პარტნიორები:
    ავტორი:

    ჩინეთში, ღამურებში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია - რას წერს ჩინური მედია?

    ჩინეთში, ღამურებში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია - რას წერს ჩინური მედია?

    ჩინელმა ვირუსოლოგებმა კვლევის დროს, ღამურებში, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანების დაინფიცირება ისევე შეუძლია, როგორც COVID-19-ს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post (SCMP) ჩინელი ექსპერტების კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

    გამოცემის თანახმად, აღმოჩენილი ვირუსი არის კორონავირუსის ახალი ხაზი (Pipistrellus bat coronavirus HKU5), რომელიც იდენტიფიცირებულია გლუვცხვირა ღამურების ოჯახში - რომელიც მოიცავს დაახლოებით 40 სახეობას.

    კვლევა გუანჯოუს ლაბორატორიაში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გუანჯოუს ფილიალის, ასევე ვუჰანის უნივერსიტეტისა და ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

    • კვლევას ხელმძღვანელობდა ჩინელი ვირუსოლოგი ში ჟენგლი, რომელიც სამედიცინო წრეებში ცნობილია, როგორც "ღამურა ქალი", ვუჰანის ლაბორატორიაში აღმოჩენილი კორონავირუსის გამო.

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალ ვირუსს, სახელად HKU5-CoV-2, “შეიძლება ჰქონდეს გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი და უფრო მაღალი პოტენციალი ჯვარედინი გადაცემისთვის“, მაგრამ შეშფოთების საფუძველი ჯერ არ არსებობს, რადგან HKU5-CoV-2 ადამიანის პოპულაციაში გაჩენის ფაქტი არსად დაფიქსირებულა.

    ჩინელი ექსპერტები დასძენენ, რომ სამომავლოდ, უფრო საფუძვლიანი კვლევა იქნება საჭირო.

    წყარო