სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა... პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე" - ხიდაშელი
"შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა... პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე" - ხიდაშელი

ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან სა­კუ­თა­რი და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე - რო­მელ მა­გი­დას­თან და რა კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით დას­ხდე­ბი­ან, ერ­თად იქ­ნე­ბი­ან თუ არა, - ამის შე­სა­ხებ "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თინა ხი­და­შელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

  • თინა ხი­და­შე­ლის თქმით, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ანა­ლი­ზი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გარ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი უნდა შეს­თა­ვა­ზონ.

„პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იმით გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან და თქვენ­გან, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ - ანა­ლი­ზის და მო­საზ­რე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უნდა სთა­ვა­ზობ­დნენ ხალ­ხს პო­ლი­ტი­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს ყვე­ლა­ფერ­ში და არა მარ­ტო სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, შე­იძ­ლე­ბა ამას არ უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა. იცით რამ დამ­ღა­ლა? დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან სა­კუ­თა­რი და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე, ანუ თვი­თონ რო­გორ და­საქმდნენ - რო­მელ მა­გი­დას­თან და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით დას­ხდე­ბი­ან, ერ­თად იქ­ნე­ბი­ან თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის, მაგ­რამ რი­გით ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც შიმ­ში­ლის, სო­ცი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლო­ბის, უმუ­შევ­რო­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის, გე­ლა­თის ჩა­მონ­გრე­ვის დარ­დე­ბი და წუ­ხი­ლე­ბი აქვს, ამა­ზეც უნდა, რომ რამე მო­ის­მი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას, თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, „პარ­ლა­მენ­ტში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ფეხი არ უნდა და­იდ­გას, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბით მო­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ იქ­ნე­ბა“.

„რუს­თა­ვე­ლის 8 ნო­მერ­ში რა ღო­ნის­ძი­ე­ბაც არ უნდა გა­ი­მარ­თოს, დღეს, ოპო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იმ შე­ნო­ბა­ში არ უნდა შე­ვი­დეს. ეს არის ორ­ჯერ ორი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ჰქვია შეკ­რე­ბას სა­ხე­ლი. პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის მე­თო­დი არ არის ვინ­მეს თა­მაშ­ში შე­ყო­ლა. პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლას აქვს უფრო ეფექ­ტუ­რი და სხვა მე­თო­დე­ბი. რამ­დე­ნად იყე­ნებს ოპო­ზი­ცია სხვა მე­თო­დებს ეს სხვა სა­კი­თხია, მე ვთვლი, რომ არ იყე­ნებს და ცუ­დად იყე­ნებს. ვი­ღა­ცის თა­მაშ­ში შეს­ვლა არ არის პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლა.

პარ­ლა­მენ­ტი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. ჩვენ მას არა­ვინ არ ვა­ღი­ა­რებთ. არა­ვინ დე­და­მი­წის ზურ­გზე, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და სი ძინ პი­ნის გარ­და, ამ პარ­ლა­მენტს არ აღი­ა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, რა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ვლა­პა­რა­კობთ? სა­ერ­თოდ რაზე ვლა­პა­რა­კობთ, მარ­თლა არ მეს­მის.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, იმ შე­ნო­ბა­ში, რუს­თა­ვე­ლის 8 ნო­მერ­ში, არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ფეხი არ უნდა და­იდ­გას, სა­ნამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბით მო­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ იქ­ნე­ბა. მორ­ჩა, წერ­ტი­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ჰქვია იმ ღო­ნის­ძი­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა... პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე" - ხიდაშელი

"შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა... პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე" - ხიდაშელი

ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, პოლიტიკური პარტიები დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე - რომელ მაგიდასთან და რა კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

  • თინა ხიდაშელის თქმით, ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას ანალიზისა და მოსაზრებების გარდა ალტერნატივები უნდა შესთავაზონ.

„პოლიტიკური პარტია იმით განსხვავდება ჩემგან და თქვენგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ანალიზის და მოსაზრებების შეთავაზების პარალელურად, უნდა სთავაზობდნენ ხალხს პოლიტიკის ალტერნატივებს ყველაფერში და არა მარტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. იცით რამ დამღალა? დილიდან საღამომდე გველაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე, ანუ თვითონ როგორ დასაქმდნენ - რომელ მაგიდასთან და კონფიგურაციით დასხდებიან, ერთად იქნებიან თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ რიგით ამომრჩეველს, რომელსაც შიმშილის, სოციალური დაუცველობის, უმუშევრობის, კულტურული ღირებულებების გაუფასურების, გელათის ჩამონგრევის დარდები და წუხილები აქვს, ამაზეც უნდა, რომ რამე მოისმინოს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას, თინა ხიდაშელის განცხადებით, „პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფეხი არ უნდა დაიდგას, სანამ ახალი არჩევნებით მოსული პარლამენტი არ იქნება“.

„რუსთაველის 8 ნომერში რა ღონისძიებაც არ უნდა გაიმართოს, დღეს, ოპოზიციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსი იმ შენობაში არ უნდა შევიდეს. ეს არის ორჯერ ორი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია შეკრებას სახელი. პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდი არ არის ვინმეს თამაშში შეყოლა. პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლას აქვს უფრო ეფექტური და სხვა მეთოდები. რამდენად იყენებს ოპოზიცია სხვა მეთოდებს ეს სხვა საკითხია, მე ვთვლი, რომ არ იყენებს და ცუდად იყენებს. ვიღაცის თამაშში შესვლა არ არის პოლიტიკურ პროპაგანდასთან ბრძოლა.

პარლამენტი არის არალეგიტიმური. ჩვენ მას არავინ არ ვაღიარებთ. არავინ დედამიწის ზურგზე, ჩრდილოეთ კორეის და სი ძინ პინის გარდა, ამ პარლამენტს არ აღიარებს. შესაბამისად, რა კომისიის სხდომაზე ვლაპარაკობთ? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, მართლა არ მესმის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ შენობაში, რუსთაველის 8 ნომერში, არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ფეხი არ უნდა დაიდგას, სანამ ახალი არჩევნებით მოსული პარლამენტი არ იქნება. მორჩა, წერტილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია იმ ღონისძიებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.