პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი: მითხრეს ხანგრძლივ პაემანზე სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე “ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით
“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი: მითხრეს ხანგრძლივ პაემანზე  სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე “ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს, გა­და­ცე­მა Post Factum-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სკან­და­ლუ­რი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, 7 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შვი­ლებ­თან გან­შო­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

"პირ­ველ რიგ­ში დავ­კარ­გე ის, რაც ყვე­ლა მშობ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - შვი­ლე­ბი. დავ­ტო­ვე პა­ტა­რე­ბი, დამ­ხვდნენ დი­დე­ბი. გა­უ­ცხო­ე­ბა იყო, იმი­ტომ რომ პა­ტა­რას სა­ერ­თოდ არ ვახ­სოვ­დი ფი­ზი­კუ­რად. მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბით და რაც არ უნდა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი... არც ჩემი მე­უღ­ლე, არც თორ­ნი­კე, არც ჩემი მშობ­ლე­ბი - ირ­გვლივ ვინც არის ჩემი ოჯა­ხი, არა­ფერს აკ­ლებ­დნენ... მაგ­რამ ერ­თია ეს და მე­ო­რეა, მამა.

7 წელი ისე­თი პე­რი­ო­დია, როცა მამა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭი­როა. ჩემი უფ­რო­სი უკვე აბი­ტუ­რი­ენ­ტია, იმ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­ნა­ი­რად იზ­რდე­ბო­და. მე­ო­რე შვი­ლიც 16 წლის არის. მათ კი ვახ­სოვ­დი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ვის­თა­ვად მძი­მეა.

და­მა­ცი­ლეს ყვე­ლა­ფერს... ხან­გრძლი­ვი პა­ემ­ნის ფარ­გლებ­ში [მინ­დო­და ნახ­ვა], მაგ­რამ მი­თხრეს, სა­მი­ვეს ვერ ნა­ხავ, 2 უნდა ნა­ხოო და აღარ მი­ნა­ხავს არც ერთი"... თორ­ნი­კეს და ჩემი ძმის გარ­და, ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი აღარ მი­ნა­ხავს,“ - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა.

  • გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში "ცი­ა­ნი­დის საქ­მის" დაკ­ვე­თის 3 მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა:

"ცი­ა­ნი­დის საქ­მე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და იმ მთა­ვარ ბერ­კეტს, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში სა­ეკ­ლე­სიო თუ სა­ე­რო პი­რე­ბი ახ­დე­ნენ სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბით ხე­ლის მოთ­ბო­ბას და და­წი­ნა­უ­რე­ბას, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე,

საფრ­თხე ექ­მნე­ბო­და იმ ბერ­კეტს, რომ სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ვერ შეძ­ლებ­დნენ მო­ეხ­დი­ნათ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი.

იკარ­გე­ბო­და ის ბერ­კე­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია და­კარ­გავ­და ბერ­კეტს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

  • მან და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბიც გა­იხ­სე­ნა:

"[აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე], მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში გამ­კო­ჭეს... ჩემი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა, მე გა­მი­ტა­ცეს აე­რო­პორ­ტი­დან. [მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში] ოთხმა ადა­მი­ან­მა შემ­კრა, მან­ქა­ნა და­იძ­რა ე.წ. სამ­თავ­რო­ბო აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ არა­ფე­რი უთ­ქვამთ, მძღო­ლი მის­ვამ­და ერ­თსა და იმა­ვე კი­თხვას, თით­ქმის პრო­კუ­რა­ტუ­რის კა­რებ­თან მის­ვლამ­დე: რა და­გი­შა­ვა პატ­რი­არ­ქმა, რა­ტომ კლავ­დი. მე პი­რის აპა­რატ­ზე ხელი მქონ­და, გა­მი­კა­ვეს, რა­საც ვა­ხერ­ხებ­დი ვამ­ბობ­დი, რომ შეც­დო­მა­ში ხართ შეყ­ვა­ნი­ლი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა ძა­ლი­ან ნელა მოძ­რა­ობ­და, მძღო­ლის გვერ­დით ვინც იჯდა, ვი­ღაც ურე­კავ­და ტე­ლე­ფონ­ზე და ეს პა­სუ­ხობ­და, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, ძა­ლი­ან მშვი­დად არის, ჩემ­ზე ეუბ­ნე­ბო­და. მე მშვი­დად ვი­ყა­ვი, სა­ნერ­ვი­უ­ლო რა მქონ­და, ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც შეც­დო­მა იყო და მე­გო­ნა, რომ მოგ­ვარ­დე­ბო­და... ცოტა მი­ჭირს [ამის გახ­სე­ნე­ბა]...,“ - გა­იხ­სე­ნა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ 204 წლის 14 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი: მითხრეს ხანგრძლივ პაემანზე სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე “ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით

“პირველ რიგში დავკარგე შვილები, პატარას საერთოდ არ ვახსოვდი: მითხრეს ხანგრძლივ პაემანზე  სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე “ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დააკავეს, გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში სკანდალური საქმის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, 7 წლიანი პატიმრობის პირობებში, ყველაზე რთული შვილებთან განშორება აღმოჩნდა.

"პირველ რიგში დავკარგე ის, რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია - შვილები. დავტოვე პატარები, დამხვდნენ დიდები. გაუცხოება იყო, იმიტომ რომ პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად. მხოლოდ ფოტოებით და რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყვნენ ბავშვები... არც ჩემი მეუღლე, არც თორნიკე, არც ჩემი მშობლები - ირგვლივ ვინც არის ჩემი ოჯახი, არაფერს აკლებდნენ... მაგრამ ერთია ეს და მეორეა, მამა.

7 წელი ისეთი პერიოდია, როცა მამა განსაკუთრებით საჭიროა. ჩემი უფროსი უკვე აბიტურიენტია, იმ 7 წლის განმავლობაში სხვანაირად იზრდებოდა. მეორე შვილიც 16 წლის არის. მათ კი ვახსოვდი, მაგრამ ურთიერთობები თავისთავად მძიმეა.

დამაცილეს ყველაფერს... ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი"... თორნიკეს და ჩემი ძმის გარდა, ოჯახის არც ერთი წევრი აღარ მინახავს,“ - განაცხადა დეკანოზმა.

  • გარდა ამისა, გიორგი მამალაძემ ინტერვიუში "ციანიდის საქმის" დაკვეთის 3 მიზეზი დაასახელა:

"ციანიდის საქმე განპირობებული იყო იმით, რომ საფრთხე ემუქრებოდა იმ მთავარ ბერკეტს, რისი მეშვეობითაც ეკლესიის წიაღში საეკლესიო თუ საერო პირები ახდენენ საეკლესიო ქონებით ხელის მოთბობას და დაწინაურებას, მათ შორის სახელმწიფო თანამდებობებზე,

საფრთხე ექმნებოდა იმ ბერკეტს, რომ სამთავრობო პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებდნენ მოეხდინათ მანიპულაციები.

იკარგებოდა ის ბერკეტი, რომ საქართველოს მტერი და მის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესია დაკარგავდა ბერკეტს საქართველოს ეკლესიაში მანიპულირების", - აღნიშნა დეკანოზმა.

  • მან დაკავების დეტალებიც გაიხსენა:

"[აეროპორტის ტერიტორიაზე], მიკროავტობუსში გამკოჭეს... ჩემი დაკავება არ მომხდარა, მე გამიტაცეს აეროპორტიდან. [მიკროავტობუსში] ოთხმა ადამიანმა შემკრა, მანქანა დაიძრა ე.წ. სამთავრობო აეროპორტის მიმართულებით, მათ არაფერი უთქვამთ, მძღოლი მისვამდა ერთსა და იმავე კითხვას, თითქმის პროკურატურის კარებთან მისვლამდე: რა დაგიშავა პატრიარქმა, რატომ კლავდი. მე პირის აპარატზე ხელი მქონდა, გამიკავეს, რასაც ვახერხებდი ვამბობდი, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილი. ამ ხნის განმავლობაში მანქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, მძღოლის გვერდით ვინც იჯდა, ვიღაც ურეკავდა ტელეფონზე და ეს პასუხობდა, ყველაფერი რიგზეა, ძალიან მშვიდად არის, ჩემზე ეუბნებოდა. მე მშვიდად ვიყავი, სანერვიულო რა მქონდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც შეცდომა იყო და მეგონა, რომ მოგვარდებოდა... ცოტა მიჭირს [ამის გახსენება]...,“ - გაიხსენა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 204 წლის 14 თებერვალს გაათავისუფლა.

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ ასევე: