პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - გაუარესებული ამინდი და გზები, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - გაუარესებული ამინდი და გზები, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ი­დან ამინ­დი მკვეთ­რად უა­რეს­დე­ბა. მათი ცნო­ბით, 19-21 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ლი­პყი­ნუ­ლი.

"19-21 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, მთა­ში და მა­ღალ მთა­ში ზო­გან ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ გზე­ბი, სა­დაც რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (თოვა, ყინ­ვა და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა) გამო დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა:

  • ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ნიჩ­ბი­სი-დიდ­გო­რი-დიდი თო­ნე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ2-კმ28 მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა.
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის (ს-3) მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მლე­თა-გუ­და­უ­რის და გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.
  • გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში.
  • ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.
  • ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ჩხე­რე(სა­რე­კი)-უზუნ­თა-შქმე­რი-ზუ­და­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.
  • ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ62 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - გაუარესებული ამინდი და გზები, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

თოვლი, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება - გაუარესებული ამინდი და გზები, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება. მათი ცნობით, 19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული.

"19-21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნახეთ გზები, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა:

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
  • საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
  • ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.