მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკი რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“ - აშშ-ს უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს: რას წერს Reuters
“ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკი რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“ - აშშ-ს უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს: რას წერს Reuters

“დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნას­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბას შე­ეც­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის მიზ­ნით, იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნას­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბას შე­ეც­დე­ბა, ხოლო შე­თან­ხმე­ბის კონ­კრე­ტულ პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნი­ხი­ლავს.

სა­ა­გენ­ტოს წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას დრო დას­ჭირ­დე­ბა.

  • კი­თხვა­ზე, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა აშშ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით მუ­შა­ო­ბას, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­ცე­მას უპა­სუ­ხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კაცი (ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი) რე­ა­ლო­ბა­ში უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ“.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის წი­ნა­და­დე­ბას არ და­თან­ხმდა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აშშ უკ­რა­ი­ნის კრი­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის 50%-ს მი­ი­ღებ­და.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კუ­ლი მხა­რის შე­თა­ვა­ზე­ბა აქ­ცენტს აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­ზე აკე­თებ­და და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. „მე ჩვენს ქვე­ყა­ნას ვერ გავ­ყი­დი“, - აღ­ნიშ­ნა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

“ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკი რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“ - აშშ-ს უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს: რას წერს Reuters

“ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკი რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“ - აშშ-ს უკრაინასთან იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება სურს: რას წერს Reuters

“დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პროცესის დაჩქარების მიზნით, იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, ხოლო შეთანხმების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას მოგვიანებით განიხილავს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, საბოლოო შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება.

  • კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა აშშ შეთანხმების მიღწევის მიზნით მუშაობას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კაცი (ვოლოდიმირ ზელენსკი) რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ის წინადადებას არ დათანხმდა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის კრიტიკული რესურსების 50%-ს მიიღებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარის შეთავაზება აქცენტს აშშ-ის ინტერესებზე აკეთებდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარი არ ყოფილა. „მე ჩვენს ქვეყანას ვერ გავყიდი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.