საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები აჭარიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - "ნალექის გამო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა"
ფოტოები აჭარიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - "ნალექის გამო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა"

აჭა­რა­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შიდა სა­სოფ­ლო გზებ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა.

  • რო­გორც აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, თოვ­ლის გამო, მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და.

აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გზე­ბის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ქო­ბუ­ლე­თის, ხელ­ვა­ჩა­უ­რის, ქე­დის, შუ­ა­ხე­ვის და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი თოვ­ლის სა­ფა­რის­გან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გაწ­მენ­დას ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი 40-50 სან­ტი­მეტრს აღ­წევს.

ამ ეტაპ­ზე შე­ზღუ­დუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზებ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­იწ­მინ­დე­ბა.

ხელ­ვა­ჩა­უ­რის და ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გაწ­მენ­და. ხუ­ლო­სა და შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრებ­თან მი­სას­ვლელ გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და გრძელ­დე­ბა მა­ღა­ლი ზო­ნის სოფ­ლებ­ში თოვ­ლის სა­ფა­რის­გან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გაწ­მენ­და. თოვ­ლის წმენ­დის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია დე­პარ­ტა­მენ­ტის კუთ­ვნი­ლი 57 ერ­თე­უ­ლი სპე­ცტექ­ნი­კა”, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ამას­თან, ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უხვი ნა­ლე­ქის გამო გზებ­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ყრი­ან.

"სან­და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და ბა­თუ­მის წყლის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის წმენ­დას თოვ­ლის სა­ფა­რი­სა­გან.

პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ნი­აღ­ვრე და ზღვა­ში გამ­სვლე­ლი არ­ხე­ბის წმენ­და და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის დაყ­რა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა”, - აცხა­დე­ბენ ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში.

ფო­ტო­ე­ბი: აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ფოტოები აჭარიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - "ნალექის გამო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა"

ფოტოები აჭარიდან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - "ნალექის გამო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა"

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტების შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შეიქმნა.

  • როგორც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, საჯარო სკოლებში, თოვლის გამო, მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

"ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.

ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება.

ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა. თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა”, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ უხვი ნალექის გამო გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

"სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ გზის სავალი ნაწილის წმენდას თოვლის საფარისაგან.

პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ფოტოები: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წაიკითხეთ ასევე: