მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგები და სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა: მედია კულუარულ დეტალებზე წერს
რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგები და სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

ერ-რი­ად­ში, აშშ-სა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა. ეს ის თე­მაა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა, რად­გან ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და მის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბევ­რი რამ, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში ომის სა­კი­თხი.

  • უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, ეს იყო პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

მო­ლა­პა­რა­კე­ბის ეს რა­უნ­დი შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ რო­გორც სა­ფუძ­ვლის მომ­ზა­დე­ბა შემ­დეგ­ში უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის.

  • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ უნდა შე­ის­წავ­ლონ ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს რუ­სეთ­თან პარტნი­ო­რო­ბის­თვის.

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­ი­ცავს შე­სა­ბა­მის სა­ელ­ჩო­ებ­ში პერ­სო­ნა­ლის გაზ­რდას, ეკო­ნო­მი­კურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზე­ბის მო­ძი­ე­ბას, მათ შო­რის, პო­ტენ­ცი­ურ ენერ­გე­ტი­კულ პრო­ექ­ტებს არ­ქტი­კა­ში და უმაღ­ლე­სი გუნ­დე­ბის შექ­მნას სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თეთ­რი სახ­ლი და კრემ­ლი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ შეხ­ვედ­რამ ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი და ასე­ვე უკ­რა­ი­ნა კრი­ტი­კუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი, რად­გან ისი­ნი დი­ა­ლო­გის ოთა­ხის კარს მიღ­მა და­ტო­ვეს.

  • "იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რო­მელ­თა და­ყე­ნე­ბაც გვინ­დო­და“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მთა­ვარ­მა თა­ნა­შემ­წემ, იური უშა­კოვ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. უშა­კო­ვის თქმით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე და რომ მოს­კო­ვი8 და ვა­შინგტო­ნი იმუ­შა­ვე­ბენ ლი­დე­რებს შო­რის შეხ­ვედ­რის მო­წყო­ბა­ზე.

რო­გორც Politico წერს, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მო­მა­ვალ კვი­რა­ში პუ­ტი­ნი­სა და ტრამ­პის უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რა ვი­ხი­ლოთ, რად­გან უშა­კო­ვის თქმით, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა "ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა“.

  • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში შეხ­ვედ­რას უწო­დეს "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი", რად­გან ლავ­რო­ვი და რუ­ბიო შე­თან­ხმდნენ, რომ შექ­მნან მა­ღა­ლი დო­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, შე­დეგს მო­ი­ტანს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­სას­რუ­ლებ­ლად.

"შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სურს, შე­ა­ჩე­როს მკვლე­ლო­ბე­ბი და იყე­ნებს თა­ვის ძა­ლას მსოფ­ლი­ო­ში ქვეყ­ნე­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტემი ბრი­უს­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ.

გარ­და ამი­სა, ვა­შინგტო­ნი და მოს­კო­ვი შე­თან­ხმდნენ შექ­მნან სა­კონ­სულ­ტა­ციო მე­ქა­ნიზ­მი ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში "გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის“ აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

თუმ­ცა რო­გორც Politico წერს, ეს ასე მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, რად­გან რე­ა­ლო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ის ფაქ­ტი, რომ აშშ-ის მიერ არა­ერ­თი რუსი პო­ლი­ტი­კო­სი თუ ბიზ­ნეს­მე­ნია და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი, ამ დრო­ის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თვის ხე­ლის შემ­შლელ ფაქ­ტო­რად მო­ჩანს.

თეთ­რი სახ­ლი და კრემ­ლი ირ­წმუ­ნე­ბი­ან რომ შეხ­ვედ­რამ ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა. ამავდრო­უ­ლად ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი და ასე­ვე უკ­რა­ი­ნა კრი­ტი­კუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი რად­გან ისი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ოთა­ხის გა­რეთ და­ტო­ვეს.

  • გარ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, ვრცელ­დე­ბა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც იმის შე­სა­ხებ, თუ რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს მხა­რე­ებ­მა ერ-რი­ად­ში.

3-ეტა­პი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა

სა­უ­დის არა­ბეთ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უცხო­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­როს თქმით, აშშ და რუ­სე­თი სა­მე­ტა­პი­ან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბენ, გეგ­მა­ში შე­დის ცე­ცხლის შე­წყვე­ტა, უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და შემ­დეგ სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა. ამის შე­სა­ხებ FoxNews-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ჟაკ ჰე­ინ­რი­ხი დიპ­ლო­მა­ტი­ურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

  • მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე წყა­რო FOX-სთან ამ­ბობს, რომ აშშ და რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ პი­რო­ბად. რო­გორც ჟაკ ჰენ­რი­ხი წერს, ეს სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სა­კა­მა­თო, რად­გან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ერი­დე­ბი­ან რო­მე­ლი­მე პრო­რუ­სი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას.

აშშ-ის წყა­რო, რო­მე­ლიც იც­ნობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლებს ამ­ბობს რომ არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს შემ­დგო­მი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხი, მაგ­რამ არა დღეს.

Fox-ის კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვა­ლი უცხო­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­რო მათ ეუბ­ნე­ბა, რომ "პუ­ტინს მოს­წონს მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის ალ­ბა­თო­ბა და ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა უფრო მოქ­ნი­ლი და მზად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და დათ­მო­ბე­ბის­თვის. თა­ვის მხრივ, ტრამ­პი მზა­დაა მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გი, მათ შო­რის პრო­რუ­სი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც".

გარ­და ამი­სა, წყა­რო ამ­ბობს, რომ ტრამ­პი და პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის შან­სე­ბი და­ბა­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგები და სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგები და სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა - რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

ერ-რიადში, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ეს ის თემაა, რომელსაც მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება, რადგან ამ მოლაპარაკებებზე და მის შემდგომ განვითარებაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის, უკრაინაში ომის საკითხი.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს იყო პირველი უმაღლესი დონის დიპლომატიური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის.

მოლაპარაკების ეს რაუნდი შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც საფუძვლის მომზადება შემდეგში უფრო ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ უნდა შეისწავლონ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს რუსეთთან პარტნიორობისთვის.

როგორც ოფიციალური განცხადებებით ირკვევა, ჯერჯერობით, ეს შესაძლებლობები მოიცავს შესაბამის საელჩოებში პერსონალის გაზრდას, ეკონომიკურ ინვესტიციებზე თანამშრომლობის გზების მოძიებას, მათ შორის, პოტენციურ ენერგეტიკულ პროექტებს არქტიკაში და უმაღლესი გუნდების შექმნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკრაინასთან დაკავშირებით.

თეთრი სახლი და კრემლი ირწმუნებიან, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, პარალელურად კი ევროპელი ლიდერები და ასევე უკრაინა კრიტიკულად არიან განწყობილები, რადგან ისინი დიალოგის ოთახის კარს მიღმა დატოვეს.

  • "იყო ძალიან სერიოზული საუბარი ყველა იმ საკითხზე, რომელთა დაყენებაც გვინდოდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინის მთავარმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. უშაკოვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და რომ მოსკოვი8 და ვაშინგტონი იმუშავებენ ლიდერებს შორის შეხვედრის მოწყობაზე.

როგორც Politico წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ კვირაში პუტინისა და ტრამპის უშუალო შეხვედრა ვიხილოთ, რადგან უშაკოვის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა "ინტენსიური მუშაობა“.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრას უწოდეს "მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი", რადგან ლავროვი და რუბიო შეთანხმდნენ, რომ შექმნან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის საფუძველი, რომელიც თავის მხრივ, შედეგს მოიტანს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

"შეერთებულ შტატებს სურს, შეაჩეროს მკვლელობები და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების დასაკავშირებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა მოლაპარაკებების შემდეგ.

გარდა ამისა, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ შექმნან საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში "გამაღიზიანებლების“ აღმოსაფხვრელად.

თუმცა როგორც Politico წერს, ეს ასე მარტივი არ იქნება, რადგან რეალობა საკმაოდ რთულია. მაგალითად, ის ფაქტი, რომ აშშ-ის მიერ არაერთი რუსი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენია დასანქცირებული, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამ დროისთვის მოლაპარაკებების წარმატებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად მოჩანს.

თეთრი სახლი და კრემლი ირწმუნებიან რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ამავდროულად ევროპელი ლიდერები და ასევე უკრაინა კრიტიკულად არიან განწყობილები რადგან ისინი მოლაპარაკებების ოთახის გარეთ დატოვეს.

  • გარდა ოფიციალური განცხადებებისა, ვრცელდება კულუარული ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა ერ-რიადში.

3-ეტაპიანი სამშვიდობო გეგმა

საუდის არაბეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებული მრავალი უცხოური დიპლომატიური წყაროს თქმით, აშშ და რუსეთი სამეტაპიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ, გეგმაში შედის ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში არჩევნების ჩატარება და შემდეგ საბოლოო შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შესახებ FoxNews-ის კორესპონდენტი ჟაკ ჰეინრიხი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

  • მისი ინფორმაციით, რამდენიმე წყარო FOX-სთან ამბობს, რომ აშშ და რუსეთი უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ პროცესის წარმატების მთავარ პირობად. როგორც ჟაკ ჰენრიხი წერს, ეს საკითხი აუცილებლად იქნება საკამათო, რადგან უკრაინელები ერიდებიან რომელიმე პრორუსი მარიონეტული პოლიტიკოსის გაპრეზიდენტების პერსპექტივას.

აშშ-ის წყარო, რომელიც იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს ამბობს რომ არჩევნების საკითხი შეიძლება გახდეს შემდგომი მოლაპარაკებების საკითხი, მაგრამ არა დღეს.

Fox-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, მრავალი უცხოური დიპლომატიური წყარო მათ ეუბნება, რომ "პუტინს მოსწონს მარიონეტული პრეზიდენტის არჩევის ალბათობა და ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის გარდა, ნებისმიერი კანდიდატი იქნება უფრო მოქნილი და მზად მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის. თავის მხრივ, ტრამპი მზადაა მიიღოს არჩევნების ნებისმიერი შედეგი, მათ შორის პრორუსი პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობაც".

გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ ტრამპი და პუტინი მიიჩნევენ, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ხელახლა არჩევის შანსები დაბალია.

იხილეთ ასევე: