პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი სა­დაც ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე- 5 პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აე­რო­პორ­ტში კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს.

“ეს არის მო­ნის ხვედ­რი, ასე უნდა გარ­ბო­დეთ ყო­ველ­თვის. ვე­რას­დროს მი­აღ­წევთ იმას, რომ თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ო­დეს თქვენ­ნა­ი­რი მონა,“ - მი­მარ­თავს ზუ­რა­ბიშ­ვილს პირი, რო­მე­ლიც ვი­დე­ოს იღებს.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე- 5 პრე­ზი­დენტს კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს, დი­ლით გავ­რცელ­და. კად­რე­ბი კი ახ­ლა­ხან.

  • აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი:

“ივა­ნიშ­ვი­ლის სას­ტი­კი რე­ჟი­მი თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. საკ­მა­რი­სია! სა­ქარ­თვე­ლო ეშ­ვე­ბა კოშ­მა­რულ დიქ­ტა­ტუ­რა­ში, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია აშშ-ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი სან­ქცი­ე­ბი და თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“, - წერს უილ­სო­ნი პლატ­ფორ­მა X-ზე.

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს:

“წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ში­ნე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნას სახე, რო­დე­საც ქალ­ზე კვერ­ცხე­ბით თავ­დას­ხმის ბრძა­ნე­ბას გას­ცემ­და და გა­იხ­სე­ნეთ ყო­ველ­თვის, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ღირ­სე­ბა­ზე, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე და ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე დაგ­ვი­წყებს სა­უ­ბარს.

ჩემი მხარ­და­ჭე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს”,- წერს გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გუ­შინ კი პარ­ტი­ამ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილს, აე­რო­პორ­ტში ივა­ნიშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი “ზონ­დერჯგუ­ფი“ და­ახ­ვედ­რა, რომ­ლებ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბით ხელი შე­უ­წყო პო­ლი­ცი­ამ. პარ­ტი­ა­ში გან­მარ­ტეს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეს­ვრი­ან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კვერ­ცხებს.

  • “ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ “ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რაც იქ­ნე­ბა ეს იქ­ნე­ბა“.

“მე არ მეს­მის, რა უკ­ვირს ახლა ზუ­რა­ბიშ­ვილს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ წუმ­პე­დან ამო­იყ­ვა­ნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", მერე უთხრა, რომ არ ეღა­ლა­ტა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, პო­ლი­ტი­კა­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ. დიახ, დიახ. სოფ­ლის გამ­გებ­ლად არა­ვინ აირ­ჩევ­და ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ არა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა. ეს ხომ ყვე­ლამ კარ­გად იცის. მა­ნამ­დე აირ­ჩევ­დნენ ასარ­ჩე­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს ხომ?! ზუ­რა­ბიშ­ვილს რა უკ­ვირს?! როცა გა­მო­ვი­და და თა­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ათა­სო­ბით მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს უღა­ლა­ტა, ჩა­დი­ო­და უცხო­ეთ­ში და ამ­ბობ­და, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოო. ამ­ბობ­და, რომ შავი ხვრე­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ­ბობ­და, რომ ის ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია და ნა­ხევ­რად ევ­რო­პე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მო­დი­ო­და და დას­ცი­ნო­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ახლა რა უკ­ვირს ვერ გა­ვი­გე?! არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­სუხს მოს­თხოვ­და?! აბა, რა გო­ნია ახლა?! რა თქმა უნდა, ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რაც იქ­ნე­ბა ეს იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე- 5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

“ეს არის მონის ხვედრი, ასე უნდა გარბოდეთ ყოველთვის. ვერასდროს მიაღწევთ იმას, რომ თავისუფლად დადიოდეს თქვენნაირი მონა,“ - მიმართავს ზურაბიშვილს პირი, რომელიც ვიდეოს იღებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მე- 5 პრეზიდენტს კვერცხები ესროლეს, დილით გავრცელდა. კადრები კი ახლახან.

  • აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი:

“ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან.

ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.

  • გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს:

“წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გუშინ კი პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული “ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

  • “ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ “ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.

“მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, “ქართულ ოცნებას“ აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.