ორგანიზაცია Open Doors-ის ინფორმაციით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC), ერთ - ერთ ეკლესიაში 70 თავმოკვეთილი ქრისტიანის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს.
ორგანიზაცია დევნილ ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება. სწორედ მან გაავრცელა საზარელი ფაქტის დეტალები. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შოკისმომგვრელი დანაშაული ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება AFD-მ გააკეთა.
Newsweek საზარელი დანაშაულის დეტალების გარკვევას შეეცადა.
როგორც სააგენტო წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა აქამდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, Open Doors და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, “სანდო წყაროზე“ დაყრდნობით აცხადებენ, რომ დანაშაული დიდი ალბათობით AFD-მა ჩაიდინა. როგორც ვარაუდობენ, დაღუპულები მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მძევლად აიყვანეს.
აფრიკული საინფორმაციო სააგენტო Agence de Presse Africaine-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.
“ადგილობრივი წყაროები ეჭვობენ, რომ მკვლელობები უგანდურმა ისლამისტურმა ჯგუფმა ჩაიდინა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის კავშირში“, - ციტირებს აფრიკული სააგენტო ლუბეროს ტერიტორიის სამხედრო ადმინისტრატორის, ალენ კივევას განცხადებას.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილები 12 თებერვალს გაიტაცეს.
სასტიკ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკელი კონსერვატორი ლილა როუზი.
Horrific.
— Lila Rose (@LilaGraceRose) February 20, 2025
70 Christians were brutally beheaded by an Islamist group inside a church in the Democratic Republic of Congo
Where’s the media outrage?
Pray for persecuted Christians 🙏
“70 ქრისტიანს სასტიკად მოჰკვეთეს თავები ისლამისტურმა დაჯგუფებამ. ეს მოხდა კონგოში, ერთ-ერთ ეკლესიაში. სად არის მედია? ილოცეთ დევნილი ქრისტიანებისთვის,“ - წერს როუზი.
Seventy Christians were found beheaded in a church in the Democratic Republic of Congo.
— Libs of TikTok (@libsoftiktok) February 20, 2025
They were reportedly hostages of the Islamist group ADF— an ISIS affiliate
Why isn’t the MSM covering this story?? pic.twitter.com/57P6fDc2fF
Seventy Christians were found beheaded in a church in the Democratic Republic of Congo.
— Libs of TikTok (@libsoftiktok) February 20, 2025
They were reportedly hostages of the Islamist group ADF— an ISIS affiliate
Why isn’t the MSM covering this story?? pic.twitter.com/57P6fDc2fF
“უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს დევნილ ქრისტიანებს. მსოფლიომ უნდა მიიღოს მეტი ზომები ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ“, - წერს ის.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თითქმის სამ ათწლეულზე მეტი ხანია უწყვეტ შეიარაღებულ კონფლიქტშია. თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით “23 მარტის“ მოძრაობის (M23) წინსვლის შემდეგ, რომელმაც სტრატეგიული ადგილები, მათ შორის ქალაქები დაიპყრო, ძალადობა მკვეთრად გაიზარდა
ADF არის მეამბოხე ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს ძალადობაში.