ქართული ანბანი იუნესკომ 2016 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მისი უნიკალურობა გამოიხატება როგორც გრაფიკულ სილამაზეში, ისე ფონეტიკურ სტრუქტურაში.
ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი ძირითადი ეტაპი გაიარა და დღეს მისი 3 ვარიანტი გვაქვს, თუმცა პრაქტიკულ გამოყენებაში მხოლოდ მხედრულია.
ასომთავრული ანბანი V-XI საუკუნეში გამოიყენებოდა. ის მონუმენტური და მკაფიო ასოებით ხასიათდება. ძირითადად ქვაზე წარწერებსა და საეკლესიო ხელნაწერებში გამოიყენებოდა.
ნუსხური IX–XVIII საუკუნის დამწერლობაა და მრგვალი და რბილი ფორმებით ხასიათდება.
მხედრული კი XI საუკუნეში შეიქმნა და დღემდე მას ვიყენებთ.
ქართული ხელნაწერები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ისტორიის, ფილოლოგიის, ხელოვნების, ისე მეცნიერებისა და რელიგიის კვლევის კუთხით. ისინი მდიდარია მინიატიურებით, ოქროს მელნით დაწერილი ასოებითა და უნიკალური ორნამენტებით. მათი მხატვრული გაფორმება მსოფლიო კალიგრაფიის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს.
10 ათასამდე ქართული ხელნაწერი და 40 ათასამდე ისტორიული დოკუმენტი - ეს კი ის მემკვიდრეობაა, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წლების განმავლობაში უვლის და ინახავს. უნიკალური მემკვიდრეობის დაცვის პარალელურად, ცენტრში სამეცნიერო საქმიანობაც აქტიურად მიმდინარეობს. უკანასკნელ პერიოდში მას განსაკუთრებულ დახმარებას უწევს „საზოგადოება ივერიისა“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საზოგადოება ივერიისას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ცენტრში დაცული ქრისტიანულ სარწმუნოებასთან კავშირში არსებული ეროვნული საგანძურის ფუნდამენტური პროგრამის მზადებისა და განხორციელების პროცესის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა. საზოგადოება ივერიისა ხელნაწერთა ინსტიტუტს შემდეგი მიმართულებებით ეხმარება:
„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით, დამზადდა და ხელნაწერთა ცენტრს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცისთვის საჩუქრად გადაეცა თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სტენდები და ვიტრინები. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე გამოიცა ქართულ და ინგლისურენოვანი ალბომი ცენტრში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებზე.
ჩვენს ფოტოკოლაჟში რამდენიმე გამორჩეულ ქართულ ხელნაწერს გაეცნობით.
ხელნაწერეთა ეროვნული ცენტრის დახმარება ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ახორციელებს. ამ მიზნით შემოწირულობის გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.
გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:
R