პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა გომბორის გზაზე: თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა - შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია (ფოტოები)
რა ვითარებაა გომბორის გზაზე: თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა - შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია (ფოტოები)

ინ­ტენ­სი­ურ­მა თო­ვამ კა­ხეთ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ლი­პყი­ნუ­ლის გამო რე­გი­ონ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია.

  • ამ დრო­ის­თვის თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ64 (ვე­რო­ნა-თე­ლა­ვი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია

უა­მინ­დო­ბის გამო სიღ­ნაღს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბო­და. ამ დრო­ის­თვის ელექტრო ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა უკვე აღ­დგე­ნი­ლია შემ­დეგ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში: სიღ­ნა­ღი, ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნი, ხირ­სა, ხორ­ნა­ბუ­ჯი, ყა­რა­ღა­ჯი, ძვე­ლი ანა­გა, ტი­ბა­ა­ნი, ბოდ­ბის­ხე­ვი ნა­წი­ლობ­რივ, წნო­რი, სა­ქო­ბო, მა­ღა­რო, ქვე­მო ბოდ­ბე, ილი­აწ­მინ­და, ნუკ­რი­ა­ნი ნა­წი­ლობ­რივ.

რო­გორც "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს,შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რათა დე­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის მი­წო­დე­ბა აღუდ­გეთ.

ყვა­რელ­ში უხვი ნა­ლე­ქი­სა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო მოყი­ნულ მთა­ვარ და შიდა სა­უბ­ნო გზებ­ზე იყ­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და მუ­შა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რომ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა უსაფრ­თხოდ იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი გივი ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გაწ­მენ­დის სა­მუ­შაო პრო­ცესს ად­გილ­ზე აკ­ვირ­დე­ბო­და. ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლად მუ­შა­ო­ბენ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ლავს, თე­ლა­ვის მას­შტა­ბით მთა­ვა­რი და შიდა სა­უბ­ნო გზე­ბის გაწ­მენ­და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა.დაყ­რი­ლია ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და მუ­შა­ობს მძი­მე ტექ­ნი­კა. გზებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ბა.

"გუ­შინ გვი­ან ღა­მით, რვა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თოვ­ლის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის გაშ­ლა. თე­ლა­ვი-გომ­ბო­რი-ვა­ზი­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა. რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ხდე­ბა შე­ზღუდ­ვა ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სიღ­ნა­ღის, გურ­ჯა­ა­ნის, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სოფ­ლებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნა. უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა", - აცხა­დებს კა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი, გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა ვითარებაა გომბორის გზაზე: თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა - შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია (ფოტოები)

რა ვითარებაა გომბორის გზაზე: თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა - შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია (ფოტოები)

ინტენსიურმა თოვამ კახეთში პრობლემები შექმნა. ლიპყინულის გამო რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

  • ამ დროისთვის თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

უამინდობის გამო სიღნაღს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია შემდეგ სოფლებსა და ქალაქებში: სიღნაღი, ქვემო მაჩხაანი, ხირსა, ხორნაბუჯი, ყარაღაჯი, ძველი ანაგა, ტიბაანი, ბოდბისხევი ნაწილობრივ, წნორი, საქობო, მაღარო, ქვემო ბოდბე, ილიაწმინდა, ნუკრიანი ნაწილობრივ.

როგორც ,,ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა განმარტეს,შესაბამისი სამუშაო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ, რათა დენის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მაქსიმალურად მოკლე დროში ელექტრომომარაგების მიწოდება აღუდგეთ.

ყვარელში უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინულ მთავარ და შიდა საუბნო გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და მუშაობს სპეციალური ტექნიკა. გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომ გზებზე გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი გაწმენდის სამუშაო პროცესს ადგილზე აკვირდებოდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით.

რაც შეეხება თელავს, თელავის მასშტაბით მთავარი და შიდა საუბნო გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დილიდან აქტიურად გრძელდება.დაყრილია ტექნიკური მარილი და მუშაობს მძიმე ტექნიკა. გზებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მოძრაობა სრულად აღდგება.

"გუშინ გვიან ღამით, რვავე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გასულიყო გარეთ, სადაც მიმდინარეობდა თოვლის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა. თელავი-გომბორი-ვაზიანის დამაკავშირებელი გზა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხდება შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად მოხდება შესაბამის სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება შეჩერებულია. მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.