სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - “საქსტატი“ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს
საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - “საქსტატი“ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

2024 წლის IV კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 1.1 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 14.2 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

საქსტა­ტის ცნო­ბით, 2024 წლის IV კვარ­ტალ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით და­ქი­რა­ვე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 20.1 ათა­სი კა­ცით (2.1%) და 978.5 ათასს მი­აღ­წია, ხოლო თვით­და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბა 19.7 ათა­სით გა­ი­ზარ­და (4.8%) და 433.5 ათა­სი შე­ად­გი­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და 14.7 ათა­სით (5.9%) და 233.9 ათა­სი შე­ად­გი­ნა.

“2024 წლის IV კვარ­ტალ­ში სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე (სა­მუ­შაო ძა­ლის წილი 15 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში) წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 0.6 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით გა­ი­ზარ­და და 54.9 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა, ხოლო და­საქ­მე­ბის დონე გა­ი­ზარ­და 1.1 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 47.1 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში გაზ­რდი­ლია 0.2 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში – 1.2 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით. და­საქ­მე­ბის დონე ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში გაზ­რდი­ლია 1.0 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში – 1.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და შე­სა­ბა­მი­სად 48.5 პრო­ცენტს და 45.2 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

2024 წლის IV კვარ­ტალ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით და­ქი­რა­ვე­ბულ­თა წილი და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში 0.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 69.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

2024 წლის IV კვარ­ტალ­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, უმუ­შევ­რო­ბის დონე სა­ქა­ლა­ქო ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია 1.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში – 0.6 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით. უმუ­შევ­რო­ბის დონე ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ღა­ლია კა­ცებ­ში, ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით. 2024 წლის

IV კვარ­ტალ­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლებ­ში, ხოლო კა­ცებ­ში - 0.1 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და შე­სა­ბა­მი­სად 11.1 პრო­ცენტს და 16.7 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია კა­ცებ­ში. 2024 წლის IV კვარ­ტალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლებ­ში 45.1 პრო­ცენტს, ხოლო კა­ცებ­ში 66.3 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და. წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე ქა­ლებ­ში გაზ­რდი­ლია 0.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო კა­ცებ­ში - 0.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით.

2024 წლის IV კვარ­ტალ­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­საქ­მე­ბის დონე გაზ­რდი­ლია ქა­ლებ­ში 1.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო კა­ცებ­ში - 0.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - “საქსტატი“ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - “საქსტატი“ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.

“2024 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5 პროცენტს და 45.2 პროცენტს შეადგენს.

2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა.

2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის

IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.1 პროცენტს და 16.7 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.4 პროცენტული პუნქტით.

2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.4 პროცენტული პუნქტით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.