პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა პარტნიორმა გამომიყო დაფინანსება... შემდეგ მივედი ივანიშვილთან..." - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყების წინ?
"ჩემმა პარტნიორმა გამომიყო დაფინანსება... შემდეგ მივედი ივანიშვილთან..." - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყების წინ?

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში და­ნიშ­ნუ­ლი ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო, რა­საც დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წა­რად­გენს.

რო­გორც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, დღეს დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხე­ბი­ან, ასე­ვე და­ი­წყე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. მი­სი­ვე თქმით, დღეს და­ი­კი­თხე­ბა ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც სეს­ხი გა­მო­ყო მისი კა­პი­ტა­ლის შევ­სე­ბის ნა­წილ­ში.

"დღე­ი­დან ვი­წყებთ უკვე ჩვე­ნი, დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვას, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას. დღეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მოწ­მე ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ მას ჰქონ­და ჩემ­თან ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბა და მზად იყო სეს­ხი გა­მო­ე­ყო ამ პრო­ექ­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. მან მცი­რე სეს­ხი გა­მო­ყო ჩემი კა­პი­ტა­ლის შევ­სე­ბის ნა­წილ­ში. სა­ნამ ივა­ნიშ­ვილ­თან მი­ვი­დო­დი, მო­ვი­ძიე გა­რე­დან სხვა და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი, მათ შო­რის მივ­მარ­თე ერთ-ერთ ჩემს მე­გო­ბარს და პარტნი­ორს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, მან გა­მო­მი­ყო და­ფი­ნან­სე­ბა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით, შემ­დეგ მი­ვე­დი ივა­ნიშ­ვილ­თან, ბან­კის პი­რო­ბე­ბი უკე­თე­სი აღ­მოჩ­ნდა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი და ამ და­ფი­ნან­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი წა­მო­ვი­ღე "ქარ­თუ ბან­კი­დან“, ხოლო მცი­რე ნა­წი­ლი, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბით მა­ინც ვი­სეს­ხე და წა­მო­ვი­ღე ჩემი პარტნი­ო­რის­გან. ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ "ქარ­თუ ბან­კი­დან“ სეს­ხის გზით წა­ვე­დი, თუმ­ცა პი­რა­დად ამის შემ­სწრე არ ყო­ფი­ლა.

ჩემი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი და გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა. დას­კვნა უკვე ჩა­მო­ვი­და, დღეს წარ­ვუდ­გენთ სა­სა­მარ­თლოს. სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებ ამ დას­კვნის შე­დე­გებ­ზე“,- აღ­ნიშ­ნა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემმა პარტნიორმა გამომიყო დაფინანსება... შემდეგ მივედი ივანიშვილთან..." - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყების წინ?

"ჩემმა პარტნიორმა გამომიყო დაფინანსება... შემდეგ მივედი ივანიშვილთან..." - რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყების წინ?

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გერმანიაში დანიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღო, რასაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარადგენს.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, ასევე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. მისივე თქმით, დღეს დაიკითხება ლატვიის მოქალაქე, რომელმაც სესხი გამოყო მისი კაპიტალის შევსების ნაწილში.

"დღეიდან ვიწყებთ უკვე ჩვენი, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს ჩვენი პირველი მოწმე ლატვიის მოქალაქე იქნება, რომელიც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ჩემთან ბიზნეს ურთიერთობა და მზად იყო სესხი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად. მან მცირე სესხი გამოყო ჩემი კაპიტალის შევსების ნაწილში. სანამ ივანიშვილთან მივიდოდი, მოვიძიე გარედან სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის მივმართე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს და პარტნიორს დაფინანსებაზე, მან გამომიყო დაფინანსება გარკვეული პირობებით, შემდეგ მივედი ივანიშვილთან, ბანკის პირობები უკეთესი აღმოჩნდა საპროცენტო განაკვეთი და ამ დაფინანსების დიდი ნაწილი წამოვიღე "ქართუ ბანკიდან“, ხოლო მცირე ნაწილი, ნახევარი მილიონის ოდენობით მაინც ვისესხე და წამოვიღე ჩემი პარტნიორისგან. ის ინფორმირებული იყო, რომ "ქართუ ბანკიდან“ სესხის გზით წავედი, თუმცა პირადად ამის შემსწრე არ ყოფილა.

ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიო ჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა. დასკვნა უკვე ჩამოვიდა, დღეს წარვუდგენთ სასამართლოს. სასამართლოს სხდომის შემდეგ ვისაუბრებ ამ დასკვნის შედეგებზე“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.