პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი დაასახელეს - "რისკის ქვეშ არის ორი უდიდესი ქვეყნის რეგიონები"
მეცნიერებმა გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი დაასახელეს - "რისკის ქვეშ არის ორი უდიდესი ქვეყნის რეგიონები"

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, დე­და­მი­წას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, ას­ტე­რო­ი­დი სა­ხე­ლად 2024 YR4 და­ე­ჯა­ხოს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზით, ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წის­კენ სვლას 2028 წლის ბო­ლოს და­ი­წყებს. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ორ­ბი­ტის გა­მოთ­ვლა და შე­საძ­ლო ტრა­ექ­ტო­რი­ის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შეძ­ლეს.

  • მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ას­ტე­რო­ი­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვიწ­რო ზოლ­ში მოხ­ვდე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ჭი­მუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან წყნა­რი ოკე­ა­ნის გავ­ლით აზი­ამ­დე.

  • შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ეს გზა ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ზე, მათ შო­რის ჩე­ნაი (ინ­დო­ე­თი) და კუნ­ძუ­ლი ჰა­ი­ნა­ნი (ჩი­ნე­თი). მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 2032 წლის 22 დე­კემ­ბე­რია.

ას­ტრო­ნო­მე­ბი თვლი­ან, რომ ას­ტე­რო­ი­დი და­ახ­ლო­ე­ბით 40-დან 100 მეტ­რის სი­გა­ნი­საა. კოს­მო­სის მკვლე­ვა­რი ბილ ჰარ­ვუ­დი ამ­ბობს, რომ თუკი ის დე­და­მი­წის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას და­ე­ცე­მა, ეს ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

აფეთ­ქე­ბი­სას ის 8-დან 15 მეგა ტო­ნამ­დე ტრო­ტილს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც 500-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰი­რო­სი­მა­ში ჩა­მოგ­დე­ბულ ატო­მურ ბომბს, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, დარ­ტყმა შე­საძ­ლოა ტუნ­გუს­კას ას­ტე­რო­ი­დის მსგავ­სი იყოს, რო­მე­ლიც 1908 წელს ციმ­ბი­რის ტყე­ში ჩა­მო­ვარ­და - ტალ­ღამ 2000 ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მეცნიერებმა გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი დაასახელეს - "რისკის ქვეშ არის ორი უდიდესი ქვეყნის რეგიონები"

მეცნიერებმა გიგანტური ასტეროიდის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი დაასახელეს - "რისკის ქვეშ არის ორი უდიდესი ქვეყნის რეგიონები"

მეცნიერების თქმით, დედამიწას უახლოეს მომავალში შესაძლოა, ასტეროიდი სახელად 2024 YR4 დაეჯახოს. ამჟამინდელი პროგნოზით, ასტეროიდი დედამიწისკენ სვლას 2028 წლის ბოლოს დაიწყებს. მეცნიერებმა მისი ორბიტის გამოთვლა და შესაძლო ტრაექტორიის პროგნოზირება შეძლეს.

  • მეცნიერების თქმით, ასტეროიდი, სავარაუდოდ, ვიწრო ზოლში მოხვდება, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკიდან წყნარი ოკეანის გავლით აზიამდე.

  • შემაშფოთებელია, რომ ეს გზა ვრცელდება რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე, მათ შორის ჩენაი (ინდოეთი) და კუნძული ჰაინანი (ჩინეთი). მკვლევრები ამბობენ, რომ დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღი 2032 წლის 22 დეკემბერია.

ასტრონომები თვლიან, რომ ასტეროიდი დაახლოებით 40-დან 100 მეტრის სიგანისაა. კოსმოსის მკვლევარი ბილ ჰარვუდი ამბობს, რომ თუკი ის დედამიწის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას დაეცემა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.

აფეთქებისას ის 8-დან 15 მეგა ტონამდე ტროტილს გამოიმუშავებს, რაც 500-ჯერ აღემატება ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, რომელსაც დაახლოებით 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეცნიერთა ვარაუდით, დარტყმა შესაძლოა ტუნგუსკას ასტეროიდის მსგავსი იყოს, რომელიც 1908 წელს ციმბირის ტყეში ჩამოვარდა - ტალღამ 2000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

წყარო