პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპი ხუმრობდა, "კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ კონკურენცია მექნებოდა"... ამერიკის პრეზიდენტი არ იცვლის შეხედულებებს" - სააკაშვილი
"ტრამპი ხუმრობდა, "კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ კონკურენცია მექნებოდა"... ამერიკის პრეზიდენტი არ იცვლის შეხედულებებს" - სააკაშვილი

დო­ნალდ ტრამ­პი ხუმ­რობ­და, „კარ­გია, რომ სა­ა­კაშ­ვილს არ შე­უძ­ლია კენ­ჭისყრა ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტად, თო­რემ მე კონ­კუ­რენ­ცია შე­მექ­მნე­ბო­და“. რა თქმა უნდა, ეს ხუმ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ამას ამ­ბობ­და დღე­ვან­დე­ლი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ იც­ვლის ხოლ­მე შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ერთი ნა­წი­ლი ცდი­ლობს ამის­თვის ჩემს დას­ჯას იმის­თვის, რა­ზეც მა­ქებ­და დო­ნალდ ტრამ­პი, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ცდი­ლობს ამის მი­ჩუ­მა­თე­ბას. არც ერთი გა­მო­გი­ვათ და არც მე­ო­რე! - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე „ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ის იბ­რძო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე, რად­გან დღეს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი დგას.

„მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი. რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ 9 წელ­ზე, გა­ვიხ­სე­ნოთ დო­ნალდ ტრამ­პი, რას ამ­ბობ­და. დღეს ბევ­რს იხი­ლავთ დო­ნალდ ტრამ­პის გა­მოს­ვლებს და გან­ცხა­დე­ბებს და გა­ვიხ­სე­ნოთ, რას ამ­ბობ­და ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბო­ლოს 2011-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ჩემ­ზე. ის ამ­ბობ­და, „სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ნამ­დვი­ლი ხა­ტე­ბა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის მი­სა­ბა­ძი, სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ნო­მერ პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი კო­რუფ­ცი­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლო არის ნო­მერ პირ­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მა­ტო­რი“. დო­ნალდ ტრამ­პი ხუმ­რობ­და, „კარ­გია, რომ სა­ა­კაშ­ვილს არ შე­უძ­ლია კენ­ჭისყრა ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტად, თო­რემ მე კონ­კუ­რენ­ცია შე­მექ­მნე­ბო­და“. რა თქმა უნდა, ეს ხუმ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ამას ამ­ბობ­და დღე­ვან­დე­ლი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ იც­ვლის ხოლ­მე შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

ერთი ნა­წი­ლი ცდი­ლობს ამის­თვის ჩემს დას­ჯას იმის­თვის, რა­ზეც მა­ქებ­და დო­ნალდ ტრამ­პი, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ცდი­ლობს ამის მი­ჩუ­მა­თე­ბას. არც ერთი გა­მო­გი­ვათ და არც მე­ო­რე! თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ფი­ზი­კუ­რად გა­აგ­რძე­ლოთ ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბა, მაგ­რამ თქვენ ვერ შეძ­ლებთ ჩემი სუ­ლის გა­ტე­ხას. მე ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე, ვიბ­რძო­ლებ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. „ბო­ლომ­დე“ არ არის სწო­რი ტერ­მი­ნი, „ბო­ლომ­დე“ - რის „ბო­ლომ­დე“? - ამ რე­ჟი­მის ბო­ლომ­დე! სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე, დღეს დგას სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი. სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა, ეს უკვე შექ­მნი­ლია. ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მა­გა­რი იდე­ე­ბი აქვთ, ძა­ლი­ან ბევრ მათ­გან­თან ვარ კავ­შირ­ში და კი­დევ უფრო ბევრთან ვცდი­ლობ კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვი­სა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მისი გა­სა­მარ­თლე­ბის­თვის „ვი­თომ სა­სა­მარ­თლო ეწყო­ბა“.

„სა­სა­ცი­ლოა და სა­მარ­ცხვი­ნო, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის­თვის [მა­სა­მარ­თლე­ბენ] იმ ადა­მი­ანს, ვინც შექ­მნა მთე­ლი სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, ვინც შექ­მნა ის, რაც კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა­საც დიდი ურო­თი და ბულ­დო­ზე­რით არი­ან ესე­ნი მიმ­დგა­რი და ან­გრე­ვენ ისე, რო­გორც ახლა გმირ­თა მო­ე­დანს ან­გრე­ვენ და უამ­რა­ვი სხვა რა­ღა­ცა და­ან­გრი­ეს და გა­ა­ნად­გუ­რეს. ეს ხალ­ხი აწყობს ამ ცირკს, ვი­თომ სა­სა­მარ­თლოს, თუ რაზე გა­მა­სა­მარ­თლონ. გა­მა­სა­მარ­თლონ იმი­ტომ, რომ თვითმფრი­ნავ­ში ვი­ყა­ვი „შავ სი­ა­ში“ და თვითმფრი­ნა­ვით ვერ ჩა­მოვფრინ­დე­ბო­დი, სა­ზღვა­რი და­კე­ტი­ლი იყო. უცხო­ეთ­ში გა­მომ­კე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და არ მევ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში, არ მქო­ნო­და კონ­ტაქ­ტი ჩემ ხალ­ხთან და ეს გრძელ­დე­ბო­და მრა­ვა­ლი წელი. მე მა­ინც გავ­ბე­დე, გა­დავ­ლა­ხე, წა­მო­ვე­დი და ჩემი სი­ტყვა შე­ვას­რუ­ლე ჩემ ხალ­ხთან, ამის­თვის აწყობთ ამ კო­მე­დი­ას და ცირკს. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა ბო­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ტრამპი ხუმრობდა, "კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ კონკურენცია მექნებოდა"... ამერიკის პრეზიდენტი არ იცვლის შეხედულებებს" - სააკაშვილი

"ტრამპი ხუმრობდა, "კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ კონკურენცია მექნებოდა"... ამერიკის პრეზიდენტი არ იცვლის შეხედულებებს" - სააკაშვილი

დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა დონალდ ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა

სააკაშვილის თქმით, ის იბრძოლებს საქართველოს გათავისუფლებამდე, რადგან დღეს სწორედ საქართველოს გათავისუფლების საკითხი დგას.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი. როდესაც ვლაპარაკობთ ყველაზე წარმატებულ 9 წელზე, გავიხსენოთ დონალდ ტრამპი, რას ამბობდა. დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებს და განცხადებებს და გავიხსენოთ, რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს 2011-2012 წლებში საქართველოზე და ჩემზე. ის ამბობდა, „სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“. დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.

ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა დონალდ ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხას. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე. „ბოლომდე“ არ არის სწორი ტერმინი, „ბოლომდე“ - რის „ბოლომდე“? - ამ რეჟიმის ბოლომდე! საქართველოს გათავისუფლებამდე, დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი. საქართველოს სჭირდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს უკვე შექმნილია. ძალიან საამაყო ახალგაზრდები არიან, ძალიან მაგარი იდეები აქვთ, ძალიან ბევრ მათგანთან ვარ კავშირში და კიდევ უფრო ბევრთან ვცდილობ კავშირის დამყარებას, მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვისა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, მისი გასამართლებისთვის „ვითომ სასამართლო ეწყობა“.

„სასაცილოა და სამარცხვინო, საქართველოში შემოსვლისთვის [მასამართლებენ] იმ ადამიანს, ვინც შექმნა მთელი სასაზღვრო სამსახური, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ვინც შექმნა ის, რაც კიდევ შემორჩენილია საქართველოში და რასაც დიდი უროთი და ბულდოზერით არიან ესენი მიმდგარი და ანგრევენ ისე, როგორც ახლა გმირთა მოედანს ანგრევენ და უამრავი სხვა რაღაცა დაანგრიეს და გაანადგურეს. ეს ხალხი აწყობს ამ ცირკს, ვითომ სასამართლოს, თუ რაზე გამასამართლონ. გამასამართლონ იმიტომ, რომ თვითმფრინავში ვიყავი „შავ სიაში“ და თვითმფრინავით ვერ ჩამოვფრინდებოდი, საზღვარი დაკეტილი იყო. უცხოეთში გამომკეტეს, რომ საქართველოში არ ვყოფილიყავი და არ მევლო საქართველოს ქუჩებში, არ მქონოდა კონტაქტი ჩემ ხალხთან და ეს გრძელდებოდა მრავალი წელი. მე მაინც გავბედე, გადავლახე, წამოვედი და ჩემი სიტყვა შევასრულე ჩემ ხალხთან, ამისთვის აწყობთ ამ კომედიას და ცირკს. ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა ბოლოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.