სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი რეალური სამშვიდობო შეთანხმებით არ არის დაინტერესებული" - რას აჩვენებს დასავლური დაზვერვის მონაცემები?
"პუტინი რეალური სამშვიდობო შეთანხმებით არ არის დაინტერესებული" - რას აჩვენებს დასავლური დაზვერვის მონაცემები?

იმის ფონ­ზე, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო რუს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, აშშ-სა და მისი მჭიდ­რო მო­კავ­ში­რე­ე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მირ პუ­ტინს კვლავ მთე­ლი უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლი სურს. ამას და­სავ­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ოთხი და აშშ-ს კონ­გრე­სის ორი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი აცხა­დებს.

"ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ პუ­ტი­ნი ამ­ჟა­მად რე­ა­ლუ­რი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კონ­გრე­სის ერთ-ერ­თმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა.

სამ­შა­ბათს, პუ­ტინ­მა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ომის დას­რუ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. თუმ­ცა, ექ­ვსი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის თქმით, რო­გორც არ­სე­ბუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, პუ­ტინს კვლავ სჯე­რა, რომ შე­უძ­ლია, უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პის გა­დაღ­ლას და­ე­ლო­დოს, რათა სა­ბო­ლო­ოდ მთე­ლი უკ­რა­ი­ნის კონ­ტროლს მი­აღ­წი­ოს.

"მას ჰგო­ნია, რომ იგებს", - გა­ნა­ცხა­და და­სავ­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ერთ-ერ­თმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა და და­ა­მა­ტა, რომ ბრძო­ლის ველ­ზე რუ­სე­თის და­ნა­კარ­გე­ბი პუ­ტი­ნის­თვის ბრძო­ლის შე­წყვე­ტის ბიძგს არ წარ­მო­ად­გენს.

სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად ყვე­ლა პირ­მა ანო­ნი­მუ­რო­ბის პი­რო­ბით ისა­უბ­რა.

ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს პრესმდი­ვან­მა, ბრა­ი­ან ჰი­უს­მა ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი­სას გა­ნა­ცხა­და:

"პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ლი­დე­რო­ბამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შექ­მნა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მან ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მხო­ლოდ ოთხი კვი­რის ყოფ­ნის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ნაგ­რძობს ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წამ­წე­ვი და ამ კონ­ფლიქ­ტის სა­მუ­და­მო გა­და­წყვე­ტის­კენ მი­მარ­თუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მცდე­ლო­ბას".

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინ­მა მას გა­სულ ოთხშა­ბათს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას უთხრა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბა სურს და ტრამპმა ეს კვი­რას, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ი­მე­ო­რა.

"მე მგო­ნია, რომ მას ბრძო­ლის შე­წყვე­ტა უნდა", - თქვა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა. კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ პუ­ტინს მთე­ლი უკ­რა­ი­ნა სურს, ტრამპმა უპა­სუ­ხა: "არა, მე ვფიქ­რობ, რომ მას ამის შე­წყვე­ტა სურს. ეს იყო ჩემი კი­თხვა მის­და­მი, რად­გან თუ ის გა­აგ­რძე­ლებ­და, ეს ჩვენ­თვის დიდი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და, ჩემ­თვის დიდ პრობ­ლე­მას შექ­მნი­და, რად­გან, უბ­რა­ლოდ, ვერ და­ვუშ­ვებ ამის მოხ­დე­ნას. მე მგო­ნია, რომ მას დას­რუ­ლე­ბა სურს. თა­ნაც, მათ ამის სწრა­ფად შე­წყვე­ტა სურთ".

ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­მაც მას უთხრა, რომ მას ომის და­სას­რუ­ლებ­ლად სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა უნდა.

პუ­ტინ­თან და ზე­ლენ­სკის­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბით, ტრამპმა, რო­მელ­მაც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გას­ცა პი­რო­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პირ­ვე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლებ­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი ომის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­ი­წყო. ეს ძა­ლის­ხმე­ვა და­ემ­თხვა მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლებ­ლის, მარკ ფო­გე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ტრამ­პის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, სტივ ვიტ­კო­ფი, ფო­გე­ლის წა­მო­საყ­ვა­ნად მოს­კოვ­ში თა­ვი­სი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და, ტრამპმა კი ჟურ­ნა­ლის­ტებს კვი­რას გა­ნუ­ცხა­და, რომ ვიტ­კო­ფი იქ ყოფ­ნი­სას, ის პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამ შეხ­ვედ­რის და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი არ გა­უ­ზი­ა­რე­ბია.

ვიტ­კო­ფი ახლა იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გუნ­დის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ტრამპმა გა­სულ კვი­რას გა­მო­ა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს­თან, CIA-ს დი­რექ­ტორ ჯონ რატკლიფ­თან და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ მა­იკლ უოლცთან ერ­თად. რუ­ბიო, ვიტ­კო­ფი და უოლ­ცი სამ­შა­ბათს რუ­სულ მხა­რეს ერ-რი­ად­ში შეხ­ვდნენ.

სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ექ­ვსმა ამე­რი­კელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ მათი აზ­რით, "პუ­ტი­ნი შე­იძ­ლე­ბა, ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და უფრო ფარ­თო სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და­თან­ხმდეს, რად­გან ეს მას სამ­ხედ­რო გა­დაჯ­გუ­ფე­ბი­სა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის დროს მის­ცემს".

მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ აშშ-სა და და­სავ­ლე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის არ­სე­ბობს სკეპ­ტი­ციზ­მი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პუ­ტი­ნი სა­ბო­ლო­ოდ კომ­პრო­მის­ზე წავა და რე­ა­ლურ, გრძელ­ვა­დი­ან სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას და­თან­ხმდე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მო­ლო­დი­ნი, რომ ის შე­იძ­ლე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში იმის სა­ნა­ხა­ვად ჩა­ერ­თოს, თუ რა დათ­მო­ბებს მი­ი­ღებს, და ასე­ვე, სცა­დოს მსოფ­ლიო არე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც ის უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­დან სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ­წი­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყო.

დაზ­ვერ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნი­დან თა­ვი­სი ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ან და­სავ­ლეთ რუ­სე­თი­დან რა­ი­მე ფორ­მი­რე­ბე­ბის თუ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის უკან გა­მო­ტა­ნას არ გეგ­მავს.

მათ ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ, რომ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის რე­ა­ლის­ტურ შე­დე­გად აშშ უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბას არ გა­ნი­ხი­ლავს, პუ­ტი­ნი თავს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად გრძნობს.

"მისი მიზ­ნე­ბი კვლავ მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­სავ­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა.

აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით­ვე, აშშ-ს სა­დაზ­ვერ­ვო შე­ფა­სე­ბე­ბი პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია, მაგ­რამ აშშ-ს დაზ­ვერ­ვა და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია დიდი ხა­ნია, თან­მიმ­დევ­რუ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნის მი­მართ ფარ­თო ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა კონ­გრე­სი­დან და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თმა ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუ­ტი­ნის ეს პო­ზი­ცია ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­სას­რულს უც­ვლე­ლი რჩე­ბო­და და არც ტრამ­პის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვლი­ლა.

რო­გორც აშშ-ს მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან გა­მო­რი­ცხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო და იმის ფონ­ზეა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, რომ რუ­სე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი მო­თხოვ­ნე­ბით, კომ­პრო­მი­სის სურ­ვი­ლის გა­რე­შე დაჯ­დე­ბა.

NBC News-ის Meet the Press-ის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ეთერ­ში კვი­რას გა­ვი­და, ზე­ლენ­სკიმ კრის­ტენ უელ­კერს უთხრა: "არას­დროს არ მი­ვი­ღებ უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის მიღ­წე­ულ არა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბას. ეს არის ომი უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პუტინი რეალური სამშვიდობო შეთანხმებით არ არის დაინტერესებული" - რას აჩვენებს დასავლური დაზვერვის მონაცემები?

"პუტინი რეალური სამშვიდობო შეთანხმებით არ არის დაინტერესებული" - რას აჩვენებს დასავლური დაზვერვის მონაცემები?

იმის ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო რუს ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, აშშ-სა და მისი მჭიდრო მოკავშირეების სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კვლავ მთელი უკრაინის კონტროლი სურს. ამას დასავლური დაზვერვის ოთხი და აშშ-ს კონგრესის ორი თანამდებობის პირი აცხადებს.

"ჩვენ არ გვაქვს არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი ამჟამად რეალური სამშვიდობო შეთანხმებით არის დაინტერესებული", - განაცხადა კონგრესის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სამშაბათს, პუტინმა წარმომადგენლები გაგზავნა საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად. თუმცა, ექვსი თანამდებობის პირის თქმით, როგორც არსებული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, პუტინს კვლავ სჯერა, რომ შეუძლია, უკრაინისა და ევროპის გადაღლას დაელოდოს, რათა საბოლოოდ მთელი უკრაინის კონტროლს მიაღწიოს.

"მას ჰგონია, რომ იგებს", - განაცხადა დასავლური დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დანაკარგები პუტინისთვის ბრძოლის შეწყვეტის ბიძგს არ წარმოადგენს.

სადაზვერვო ინფორმაციის განსახილველად ყველა პირმა ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა, ბრაიან ჰიუსმა ამ საკითხზე კომენტარისას განაცხადა:

"პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ წლების განმავლობაში პირველად შექმნა მოლაპარაკებების შესაძლებლობა და მან ეს თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი კვირის ყოფნის შემდეგ გააკეთა. ტრამპის ადმინისტრაცია განაგრძობს ამერიკული ინტერესების წინ წამწევი და ამ კონფლიქტის სამუდამო გადაწყვეტისკენ მიმართული შეთანხმების მიღწევის მცდელობას".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა მას გასულ ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს და ტრამპმა ეს კვირას, ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა.

"მე მგონია, რომ მას ბრძოლის შეწყვეტა უნდა", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურს, ტრამპმა უპასუხა: "არა, მე ვფიქრობ, რომ მას ამის შეწყვეტა სურს. ეს იყო ჩემი კითხვა მისდამი, რადგან თუ ის გააგრძელებდა, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნებოდა, ჩემთვის დიდ პრობლემას შექმნიდა, რადგან, უბრალოდ, ვერ დავუშვებ ამის მოხდენას. მე მგონია, რომ მას დასრულება სურს. თანაც, მათ ამის სწრაფად შეწყვეტა სურთ".

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მას უთხრა, რომ მას ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უნდა.

პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებით, ტრამპმა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს გასცა პირობა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას თანამდებობაზე ყოფნის პირველი 24 საათის განმავლობაში შეძლებდა, მოლაპარაკებების პროცესი ომის შესაჩერებლად დაიწყო. ეს ძალისხმევა დაემთხვა მისი ადმინისტრაციის მიერ რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლებას.

ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, ფოგელის წამოსაყვანად მოსკოვში თავისი კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, ტრამპმა კი ჟურნალისტებს კვირას განუცხადა, რომ ვიტკოფი იქ ყოფნისას, ის პუტინთან შეხვედრაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ადმინისტრაციას ამ შეხვედრის დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია.

ვიტკოფი ახლა იმ მოლაპარაკებების გუნდის ნაწილია, რომელიც ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადა, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, CIA-ს დირექტორ ჯონ რატკლიფთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცთან ერთად. რუბიო, ვიტკოფი და უოლცი სამშაბათს რუსულ მხარეს ერ-რიადში შეხვდნენ.

სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა ექვსმა ამერიკელმა ოფიციალურმა კი განაცხადა, რომ მათი აზრით, "პუტინი შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტას და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს, რადგან ეს მას სამხედრო გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის დროს მისცემს".

მათ განაცხადეს, რომ აშშ-სა და დასავლეთის ოფიციალურ პირებს შორის არსებობს სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ პუტინი საბოლოოდ კომპრომისზე წავა და რეალურ, გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდება. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის შეიძლება, მოლაპარაკებების პროცესში იმის სანახავად ჩაერთოს, თუ რა დათმობებს მიიღებს, და ასევე, სცადოს მსოფლიო არენაზე დაბრუნება, სადაც ის უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის განმავლობაში დიდწილად იზოლირებული იყო.

დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი უკრაინიდან თავისი ჯარების გამოყვანას ან დასავლეთ რუსეთიდან რაიმე ფორმირებების თუ აღჭურვილობის უკან გამოტანას არ გეგმავს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეთანხმების მიღწევის რეალისტურ შედეგად აშშ უკრაინის ნატოში გაწევრებას არ განიხილავს, პუტინი თავს გაძლიერებულად გრძნობს.

"მისი მიზნები კვლავ მაქსიმალისტური რჩება", - განაცხადა დასავლური დაზვერვის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა.

აშშ-ს ოფიციალურმა პირების განცხადებითვე, აშშ-ს სადაზვერვო შეფასებები პუტინის პოზიციის შესახებ ძალიან შეზღუდულია, მაგრამ აშშ-ს დაზვერვა და სხვა ქვეყნებიდან მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია დიდი ხანია, თანმიმდევრულად აჩვენებს, რომ პუტინს უკრაინის მიმართ ფართო ამბიციები აქვს. თანამდებობის პირებმა კონგრესიდან და ტრამპის ადმინისტრაციის ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ პუტინის ეს პოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციის დასასრულს უცვლელი რჩებოდა და არც ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის ერთი თვის განმავლობაში შეცვლილა.

როგორც აშშ-ს მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, უკრაინის მთავრობა მოლაპარაკებებიდან გამორიცხვის შესაძლებლობის გამო და იმის ფონზეა შეშფოთებული, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალისტური მოთხოვნებით, კომპრომისის სურვილის გარეშე დაჯდება.

NBC News-ის Meet the Press-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ეთერში კვირას გავიდა, ზელენსკიმ კრისტენ უელკერს უთხრა: "არასდროს არ მივიღებ უკრაინის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ არანაირ შეთანხმებას. ეს არის ომი უკრაინაში, ჩვენ წინააღმდეგ, ეს ჩვენი ადამიანური დანაკარგებია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე:

წყარო