მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ახლა ჩიხში ვართ, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით...“ - თემურ ჭყონია
“ახლა ჩიხში ვართ, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით...“ - თემურ ჭყონია

“ახლა ჩიხ­ში ვართ, სა­ი­და­ნაც არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი, იმე­დია, ორ­მო­ში არ ჩავ­ვარ­დე­ბით, იქი­დან ამოს­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია“- ასე აფა­სებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭყო­ნია "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

  • მისი თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაკ­ვე­თას უნდა ას­რუ­ლებ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თაა, რომ ევ­რო­პას­თან იმ კულ­ტუ­რულ, პო­ლი­ტი­კურ და ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ, რო­მე­ლიც ადრე გვქონ­და, ასეც უნდა მოხ­დეს.

“ჩვენ ახლა ჩიხ­ში ვართ. თუმ­ცა, ჩი­ხი­დან გა­მო­სას­ვლე­ლი უამ­რა­ვი გზა არ­სე­ბობს, გა­აჩ­ნია, რო­მელ გზას ავირ­ჩევთ. ამ გზის არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და არა პარ­ტი­ა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა არის, რომ ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ ევ­რო­პას­თან კულ­ტუ­რულ, პო­ლი­ტი­კურ, ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც ადრე გვქონ­და, ასეც უნდა მოხ­დეს.

მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან გა­ვე­ცა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ევ­რო­კავ­ში­რი 2 მლრდ ევ­რო­ზე მეტს გა­მო­უ­ყოფს მოლ­დო­ვას, დახ­მა­რე­ბის სა­ხით, ჩვენ ამ სი­ა­ში არ ვართ, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. აქ ფულ­ზე რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, ვგუ­ლის­ხმობ ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ეს არ არის დამ­ჩაგ­ვრე­ლი, ეს არის მე­გობ­რო­ბის, ნდო­ბის ფაქ­ტო­რი. რო­დე­საც შენ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დათ და თან­ხას გი­ყო­ფენ, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ფა­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც ჩვენ აქე­და­ნაც ამო­ვარ­დნი­ლი ვართ, ფი­ნან­სურ­თან ერ­თად მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ამო­ვარ­დნი­ლი ვართ. რო­დე­საც ნდო­ბა აღარ გვაქვს, ეს იგი, ცუდ დღე­ში ვართ. სწო­რედ უნ­დობ­ლო­ბის გამო არ გვი­წე­ვენ ფი­ნან­სურ პარტნი­ო­რო­ბას.

და, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი უბ­რა­ლო საქ­მეა, რო­გორც ამას ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი აფა­სებს, მა­შინ გვი­თხრან, რა არის სი­ნამ­დვი­ლე?! გაგ­ვცენ პა­სუ­ხი, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რა არის, თუ ეს ფა­რა­ტი­ნაა?!“,- ამ­ბობს თე­მურ ჭყო­ნია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

“ახლა ჩიხში ვართ, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით...“ - თემურ ჭყონია

“ახლა ჩიხში ვართ, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით...“ - თემურ ჭყონია

“ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსავალი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“- ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

  • მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მოქალაქეების დაკვეთას უნდა ასრულებდეს. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთაა, რომ ევროპასთან იმ კულტურულ, პოლიტიკურ და ფინანსურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.

“ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.

მაგალითად, ახლახან გავეცანი ინფორმაციას, რომ ევროკავშირი 2 მლრდ ევროზე მეტს გამოუყოფს მოლდოვას, დახმარების სახით, ჩვენ ამ სიაში არ ვართ, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ფინანსურ ურთიერთობებს, ეს არ არის დამჩაგვრელი, ეს არის მეგობრობის, ნდობის ფაქტორი. როდესაც შენთან მეგობრული ურთიერთობა უნდათ და თანხას გიყოფენ, ეს არის ყველაზე მაღალ დონეზე შეფასებული მეგობრობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ აქედანაც ამოვარდნილი ვართ, ფინანსურთან ერთად მეგობრულ ურთიერთობაშიც ამოვარდნილი ვართ. როდესაც ნდობა აღარ გვაქვს, ეს იგი, ცუდ დღეში ვართ. სწორედ უნდობლობის გამო არ გვიწევენ ფინანსურ პარტნიორობას.

და, თუ ეს ყველაფერი ისეთი უბრალო საქმეა, როგორც ამას ბევრი პოლიტიკოსი აფასებს, მაშინ გვითხრან, რა არის სინამდვილე?! გაგვცენ პასუხი, ალტერნატივა რა არის, თუ ეს ფარატინაა?!“,- ამბობს თემურ ჭყონია. განაგრძეთ კითხვა