პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის, უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია" - შალვა პაპუაშვილი
"ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის, უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები,  პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია" - შალვა პაპუაშვილი

"ომი უკ­რა­ი­ნა­ში მო­რა­ლურ დი­ლე­მას წარ­მო­შობს ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლის­თვის. ში­ნა­გა­ნად მათ უნდა ეს­მო­დეთ, რომ ომის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის გა­რე­შე ამო­რა­ლუ­რია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ზი­ცი­ამ გა­ოგ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ევ­რო­პის ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კურ წრე­ში.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, ომის და­წყე­ბი­დან მე­სა­მე წლის­თავ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­ზა­ნი მშვი­დო­ბა უნდა იყოს და არა ომი.

"მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ლი­დე­რის მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, რომ ომის პო­ლი­ტი­კუ­რი არსი უკ­რა­ი­ნას კი არა, რუ­სეთს შე­ე­ხე­ბა. ჩანს, რომ მათ იმ­დე­ნად უკ­რა­ი­ნის ბედი კი არ აწუ­ხებთ, რამ­დე­ნა­დაც რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა სურთ. თუმ­ცა, ამ შიშ­ნა­რე­ვი თვალ­საზ­რი­სის ძი­რი­თა­დი ფა­რი­სევ­ლუ­რი არსი ისაა, რომ რუ­სე­თი მათ კი არ უნდა და­ა­მარ­ცხონ, არა­მედ ვი­ღაც სხვამ და არა მათ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ სა­დღაც სხვა­გან.

ამი­ტო­მა­ცაა, რომ უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ზი­ცი­ამ გა­ოგ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ევ­რო­პის ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კურ წრე­ში. ვა­შინგტონ­მა გა­მო­ხა­ტა პო­ზი­ცია, რომ მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მშვი­დო­ბა და ომი­სა და ნგრე­ვის შე­ჩე­რე­ბაა. ავად თუ კარ­გად, ამე­რი­კის ძი­რი­თად მი­ზანს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა უკვე აღარ წარ­მო­ად­გენს (თუკი ოდეს­მე წარ­მო­ად­გენ­და) და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ აპი­რებს ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ძა­ლის­ხმე­ვა გა­აგ­რძე­ლოს. სა­ნაც­ვლოდ, აშშ უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.

ლი­ე­ტუ­ვის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო მი­ნის­ტრი ლან­დსბერ­გი­სი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის სა­ხე­ლით სა­უბ­რობს, ამ ვი­თა­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ჩანს. ჩერ­ჩი­ლის პე­რიფ­რა­ზი­რე­ბით, მან სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ომის გაგ­რძე­ლე­ბა ურ­ჩია და "სის­ხლი, წვა­ლე­ბა, ცრემ­ლი და ოფლი“ შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა, ჩერ­ჩი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან ეს ყვე­ლა­ფე­რი არა სა­კუ­თარ ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ სხვე­ბის­თვის იგუ­ლის­ხმა.

მან ასე­ვე ჩა­მოთ­ვა­ლა ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხედ­ვე­ლო­ბა­ში ჰქონ­და: უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო და "სხვა­ნი“. "ჩვენ ეს ად­რეც გვიქ­ნია და კვლა­ვაც ვი­ზამთ“, გა­ნა­ცხა­და ლან­დსბერ­გის­მა, ისე, რომ ფაქ­ტიც კი არ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ ოდეს­მე მარ­თლაც გა­უ­კე­თე­ბია მსგავ­სი რამ ან მო­მა­ვალ­ში აპი­რებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლი­ე­ტუ­ვა რუ­სეთ­ში ღვი­ნის წამ­ყვა­ნი ექ­სპორ­ტი­ო­რი გახ­და, თა­ნაც ისე, რომ სა­კუ­თარ ღვი­ნოს არ აწარ­მო­ებს. რა გა­საკ­ვი­რია, რომ ლან­დსბერ­გი­სი მზა­დაა ეს­კა­ლა­ცი­ი­სათ­ვის.

ომი უკ­რა­ი­ნა­ში მო­რა­ლურ დი­ლე­მას წარ­მო­შობს ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლის­თვის. ში­ნა­გა­ნად მათ უნდა ეს­მო­დეთ, რომ ომის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის გა­რე­შე ამო­რა­ლუ­რია. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მოქ­მე­დი პი­რე­ბი კი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გე­ნენ ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სათ­ვის.

თუკი ვინ­მე "სის­ხლს, წვა­ლე­ბას, ცრემ­ლებ­სა და ოფლს“ გვთა­ვა­ზობს, ეს მათი სა­კუ­თა­რი უნდა იყოს და არა სხვი­სი. ნატო-ს მე-5 მუხ­ლი სუ­ლაც არ უშ­ლის ვინ­მეს ხელს, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბებს მი­მარ­თოს. თუ ვინ­მეს სურს, თავი გა­მო­ი­ჩი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, მათ ჯარს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღე­ბენ ბრძო­ლის ველ­ზე.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და, რათა არ დაჰ­ყო­ლო­და, უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნით თუ რუ­სეთ­ზე ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით, რუ­სეთ­თან ეს­კა­ლა­ცი­ის "რჩე­ვებს“. თა­ნაც ისე, რომ, გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არც უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბას გვთა­ვა­ზობ­და ვინ­მე.

ეს წნე­ხი უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ად­გი­ლობ­რივ­მა რა­დი­კა­ლურ­მა პარ­ტი­ებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა, რომ­ლებ­საც USAID და NED აფი­ნან­სებ­და, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა ბოლო კვი­რებ­ში სკან­და­ლის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ "რჩე­ვებს“ რომ დაჰ­ყო­ლო­და, ახლა ქარ­თვე­ლებს უხ­ვად ექ­ნე­ბო­დათ "სის­ხლიც, წვა­ლე­ბაც, ცრემ­ლიც და ოფ­ლიც“.

ომის და­წყე­ბის მე­სა­მე წლის­თავ­ზე ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­ზა­ნი მშვი­დო­ბა უნდა იყოს და არა ომი და მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი უნდა წა­რუ­ძღვნენ და არა ისი­ნი, ვი­საც სხვის ხარ­ჯზე სურს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

პ.ს. ლან­დსბერ­გის­თან და მის ბალ­ტი­ელ კო­ლე­გებ­თან ბოლო შეხ­ვედ­რი­სას, მე მათ ვუ­თხა­რი, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მათი რჩე­ვა ყო­ველ­თვის არ წარ­მო­ად­გენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ბოლო ინ­სტან­ცი­ას. და იქვე ვკი­თხე, გვიჩ­ვე­ნა თუ არა დრომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ რუ­სეთ­ზე ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე და სა­ჰა­ე­რო სივ­რცის ჩა­კეტ­ვა­ზე უარი, რო­მელ­საც ისი­ნი ნა­ტოს არა­წევრ სა­ქარ­თვე­ლოს "ურ­ჩევ­დნენ", სწო­რი იყო, ხოლო მათი "რჩე­ვე­ბი" - შეც­დო­მა. მათ დუ­მი­ლით მი­პა­სუ­ხეს, რაც მე თან­ხმო­ბად მი­ვი­ღე”,- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის, უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია" - შალვა პაპუაშვილი

"ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის, უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები,  პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია" - შალვა პაპუაშვილი

"ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე ამორალურია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციამ გაოგნება გამოიწვია ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში.

მისივე მოსაზრებით, ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზოგიერთი ევროპული ლიდერის მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ, რომ ომის პოლიტიკური არსი უკრაინას კი არა, რუსეთს შეეხება. ჩანს, რომ მათ იმდენად უკრაინის ბედი კი არ აწუხებთ, რამდენადაც რუსეთის დამარცხება სურთ. თუმცა, ამ შიშნარევი თვალსაზრისის ძირითადი ფარისევლური არსი ისაა, რომ რუსეთი მათ კი არ უნდა დაამარცხონ, არამედ ვიღაც სხვამ და არა მათ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ სადღაც სხვაგან.

ამიტომაცაა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციამ გაოგნება გამოიწვია ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში. ვაშინგტონმა გამოხატა პოზიცია, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობა და ომისა და ნგრევის შეჩერებაა. ავად თუ კარგად, ამერიკის ძირითად მიზანს რუსეთის დამარცხება უკვე აღარ წარმოადგენს (თუკი ოდესმე წარმოადგენდა) და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ აპირებს ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გააგრძელოს. სანაცვლოდ, აშშ უკრაინაში მშვიდობაზე იზრუნებს.

ლიეტუვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლანდსბერგისი, რომელიც პოლიტიკოსების კონკრეტული საერთაშორისო ქსელის სახელით საუბრობს, ამ ვითარებით განსაკუთრებით აღშფოთებული ჩანს. ჩერჩილის პერიფრაზირებით, მან საერთაშორისო თანამეგობრობას ომის გაგრძელება ურჩია და "სისხლი, წვალება, ცრემლი და ოფლი“ შესთავაზა. თუმცა, ჩერჩილისგან განსხვავებით, მან ეს ყველაფერი არა საკუთარ ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვის იგულისხმა.

მან ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც მხედველობაში ჰქონდა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და "სხვანი“. "ჩვენ ეს ადრეც გვიქნია და კვლავაც ვიზამთ“, განაცხადა ლანდსბერგისმა, ისე, რომ ფაქტიც კი არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე მართლაც გაუკეთებია მსგავსი რამ ან მომავალში აპირებს.

საინტერესოა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, უკრაინაში ომის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, თანაც ისე, რომ საკუთარ ღვინოს არ აწარმოებს. რა გასაკვირია, რომ ლანდსბერგისი მზადაა ესკალაციისათვის.

ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე ამორალურია. უპასუხისმგებლო მოქმედი პირები კი საფრთხეს წარმოადგენენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის.

თუკი ვინმე "სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-ს მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, საკუთარი ინიციატივით, სამხედრო ქმედებებს მიმართოს. თუ ვინმეს სურს, თავი გამოიჩინოს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა არ დაჰყოლოდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნით თუ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებით, რუსეთთან ესკალაციის "რჩევებს“. თანაც ისე, რომ, გართულების შემთხვევაში, არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკური დახმარებას გვთავაზობდა ვინმე.

ეს წნეხი უფრო გააძლიერა ადგილობრივმა რადიკალურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებსაც USAID და NED აფინანსებდა, რომელთა საქმიანობა ბოლო კვირებში სკანდალის საფუძველი გახდა. საქართველოს მთავრობა ამ "რჩევებს“ რომ დაჰყოლოდა, ახლა ქართველებს უხვად ექნებოდათ "სისხლიც, წვალებაც, ცრემლიც და ოფლიც“.

ომის დაწყების მესამე წლისთავზე ინიციირებული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი და მას პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოები უნდა წარუძღვნენ და არა ისინი, ვისაც სხვის ხარჯზე სურს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება.

პ.ს. ლანდსბერგისთან და მის ბალტიელ კოლეგებთან ბოლო შეხვედრისას, მე მათ ვუთხარი, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი რჩევა ყოველთვის არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას. და იქვე ვკითხე, გვიჩვენა თუ არა დრომ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებაზე და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარი, რომელსაც ისინი ნატოს არაწევრ საქართველოს "ურჩევდნენ", სწორი იყო, ხოლო მათი "რჩევები" - შეცდომა. მათ დუმილით მიპასუხეს, რაც მე თანხმობად მივიღე”,- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქზე“.