მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?
"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?

"ჰა­მა­სის“ მიერ ის­რა­ე­ლის­თვის გუ­შინ გა­და­ცე­მულ ოთხ ცხე­დარს შო­რის შირი ბი­ბა­სის ცხე­და­რი არ არის, - გა­მო­ცე­მა BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­და.

ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჰა­მა­სმა" ბი­ბა­სის ცხედ­რის ნაც­ვლად ის­რა­ელს ღა­ზე­ლი ქა­ლის ცხე­და­რი გა­დას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუც.

  • ნე­თა­ნი­აჰუს თქმით, ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლის ცხედ­რის ნაც­ვლად პა­ლეს­ტი­ნე­ლი ქა­ლის ცხედ­რის გა­და­ცე­მა ენით აღუ­წე­რე­ლი ცი­ნიზ­მია.

"ჰა­მა­სის“ მონ­სტრე­ბის სი­სას­ტი­კეს სა­ზღვა­რი არ აქვს. მათ არა მარ­ტო გა­ი­ტა­ცეს მამა, იარ­დენ ბი­ბა­სი, ახალ­გაზ­რდა დედა, შირი და მათი ორი პა­ტა­რა შვი­ლი, არა­მედ, ენით აუ­წე­რე­ლი ცი­ნიზ­მით, შირი შვი­ლებ­თან, პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზებ­თან ერ­თად არ და­აბ­რუ­ნეს და კუ­ბო­ში ღა­ზე­ლი ქა­ლის ცხე­და­რი ჩა­ას­ვე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

  • მისი თქმით, ის­რა­ე­ლი მტკი­ცედ იმოქ­მე­დებს ში­რი­სა და ყვე­ლა ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლის, რო­გორც ცო­ცხლის, ასე­ვე და­ღუ­პუ­ლის, და­საბ­რუ­ნებ­ლად. ნე­თა­ნი­აჰუმ მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ხა­ტა და­ღუ­პუ­ლი მძევ­ლე­ბის გამო და აღ­ნიშ­ნა: "ღმერ­თმა შური იძი­ოს მათი სის­ხლის გამო - და ჩვენც შურს ვი­ძი­ებთ“.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში დად­გინ­და, რომ "ჰა­მა­სის“ მიერ ის­რა­ე­ლის­თვის გუ­შინ გა­და­ცე­მულ ოთხ ცხე­დარს შო­რის შირი ბი­ბა­სის ცხე­და­რი არ არის. და­ნარ­ჩე­ნი სამი ცხე­და­რი კი ბი­ბა­სის ორი შვი­ლი­სა და 83 წლის მძევ­ლის, ოდედ ლიფ­ში­ცი­საა. "ჰა­მა­სმა“ 32 წლის შირი ბი­ბა­სი, მის შვი­ლებ­თან, 4 წლის არი­ელ­თან და 9 თვის კფირ­თან ერ­თად 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, ნირ ოზის კი­ბუ­ცი­დან გა­ი­ტა­ცა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?

"ეს ენით აღუწერელია ცინიზმია" - "ჰამასმა" ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად, ისრაელს პალესტინელი ქალის ცხედარი გადასცა: რას ამბობს ნეთანიაჰუ?

"ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის, - გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, "ჰამასმა" ბიბასის ცხედრის ნაცვლად ისრაელს ღაზელი ქალის ცხედარი გადასცა. აღნიშნულის შესახებ საუბრობს ისრაელის პრემიერი-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც.

  • ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აღუწერელი ცინიზმია.

"ჰამასის“ მონსტრების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. მათ არა მარტო გაიტაცეს მამა, იარდენ ბიბასი, ახალგაზრდა დედა, შირი და მათი ორი პატარა შვილი, არამედ, ენით აუწერელი ცინიზმით, შირი შვილებთან, პატარა ანგელოზებთან ერთად არ დააბრუნეს და კუბოში ღაზელი ქალის ცხედარი ჩაასვენეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

  • მისი თქმით, ისრაელი მტკიცედ იმოქმედებს შირისა და ყველა ისრაელელი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულის, დასაბრუნებლად. ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოხატა დაღუპული მძევლების გამო და აღნიშნა: "ღმერთმა შური იძიოს მათი სისხლის გამო - და ჩვენც შურს ვიძიებთ“.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ "ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის. დანარჩენი სამი ცხედარი კი ბიბასის ორი შვილისა და 83 წლის მძევლის, ოდედ ლიფშიცისაა. "ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა.