პარტნიორები:
    ავტორი:

    "უკრაინის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის მიუღებელია" - მარია ზახაროვა

    "უკრაინის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის მიუღებელია" - მარია ზახაროვა

    უკრაინის ნატო-ში გაწევრება რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

    "უკრაინის ნატო-ში გაწევრება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

    მისი თქმით, "კიევის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმა ახლა საკმარისი არ არის“.

    "ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრების გარანტიას უზრუნველყოფდა“, - აღნიშნა ზახაროვამ.