"ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, ის 69 წლის გახდა. მთელი დღის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელებისგან, ასევე ცნობილი სახეებისგან მილოცვებს სოციალური ქსელით იღებს. მათ შორის არის ნინო წილოსანი, რომელიც ივანიშვილს ერის კაცად მოიხსენიებს
ნინო წილოსანი:
"ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული მისიით დაბადებული დიდი ადამიანები ქმნიდნენ.
დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც, ვფიქრობ, ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან
დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს - ბიძინა ივანიშვილს!"