უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს სამუდამოდ არ დათმობს.
“იურიდიულად, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ARD-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
“რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა დაბრუნდება. დღეს თუ არა, ხვალ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
“აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის. იმიტომ, რომ მათ უნდათ, მას ასიამოვნონ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჰეგსეტი “უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეს დეტალებს" და რომ ამისთვის მას დრო სჭირდება.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ომის შესაძლო დასრულების შესახებ მოლაპარაკების პროცესიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ უნდა გამოირიცხოს.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ზელენსკიმ განაცხადა: “არ შეიძლება ეს უბრალოდ მოლაპარაკებების მაგიდიდან აიღო. არა მგონია, ვინმე დაინტერესებული იყოს ავღანეთი 2.0-ით."