სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ილონ მასკის მე-13 შვილის დედაა
“მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ილონ მასკის მე-13 შვილის დედაა

ინფლუ­ენ­სე­რი ეშლი სენტ კლე­რი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ილონ მას­კის მე­ცა­მე­ტე შვი­ლის დე­დაა, მი­ლი­არ­დერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს. ქა­ლის თქმით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ონ­ლა­ინ მი­მო­წე­რით და­ი­წყო.

The Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ეშლი სენტ კლე­რი მი­ლი­არ­დერ­ზე ღიად სა­უბ­რობს და ამ­ტკი­ცებს, რომ Tesla-ს მფლო­ბელს მათი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვა სურ­და. მი­ზე­ზად მასკს მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

სენტ კლერ­მა მას­კის მე-13 შვი­ლის სა­ხე­ლის სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მათი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლია.

  • 26 წლის ინფლუ­ენ­სერ­მა ინ­ტერ­ნე­ტი პა­რას­კევს მას შემ­დეგ ჩა­აგ­დო შოკ­ში, რაც გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ 5 თვის წინ მასა და მასკს შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ილონ მასკს ამ­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ის კო­მენ­ტარს თავს არი­დებს.

რო­გორც ეშლი The Post-ს უამ­ბობს, პირ­ვე­ლად მასკმა მის­სა­ვე პლატ­ფორ­მა X-ზე მის­წე­რა: "ის ჩემ­თან მი­მო­წე­რი­სას ენა­მახ­ვი­ლი და ჭკვი­ა­ნი იყო",- ამ­ბობს გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლად მი­ლი­არ­დე­რი 2023 წელს Twitter-ის შტაბ-ბი­ნა­ში ნახა. იმ დროს ეშლი 24 წლის იყო, მას­კი კი 51-ის. ქა­ლის მტკი­ცე­ბით, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მათი რო­მა­ნი მა­ლე­ვე და­ი­წყო და სა­ბო­ლო­ოდ ის და­ორ­სულ­და კი­დეც. მასკმა ინფლუ­ენ­სერ ქალს ახლო წრის გარ­და ყვე­ლას­თვის აუკ­რძა­ლა ამის გამ­ხე­ლა :"მი­თხრეს, რომ ეს სა­მუ­და­მოდ სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­მე­ნა­ხა".

რო­გორც ეშლი გა­მო­ცე­მას უყ­ვე­ბა, მი­ლი­არ­დერ­მა მას პრეს­ტი­ჟულ უბან­ში მდიდ­რუ­ლი ბინა უყი­და და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა, თუმ­ცა სენტ კლე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, რომ ორ­სუ­ლო­ბა მარ­ტოს გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ახლა ქალი ფიქ­რობს, რომ მისი და ბავ­შვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ჯო­ბე­სია გა­ა­სა­ჯა­რო­ოს პა­ტა­რას არ­სე­ბო­ბა. 26 წლის ქალი წუხს, რომ დღემ­დე შვი­ლის გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და, მხო­ლოდ იმის გამო, რომ მისი არ­სე­ბო­ბა სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სენტ კლერს სურს, რომ მის შვილს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს: "კარ­გი დედა ვარ. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ვი­ღებ",- ამ­ბობს ის.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

“მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ილონ მასკის მე-13 შვილის დედაა

“მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ილონ მასკის მე-13 შვილის დედაა

ინფლუენსერი ეშლი სენტ კლერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ილონ მასკის მეცამეტე შვილის დედაა, მილიარდერთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ქალის თქმით, მათი ურთიერთობა ონლაინ მიმოწერით დაიწყო.

The Post-თან ინტერვიუში ეშლი სენტ კლერი მილიარდერზე ღიად საუბრობს და ამტკიცებს, რომ Tesla-ს მფლობელს მათი შვილის არსებობის საიდუმლოდ შენახვა სურდა. მიზეზად მასკს მათი უსაფრთხოება დაუსახელებია.

სენტ კლერმა მასკის მე-13 შვილის სახელის საიდუმლოდ დატოვება ამჯობინა, თუმცა ამბობს, რომ მათი შვილი ბედნიერი და ჯანმრთელია.

  • 26 წლის ინფლუენსერმა ინტერნეტი პარასკევს მას შემდეგ ჩააგდო შოკში, რაც გაამჟღავნა, რომ 5 თვის წინ მასა და მასკს შვილი შეეძინათ. ილონ მასკს ამბის დასადასტურებლად არაერთი გამოცემა დაუკავშირდა, თუმცა ის კომენტარს თავს არიდებს.

როგორც ეშლი The Post-ს უამბობს, პირველად მასკმა მისსავე პლატფორმა X-ზე მისწერა: "ის ჩემთან მიმოწერისას ენამახვილი და ჭკვიანი იყო",- ამბობს გოგონა.

მისივე თქმით, პირველად მილიარდერი 2023 წელს Twitter-ის შტაბ-ბინაში ნახა. იმ დროს ეშლი 24 წლის იყო, მასკი კი 51-ის. ქალის მტკიცებით, პირველი შეხვედრის შემდეგ მათი რომანი მალევე დაიწყო და საბოლოოდ ის დაორსულდა კიდეც. მასკმა ინფლუენსერ ქალს ახლო წრის გარდა ყველასთვის აუკრძალა ამის გამხელა :"მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა".

როგორც ეშლი გამოცემას უყვება, მილიარდერმა მას პრესტიჟულ უბანში მდიდრული ბინა უყიდა და უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვა, თუმცა სენტ კლერი იძულებული გახადა, რომ ორსულობა მარტოს გაეტარებინა. ახლა ქალი ფიქრობს, რომ მისი და ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმჯობესია გაასაჯაროოს პატარას არსებობა. 26 წლის ქალი წუხს, რომ დღემდე შვილის გარეთ გასეირნებასაც ვერ ახერხებდა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი არსებობა საიდუმლოდ შეენახა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სენტ კლერს სურს, რომ მის შვილს ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს: "კარგი დედა ვარ. ყველა გადაწყვეტილებას ჩემი შვილის ბედნიერებისთვის ვიღებ",- ამბობს ის.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა