სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანიაკური სიშმაგით, უმიზეზოდ დამესხა თავს" - ნიკოლას ქეიჯის ყოფილი პარტნიორი მსახიობსა და მათ საერთო შვილს უჩივის
"მანიაკური სიშმაგით, უმიზეზოდ დამესხა თავს" - ნიკოლას ქეიჯის ყოფილი პარტნიორი მსახიობსა და მათ საერთო შვილს უჩივის

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ნი­კო­ლას ქე­ი­ჯის ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ნი­კო­ლასს და მათ სა­ერ­თო შვილს, უეს­ტონს თავ­დას­ხმის გამო უჩი­ვის, რა დრო­საც ქა­ლის მტკი­ცე­ბით, "სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. კრის­ტი­ნა ფულ­ტო­ნის თქმით, შემ­თხვე­ვა გა­სულ წელს მოხ­და, რო­დე­საც მამა-შვი­ლი მას თავს და­ეს­ხა.

კრის­ტი­ნა ფულ­ტო­ნი უეს­ტონ ქე­იჯს "136-კი­ლოგ­რა­მი­ან პრო­ფე­სი­ო­ნალ მებ­რძოლს" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ის მას თავს მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უმი­ზე­ზოდ და­ეს­ხა.

  • სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, 57 წლის ფულ­ტო­ნი შვილს თავ­დას­ხმი­სა და ცე­მის­თვის უჩი­ვის, ხოლო 61 წლის ქე­იჯს, და­უ­დევ­რო­ბის­თვის. ქა­ლის მტკი­ცე­ბით, მსა­ხი­ობ­მა მათი შვი­ლის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვა ვერ აღ­კვე­თა.

ქალი ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მან გა­ნი­ცა­და უეს­ტო­ნის მხრი­დან უმი­ზე­ზო თავ­დას­ხმის გამო". ნი­კო­ლას ქე­იჯ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლი ად­ვო­კა­ტებ­მა "უსა­ფუძ­ვლოდ" მი­იჩ­ნი­ეს.

ფულ­ტო­ნი აცხა­დებს, რომ ის თა­ვის შვილს 2024 წლის 28 აპ­რილს ეს­ტუმ­რა, რად­გან მისი მე­გობ­რე­ბის­გან "გა­და­უ­დე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი" მი­ი­ღო.

მისი თქმით, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შვი­ლი მას "მა­ნი­ა­კუ­რი სიშ­მა­გით" და­ეს­ხა თავს და ავ­ტო­სად­გომ­ზე, ლიფ­ტში და სა­ცხოვ­რებ­ლის ფო­ი­ე­ში აყე­ნებ­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას. სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქალს თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვა, მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, კის­რი­სა და ყე­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, კბი­ლე­ბის ტრავ­მა, ტი­ნი­ტუ­სი, მუც­ლის ტრავ­მა და პოსტ-ტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა დარ­ჩა.

  • ფულ­ტო­ნის მტკი­ცე­ბით, ნი­კო­ლას ქე­ი­ჯ­მა იცო­და მათი შვი­ლის "მენ­ტა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ი­სა" და "ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმი­სა და ცე­მის" წინა სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვით, ასე­თი ქცე­ვის ხელ­შე­წყო­ბას გა­ნაგ­რძობ­და.

სარ­ჩელ­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ქე­ი­ჯ­მა შვი­ლის­თვის ბინა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რებ­ლის გვერ­დით იყი­და, რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­იხ­სნა იგი ცი­ხი­დან და მას­თან ერ­თად სვამ­და ალ­კოჰოლს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, რომ შვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ებ­რძო­და.

BBC-სთან, ნი­კო­ლას ქე­ი­ჯის ად­ვო­კატ­მა, ბრა­ი­ან ვოლფ­მა თქვა, რომ სარ­ჩე­ლი "აბ­სურ­დუ­ლია".

  • "ბა­ტო­ნი ქე­ი­ჯი არა­ნა­ი­რად არ აკონ­ტრო­ლებს უეს­ტო­ნის ქცე­ვას და არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უეს­ტო­ნის სა­ვა­რა­უ­დო თავ­დას­ხმის გამო დე­და­მის­ზე", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჯო­ზეფ ფარ­ზა­მი, ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც ფულ­ტონს წარ­მო­ად­გენს, და­ე­თან­ხმა აზრს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი მათი ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე.

მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ აცხა­დებს, რომ მშო­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყოს ზრდას­რულ შვილ­ზე ამა თუ იმ მენ­ტა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვით, თუ შვილს სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნა არ შე­უძ­ლია.

  • "ეს უნი­კა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა," - გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს, - "უეს­ტონს აქვს ძა­ლა­დო­ბის ის­ტო­რია და მა­მა­მის­მა ის კი არ შე­ა­ჩე­რა, არა­მედ ხელს უწყობ­და. გი­რა­ო­თი გა­მოჰ­ყავ­და ცი­ხი­დან და სი­ტუ­ა­ცია ამით კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა მდგო­მა­რე­ო­ბა", - გან­მარ­თავს ად­ვო­კა­ტი.

ფულ­ტონ­მა, რო­მელ­საც ნი­კო­ლას ქე­იჯ­თან 1988-91 წლებ­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მსა­ხი­ობს 2009 წელს ფი­ნან­სუ­რი და­ვის გამო უჩივ­ლა. მა­შინ ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქე­იჯს მისი $13 მი­ლი­ო­ნი მარ­თებ­და და უარი თქვა და­პი­რე­ბა­ზე, რომ მის­თვის ჰენ­კოკ პარკში, ლოს ან­ჯე­ლე­სის მდიდ­რულ უბან­ში იყიდ­და სახ­ლს. ეს საქ­მე 2011 წელს, გა­უმ­ჟღავ­ნე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით მოგ­ვარ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მანიაკური სიშმაგით, უმიზეზოდ დამესხა თავს" - ნიკოლას ქეიჯის ყოფილი პარტნიორი მსახიობსა და მათ საერთო შვილს უჩივის

"მანიაკური სიშმაგით, უმიზეზოდ დამესხა თავს" - ნიკოლას ქეიჯის ყოფილი პარტნიორი მსახიობსა და მათ საერთო შვილს უჩივის

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ნიკოლას ქეიჯის ყოფილი პარტნიორი ნიკოლასს და მათ საერთო შვილს, უესტონს თავდასხმის გამო უჩივის, რა დროსაც ქალის მტკიცებით, "სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. კრისტინა ფულტონის თქმით, შემთხვევა გასულ წელს მოხდა, როდესაც მამა-შვილი მას თავს დაესხა.

კრისტინა ფულტონი უესტონ ქეიჯს "136-კილოგრამიან პროფესიონალ მებრძოლს" უწოდებს და ამბობს, რომ ის მას თავს მოულოდნელად, უმიზეზოდ დაესხა.

  • სარჩელის თანახმად, 57 წლის ფულტონი შვილს თავდასხმისა და ცემისთვის უჩივის, ხოლო 61 წლის ქეიჯს, დაუდევრობისთვის. ქალის მტკიცებით, მსახიობმა მათი შვილის ძალადობრივი ქცევა ვერ აღკვეთა.

ქალი ანაზღაურებას ითხოვს "კატასტროფული ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ზიანისთვის, რომელიც მან განიცადა უესტონის მხრიდან უმიზეზო თავდასხმის გამო". ნიკოლას ქეიჯთან დაკავშირებული სარჩელი ადვოკატებმა "უსაფუძვლოდ" მიიჩნიეს.

ფულტონი აცხადებს, რომ ის თავის შვილს 2024 წლის 28 აპრილს ესტუმრა, რადგან მისი მეგობრებისგან "გადაუდებელი შეტყობინებები" მიიღო.

მისი თქმით, დანახვისთანავე შვილი მას "მანიაკური სიშმაგით" დაესხა თავს და ავტოსადგომზე, ლიფტში და საცხოვრებლის ფოიეში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. სარჩელში ნათქვამია, რომ ქალს თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი დაჟეჟილობები, კისრისა და ყელის დაზიანებები, კბილების ტრავმა, ტინიტუსი, მუცლის ტრავმა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა დარჩა.

  • ფულტონის მტკიცებით, ნიკოლას ქეიჯმა იცოდა მათი შვილის "მენტალური და ფსიქოლოგიური აშლილობის ხანგრძლივი ისტორიისა" და "ძალადობრივი თავდასხმისა და ცემის" წინა სავარაუდო შემთხვევების შესახებ, მაგრამ ფინანსური დახმარების გაწევით, ასეთი ქცევის ხელშეწყობას განაგრძობდა.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ქეიჯმა შვილისთვის ბინა საკუთარი საცხოვრებლის გვერდით იყიდა, რამდენჯერმე გამოიხსნა იგი ციხიდან და მასთან ერთად სვამდა ალკოჰოლს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ შვილი სავარაუდოდ, სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

BBC-სთან, ნიკოლას ქეიჯის ადვოკატმა, ბრაიან ვოლფმა თქვა, რომ სარჩელი "აბსურდულია".

  • "ბატონი ქეიჯი არანაირად არ აკონტროლებს უესტონის ქცევას და არ არის პასუხისმგებელი უესტონის სავარაუდო თავდასხმის გამო დედამისზე", - ამბობს ადვოკატი.

BBC-სთან ინტერვიუში, ჯოზეფ ფარზამი, ადვოკატი, რომელიც ფულტონს წარმოადგენს, დაეთანხმა აზრს, რომ ადამიანების უმეტესობა არ არის პასუხისმგებელნი მათი ზრდასრული შვილების ქმედებებზე.

მაგრამ მისივე თქმით, კანონი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მშობელი შეიძლება, პასუხისმგებელი იყოს ზრდასრულ შვილზე ამა თუ იმ მენტალური შეზღუდვით, თუ შვილს საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია.

  • "ეს უნიკალური სიტუაციაა," - განუცხადა მან BBC-ს, - "უესტონს აქვს ძალადობის ისტორია და მამამისმა ის კი არ შეაჩერა, არამედ ხელს უწყობდა. გირაოთი გამოჰყავდა ციხიდან და სიტუაცია ამით კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა", - განმართავს ადვოკატი.

ფულტონმა, რომელსაც ნიკოლას ქეიჯთან 1988-91 წლებში ჰქონდა ურთიერთობა, მსახიობს 2009 წელს ფინანსური დავის გამო უჩივლა. მაშინ ქალმა განაცხადა, რომ ქეიჯს მისი $13 მილიონი მართებდა და უარი თქვა დაპირებაზე, რომ მისთვის ჰენკოკ პარკში, ლოს ანჯელესის მდიდრულ უბანში იყიდდა სახლს. ეს საქმე 2011 წელს, გაუმჟღავნებელი პირობებით მოგვარდა.

წყარო