სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს
იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს

15 თე­ბერ­ვალს, მალ­ტის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი ნავ­თო­ბტან­კე­რი Seajewel-ი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის სა­ვო­ნას სა­ნა­პი­რო­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, სარ­პო­მის სად­გომ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და.

“უნი­ა­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის ხმა ორ­ჯერ გა­ის­მა, რის შემ­დე­გაც გე­მის კორ­პუს­ზე ხვრე­ლე­ბი იპო­ვეს. თუმ­ცა, დამ­ცავ­მა შრემ შე­ა­კა­ვა ზღვა­ში ნავ­თო­ბის მას­შტა­ბუ­რი ჩაღ­ვრა, შე­დე­გად ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის შიგ­ნი­დან დახ­ვრე­ტი­ლი ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტე­ბი, მი­უ­თი­თებს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ტან­კე­რი არის რუ­სე­თის ე.წ. "ჩრდი­ლო­ვა­ნი ფლო­ტის“ ნა­წი­ლი და ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით ახორ­ცი­ე­ლებს.

Ukrainska Pravda-ს მი­ხედ­ვით , Seajewel-ი ბოლო წლებ­ში სულ მცი­რე სამ­ჯერ შე­ვი­და რუ­სე­თის პორ­ტი ნო­ვო­რო­სის­კში მა­ნამ, ვიდ­რე თურ­ქეთ­სა და შემ­დგომ ევ­რო­პის პორ­ტებ­ში გა­და­ვი­დო­და.

ტან­კე­რი სა­ვო­ნა­ში ალ­ჟი­რი­დან 14 თე­ბერ­ვალს ჩა­ვი­და.

აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის. ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად “ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბაც“ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვო­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­რაქ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს

იტალიაში, რუსეთთან კავშირში მყოფ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა: გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს

15 თებერვალს, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Seajewel-ი, რომელიც იტალიის სავონას სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, სარპომის სადგომზე იმყოფებოდა, აფეთქებების შედეგად დაზიანდა.

“უნიანის“ ინფორმაციით, აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა, რის შემდეგაც გემის კორპუსზე ხვრელები იპოვეს. თუმცა, დამცავმა შრემ შეაკავა ზღვაში ნავთობის მასშტაბური ჩაღვრა, შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი მტკიცებულებები, მათ შორის შიგნიდან დახვრეტილი ლითონის ფირფიტები, მიუთითებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებაზე. ჟურნალისტურმა გამოძიებების თანახმად, ტანკერი არის რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი და ნავთობის ტრანსპორტირებას ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს.

Ukrainska Pravda-ს მიხედვით , Seajewel-ი ბოლო წლებში სულ მცირე სამჯერ შევიდა რუსეთის პორტი ნოვოროსისკში მანამ, ვიდრე თურქეთსა და შემდგომ ევროპის პორტებში გადავიდოდა.

ტანკერი სავონაში ალჟირიდან 14 თებერვალს ჩავიდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ერთ-ერთ ვარიანტად “ტექნიკური გაუმართაობაც“ განიხილება.

გამოძიება მიმდინარეობს. სავონას პროკურატურა ტერაქტის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

წყარო