო­რის, მის­მა რი­ტო­რი­კამ ძალ­ზე ცუდი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია თვი­თონ ქვეყ­ნის შიგ­ნით, მათ შო­რის რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში და ცხა­დია, რომ ტრამპს შეხ­ვდე­ბა დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­არ­ბი­ლებს პო­ზი­ცი­ებს.

ის ელო­დე­ბა, რა შე­თა­ვა­ზე­ბას გა­უ­კე­თე­ბენ მას ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი და რას შეს­თა­ვა­ზებს იგი­ვე უკ­რა­ი­ნა. ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ტრამ­პის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ის ვინ­მეს რა­ღა­ცას აჩუ­ქებს, ტრამ­პი არაა ის ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს, მით უმე­ტეს, პუ­ტინს რომ აჩუ­ქებს რა­მეს. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, დღეს­დღე­ო­ბით, ეს არის ის ნა­ბი­ჯე­ბი, რა­საც ტრამ­პი დგამს რო­გორც მას წარ­მო­უდ­გე­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ (და ესაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა), მისი წარ­მოდ­გე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გან­სხვავ­დე­ბა იმ წე­სე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბი­სა­გან, რი­თაც ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა.

- მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს პუ­ტი­ნის მო­კავ­ში­რეს­თან. ზე­ლენ­სკიმ კი ისე შე­ა­ფა­სა მისი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტი "რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს“ და რომ "ტრამ­პი პუ­ტინს მრა­ვალ­წლი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა“, ასეა?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრამ­პი პუ­ტინ­ზე არ ფიქ­რობს, მისი მიდ­გო­მე­ბი არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვამ­ბობ, ტრამ­პი არ არის იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სის პერ­სპექ­ტი­ვი­დან შე­ვა­ფა­სოთ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისიც და ილონ მას­კიც სხვა პრიზ­მა­ში ხე­და­ვენ და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ზუს­ტად ის არის, რომ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იმ თე­მებ­ზე უნდა მი­ი­ღონ, რა თე­მებ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბით მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, რაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის იმ ძი­რი­თად წე­სებ­თან, რა­ზე­დაც დგას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ცხა­დია, ეს იყო ის ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლია, ასე გაგ­რძე­ლე­ბა მხო­ლოდ პუ­ტინს აძ­ლევს ხელს. მაგ­რამ აქ რისი იმე­დიც უნდა გვქონ­დეს ისაა, რომ აშშ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, ის არ არის ერთი ადა­მი­ა­ნის სამ­ფლო­ბე­ლო და რო­დე­საც ასე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა, თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, იმა­ვე სე­ნატს, კონ­გრესს, სა­სა­მარ­თლოს და ა.შ. ასე რომ, იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სის პრინ­ცი­პი და იმე­დი მაქვს, ეს იმუ­შა­ვებს. მე­ო­რეც - რაც აღ­ნიშ­ნეთ და რაც ყვე­ლას­თვის და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი უნდა იყოს არის ის, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­მაც შე­აღ­წია ამე­რი­კა­ში და როცა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი იმე­ო­რებს კრემ­ლის ნა­რა­ტივს, ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რა­ო­დენ სე­რი­ო­ზუ­ლია დღეს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი აღ­ქმე­ბის შექ­მნა... ამი­ტო­მაც გახ­და ტრამ­პი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი თა­ვად აშშ-შივე და არა მხო­ლოდ კონ­გრეს­მე­ნე­ბის­გან და სე­ნა­ტო­რე­ბის­გან, არა­მედ სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ დარ­ჩე­ნი­ლა სფე­რო, ვი­საც პრე­ზი­დენ­ტი არ გა­უკ­რი­ტი­კე­ბია. ეს არის და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, მათ შო­რის ჩვენ­თვი­საც, რომ ამ სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე­ე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ეპო­ქა­ში ძა­ლი­ან დიდი ზრუნ­ვა გვმარ­თებს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და უსაფრ­თხო­ე­ბის იმ გან­ზო­მი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით უხი­ლა­ვია (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ულ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე, კოგ­ნი­ტურ ომებ­ზე და ა.შ.).

-ზოგი ისეთ ნა­რა­ტივს ავი­თა­რებს, თით­ქოს ტრამ­პი ასე­თი მიდ­გო­მე­ბით და­სავ­ლეთს "გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა“. თით­ქოს შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - ევ­რო­პამ და­ი­ნა­ხა, რომ მათი უსაფრ­თხო­ე­ბა მათი და­სა­ცა­ვია, მათი როლი გა­მო­იკ­ვე­თა და ევ­რო­პის ლი­დე­რებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა. მაგ. ბრი­ტა­ნე­თი მზა­დაა 30 ათა­სი ევ­რო­პე­ლი ჯა­რის­კა­ცი გა­აგ­ზავ­ნოს უკ­რა­ი­ნა­ში, ვნა­ხეთ მაკ­რო­ნის უკ­რა­ი­ნი­სად­მი მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბაც...

- ვერ ვი­ტყვი, რომ ტრამ­პი ამა­ზე ზრუ­ნავს, ეს იყო შე­დე­გი, რო­მე­ლიც მის­მა რი­ტო­რი­კამ მო­ი­ტა­ნა. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე და ამან თუკი და­დე­ბით კონ­ტექ­სტში რამე მო­ი­ტა­ნა, ეს არის ევ­რო­პის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა - დღეს აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რა­ზე უკვე ისე­თი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც აქამ­დე ზო­მი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ. ევ­რო­პას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი, მას შე­უძ­ლია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რა­საც დგამს კი­დეც. სულ რა­ღაც 2 დღის წინ მე-16 პა­კე­ტი დამ­ტკიც­და, რო­მე­ლიც ეხე­ბა ალუ­მი­ნის პირ­ვე­ლად ექ­სპორ­ტს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა რუ­სე­თის­თვის. მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ ევ­რო­პა­ში 300 მი­ლი­არ­დამ­დე რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბია გა­ყი­ნუ­ლი და მისი უკ­რა­ი­ნის­თვის მოხ­მა­რე­ბა არის ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან უნდა და­იძ­რას და უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდეს. მე­სა­მეა ის კონ­ტრი­ბუ­ცია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ქვეყ­ნებ­მა და მათ შო­რის დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა სა­მო­მავ­ლოდ სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის, სა­კუ­თარ სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნა­ზე. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა, ასე რომ, პრო­ცე­სი ახლა იწყე­ბა და ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ პუ­ტინ­მა და ტრამპმა რა­ღაც გა­იყ­ვეს, ვი­ღა­ცას რა­ღაც აჩუ­ქეს და ა.შ.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­სას­რუ­ლი და რა გაგ­რძე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ტრამ­პი-ზე­ლენ­სკის და­პი­რის­პი­რე­ბას, ვინ რაზე შე­იძ­ლე­ბა და­თან­ხმდეს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ არის მხო­ლოდ ტრამ­პის და ზე­ლენ­სკის თემა, აქ ბევ­რი აქ­ტო­რია ჩარ­თუ­ლი - მო­მა­ვალ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თე­ბა ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი ვი­ზი­ტი ვა­შინგტონ­ში, რა დრო­საც სტარ­მე­რიც და მაკ­რო­ნიც დო­ნალდ ტრამპს შეხ­ვდე­ბი­ან. გა­ნი­ხი­ლე­ბა არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის, გლო­ბა­ლუ­რად ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის თემა, ამი­ტომ მას­ში ბევ­რი აქ­ტო­რია და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც ისე არ იქ­ნე­ბა, რომ და­ვუშ­ვათ, ტრამ­პი და პუ­ტი­ნი დას­ხდე­ბი­ან და რა­ღა­ცას გა­და­წყვე­ტენ. არა, აქ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბია, რო­მე­ლიც ორი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფორ­მატს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა. ჯერ არა­ვინ იცის, რო­დის შედ­გე­ბა პირ­ვე­ლი პი­რე­ბის შეხ­ვედ­რა, რომც შედ­გეს, ეს არ იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი და პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე­ვე არა­ფე­რი გა­და­წყდე­ბა. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ დღე­ვან­დელ დღეს მხა­რე­ე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის უკე­თე­სი პო­ზი­ცი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად - ეს ეხე­ბა რუ­სეთ­საც და ტრამპსაც. ასე რომ, პრო­ცე­სის ძა­ლი­ან და­სა­წყის­ში ვართ და და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს.

- ისე, ამ­ბო­ბენ, რომ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გარ­და, ზე­ლენ­სკის რე­ი­ტინ­გის საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბაც მო­ი­ტანა.

- ცხა­დია, ასეც იქ­ნე­ბო­და, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ზე­ლენ­სკის რე­ი­ტინ­გი მო­უ­მა­ტა, იმავდრო­უ­ლად, ტრამპმა თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­აგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც უკვე ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ზე­ლენ­სკის­თა­ნაც და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ან­დრეი სი­გი­ბას­თა­ნაც, იგეგ­მე­ბა სხვა ვი­ზი­ტე­ბიც. ერ­თიც არის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, მაგ. გუ­შინ გავ­რცელ­და ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გავ­რცე­ლე­ბა­შიც, სხვა­თა შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკ­რა­ი­ნის ზო­გი­ერ­თმა პო­ლი­ტი­კოს­მაც ითა­მა­შა, - ვი­თომ უკ­რა­ი­ნი­სად­მი ამე­რი­კის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლია, რაც დღეს ტრამ­პის თა­ნა­შემ­წემ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მა­იკლ უოლცმა უარ­ყო, არა­ფე­რია შე­წყვე­ტი­ლი. ეს არის მრა­ვალ­კომ­პლექ­სუ­რი ომი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო კომ­პო­ნენტს, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­ო­რე მხა­რის დაბ­ნე­ვას, დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას და ა.შ. ამი­ტო­მაც ამ რთუ­ლი პრო­ცე­სის­თვის ყვე­ლა მხა­რე მზად უნდა იყოს და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ რთულ­მა პრო­ცეს­მა და­სავ­ლუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა არ უნდა და­არ­ღვი­ოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რით აიხსნება ტრამპის ლამის პუტინის რიტორიკით ამეტყველება - რას ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტი?

რით აიხსნება ტრამპის ლამის პუტინის რიტორიკით ამეტყველება - რას ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტი?

ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტისგან მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს, მეტიც, ტრამპი ღიად უპირისპირდება ზელენსკის და მას ხან "არჩევნების გარეშე დიქტატორს“ უწოდებს (პუტინს ამ კონტექსტში არ ახსენებს), ხანაც - "საშუალოდ წარმატებულ კომიკოსს“. მაგ.19 თებერვალს საკუთარ სოცქსელ Truth Social-ში ტრამპმა დაწერა, რომ "ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება". წინა დღით გამართულ ბრიფინგზე კი თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს (რაც ეწინააღმდეგება სოციალური გამოკითხვების მონაცემებს), მას უწოდა "დიქტატორი“ და თქვა, რომ ის სულ მალე უნდა დაეთანხმოს სამშვიდობო შეთანხმებას.

თავის მხრივ, ზელენსკიმ დონალდ ტრამპი ომის მიზეზებსა და პირობებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციების ზუსტად გამეორებაში დაადანაშაულა."როცა ოთხ პროცენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ეს დეზინფორმაცია, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთიდან მოდის... სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ერის ლიდერი, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ცხოვრობს ამ დეზინფორმაციის სივრცეში”. "ვფიქრობ, რომ აშშ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის არჩევნებიდან 5 წელი 2024 წლის მაისში გავიდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, ახალი არჩევნები ვერ ტარდება.

რატომ ალაპარაკდა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი პუტინის ენით, რას ემსახურება ტრამპის პროვოკაციული განცხადებები და რა გაგრძელება ექნება მათ დაპირისპირებას, ამ საკითხებზე ambebi.ge პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- რით ახსნით ტრამპის პუტინის რიტორიკით ამეტყველებას? ის ღიად უპირისპირდება უკრაინის პრეზიდენტს და მის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იყენებს. ასე რამ გააღიზიანა აშშ-ს პრეზიდენტი და ამით რას ცდილობს?

- გააჩნია, როგორ შევხედავთ პროცესს. ჩვენ თუ ამ ყველაფერს ვუყურებთ იმ პერსპექტივიდან, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ეს არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც ყველა სიტყვას ზომავს და წონის, მაშინ ტრამპის ქმედებები სრულიად აბსურდულია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ტრამპი, რომელიც სწორედაც რომ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც მუდმივად სკანდალებზე მუშაობს. არ ვამბობ, რომ სწორია, რასაც ის აკეთებს, მისი მთავარი ინტერესები ამ შემთხვევაში ნაწილობრივ გახმაურდა კიდეც, ეს არის იმ შეთანხმებების დადება, რომელიც მას უკრაინასთან უნდა - საუბარია ლითონებზე იმ პირობებით, რომელიც მას სურს. თეთრმა სახლმა უკვე ახალი, შერბილებული ვერსია შესთავაზა უკრაინას და ამის განხილვა მომავალში იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა, რითაც ცნობილია დონალდ ტრამპი. მეორე საკითხია ის, რომ მას ანალოგიური უხეში ვაჭრობის მიდგომა (ეს არის სტრატეგია მოლაპარაკებებში) აქვს ევროპელებთანაც. ბორის ჯონსონმა, აბსოლუტურად, მართებულად აღნიშნა თავის ინტერვიუში, რომ ტრამპი აჩვენებს ევროპელებს, რა მოხდება, თუკი ამერიკა უარს იტყვის დაცვის იმ გარანტიებზე, რაც დღეს ევროპას ამერიკიდან აქვს, ამიტომ ტრამპი მაქსიმალურად ძალისმიერად ცდილობს, ევროპელებს თავდაცვის ხარჯები გააზრდევინოს, გარდა ამისა, მიიღოს ის პირობები, რომელიც მას უნდა ამერიკული კომპანიებისთვის. არის კიდევ სხვა ბევრი საკითხიც... მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაში რამდენად ამართლებს ტრამპის მიდგომები. ეს რომ ბიზნესში ამართლებს, ტრამპს აქვს ამის გამოცდილება, ის წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც არა ერთი სირთულე გადაულახავს და სამჯერ არის ბანკროტობიდან ამოსული, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები ყოველივე ამისგან განსხვავდება იმიტომ, რომ აქ სხვა წესები მოქმედებს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები - სხვათა შორის, მისმა რიტორიკამ ძალზე ცუდი რეაქცია გამოიწვია თვითონ ქვეყნის შიგნით, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში და ცხადია, რომ ტრამპს შეხვდება დიდი წინააღმდეგობა, რის შედეგადაც ის აუცილებლად შეარბილებს პოზიციებს.

ის ელოდება, რა შეთავაზებას გაუკეთებენ მას ევროპელი ლიდერები და რას შესთავაზებს იგივე უკრაინა. ამაზე იქნება დამოკიდებული ტრამპის შემდგომი ნაბიჯები. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის ვინმეს რაღაცას აჩუქებს, ტრამპი არაა ის ადამიანი ვინმეს, მით უმეტეს, პუტინს რომ აჩუქებს რამეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღესდღეობით, ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ტრამპი დგამს როგორც მას წარმოუდგენია საერთაშორისო ურთიერთობები და სამწუხაროდ (და ესაა მთავარი პრობლემა), მისი წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებზე განსხვავდება იმ წესებისა და რეალობისაგან, რითაც ხდება საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება.

- მსოფლიო საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს პუტინის მოკავშირესთან. ზელენსკიმ კი ისე შეაფასა მისი პროვოკაციული გამონათქვამები, რომ პრეზიდენტი "რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციას ავრცელებს“ და რომ "ტრამპი პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება“, ასეა?

- ამ შემთხვევაში ტრამპი პუტინზე არ ფიქრობს, მისი მიდგომები არის განსხვავებული, ამიტომ ვამბობ, ტრამპი არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი პოლიტიკოსის პერსპექტივიდან შევაფასოთ, ეს შეუძლებელია, ისიც და ილონ მასკიც სხვა პრიზმაში ხედავენ და მთავარი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ მათ გადაწყვეტილებები იმ თემებზე უნდა მიიღონ, რა თემებთანაც დაკავშირებით მათ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ძირითად წესებთან, რაზედაც დგას საერთაშორისო ურთიერთობები. ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, ცხადია, ეს იყო ის ემოციური განცხადება, რომელიც უნდა ყოფილიყო და ის აბსოლუტურად მართალია, ასე გაგრძელება მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს. მაგრამ აქ რისი იმედიც უნდა გვქონდეს ისაა, რომ აშშ დემოკრატიული სახელმწიფოა, ის არ არის ერთი ადამიანის სამფლობელო და როდესაც ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება, თავისი ადგილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმავე სენატს, კონგრესს, სასამართლოს და ა.შ. ასე რომ, იქ მნიშვნელოვანია ბალანსის პრინციპი და იმედი მაქვს, ეს იმუშავებს. მეორეც - რაც აღნიშნეთ და რაც ყველასთვის დასაფიქრებელი უნდა იყოს არის ის, რამდენად ძლიერია რუსული დეზინფორმაციული მანქანა, რომელმაც შეაღწია ამერიკაში და როცა აშშ-ს პრეზიდენტი იმეორებს კრემლის ნარატივს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რაოდენ სერიოზულია დღეს ინფორმაციული საფრთხეები, რამდენად შეიძლება მცდარი აღქმების შექმნა... ამიტომაც გახდა ტრამპი კრიტიკის ობიექტი თავად აშშ-შივე და არა მხოლოდ კონგრესმენებისგან და სენატორებისგან, არამედ სამხედროებისგან, ფაქტობრივად, აღარ დარჩენილა სფერო, ვისაც პრეზიდენტი არ გაუკრიტიკებია. ეს არის დასაფიქრებელი, მათ შორის ჩვენთვისაც, რომ ამ სერიოზული საფრთხეებით გაჯერებულ ეპოქაში ძალიან დიდი ზრუნვა გვმართებს უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების იმ განზომილებებზე, რომლებიც შედარებით უხილავია (ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე, კოგნიტურ ომებზე და ა.შ.).

-ზოგი ისეთ ნარატივს ავითარებს, თითქოს ტრამპი ასეთი მიდგომებით დასავლეთს "გამოღვიძებაში ეხმარება“. თითქოს შედეგმაც არ დააყოვნა - ევროპამ დაინახა, რომ მათი უსაფრთხოება მათი დასაცავია, მათი როლი გამოიკვეთა და ევროპის ლიდერებმა საკუთარ თავზე აიღეს უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ინიციატივა. მაგ. ბრიტანეთი მზადაა 30 ათასი ევროპელი ჯარისკაცი გააგზავნოს უკრაინაში, ვნახეთ მაკრონის უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებაც...

- ვერ ვიტყვი, რომ ტრამპი ამაზე ზრუნავს, ეს იყო შედეგი, რომელიც მისმა რიტორიკამ მოიტანა. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე და ამან თუკი დადებით კონტექსტში რამე მოიტანა, ეს არის ევროპის გამოფხიზლება - დღეს აქტიურ მხარდაჭერაზე უკვე ისეთი ქვეყნების ლიდერები საუბრობენ, რომლებიც აქამდე ზომიერ პოზიციაში იყვნენ. ევროპას აქვს სერიოზული ბერკეტები, მას შეუძლია ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რასაც დგამს კიდეც. სულ რაღაც 2 დღის წინ მე-16 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც ეხება ალუმინის პირველად ექსპორტს, რაც სერიოზული თემაა რუსეთისთვის. მეორე საკითხია ის, რომ ევროპაში 300 მილიარდამდე რუსული აქტივებია გაყინული და მისი უკრაინისთვის მოხმარება არის ის საკითხი, რომელიც მკვდარი წერტილიდან უნდა დაიძრას და უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდეს. მესამეა ის კონტრიბუცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნებმა და მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვა მზადყოფნა სამომავლოდ სამშვიდობო კონტინგენტის, საკუთარ სამხედროების უკრაინაში გაგზავნაზე. ეს სერიოზული თემაა, ასე რომ, პროცესი ახლა იწყება და ადრეა საუბარი იმაზე, რომ პუტინმა და ტრამპმა რაღაც გაიყვეს, ვიღაცას რაღაც აჩუქეს და ა.შ.

- როგორ წარმოგიდგენიათ მოლაპარაკების დასასრული და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირებას, ვინ რაზე შეიძლება დათანხმდეს?

- ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ ტრამპის და ზელენსკის თემა, აქ ბევრი აქტორია ჩართული - მომავალ კვირაში გაიმართება ბრიტანეთის პრემიერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივი ვიზიტი ვაშინგტონში, რა დროსაც სტარმერიც და მაკრონიც დონალდ ტრამპს შეხვდებიან. განიხილება არა მარტო უკრაინის, გლობალურად ევროპის უსაფრთხოების თემა, ამიტომ მასში ბევრი აქტორია და ეს მოლაპარაკებებიც ისე არ იქნება, რომ დავუშვათ, ტრამპი და პუტინი დასხდებიან და რაღაცას გადაწყვეტენ. არა, აქ ძალიან სერიოზული თემებია, რომელიც ორი სახელმწიფოს მოლაპარაკების ფორმატს და შესაძლებლობებს აღემატება. ჯერ არავინ იცის, როდის შედგება პირველი პირების შეხვედრა, რომც შედგეს, ეს არ იქნება ერთჯერადი და პირველ შეხვედრაზევე არაფერი გადაწყდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ დღეს მხარეები ემზადებიან მოლაპარაკებისთვის უკეთესი პოზიციის ხელში ჩასაგდებად - ეს ეხება რუსეთსაც და ტრამპსაც. ასე რომ, პროცესის ძალიან დასაწყისში ვართ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- ისე, ამბობენ, რომ ტრამპის განცხადებებმა უკრაინაში გაღიზიანების გარდა, ზელენსკის რეიტინგის საგრძნობლად მომატებაც მოიტანა.

- ცხადია, ასეც იქნებოდა, ამ ყველაფერმა ზელენსკის რეიტინგი მოუმატა, იმავდროულად, ტრამპმა თავისი წარმომადგენელი გააგზავნა უკრაინაში, რომელსაც უკვე ჰქონდა შეხვედრა ზელენსკისთანაც და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიგიბასთანაც, იგეგმება სხვა ვიზიტებიც. ერთიც არის, რომ ამ ყველაფრის ფონზე ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, მაგ. გუშინ გავრცელდა ასეთი დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაშიც, სხვათა შორის, მნიშვნელოვანი როლი უკრაინის ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც ითამაშა, - ვითომ უკრაინისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება შეწყვეტილია, რაც დღეს ტრამპის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ უოლცმა უარყო, არაფერია შეწყვეტილი. ეს არის მრავალკომპლექსური ომი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ინფორმაციას, მეორე მხარის დაბნევას, დეზორიენტაციას და ა.შ. ამიტომაც ამ რთული პროცესისთვის ყველა მხარე მზად უნდა იყოს და უპირველეს ყოვლისა, ამ რთულმა პროცესმა დასავლური ერთიანობა არ უნდა დაარღვიოს.