პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი
“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი

სულ­გუნს ქარ­თუ­ლი სუფ­რის კულ­ტუ­რა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. ყვე­ლის ეს სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან მო­დის. თუმ­ცა, რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზო­გი­ერ­თი ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქარ­თუ­ლი კვე­ბი­თი კულ­ტუ­რის ეს მიღ­წე­ვა სხვა­დას­ხვა დროს სა­კუ­თარ პრო­დუქ­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

ამ პრობ­ლე­მას ეთ­ნო­ლოგ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი - „ქარ­თველ­თა კვე­ბი­თი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­დან: სულ­გუ­ნი“ მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც სამ ენა­ზეა გა­მო­ცე­მუ­ლი. პრო­ფე­სო­რი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლავს და ასა­ბუ­თებს იმას, რომ სულ­გუ­ნი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში - კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზეა შექ­მნი­ლი.

რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი:

- ქარ­თველ­თა კვე­ბი­თი კულ­ტუ­რა ორი­გი­ნა­ლუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ლან­დშაფ­ტით, ბუ­ნებ­რივ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კლი­მა­ტუ­რი, სა­მე­ურ­ნეო ყო­ფის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამას­თან, ქარ­თვე­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად იზი­ა­რებ­დნენ სხვა კულ­ტუ­რულ მიღ­წე­ვებ­საც. მა­გა­ლი­თად, -მა-ზე და­ბო­ლო­ე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ ისი­ნი, ისე­ვე რო­გორც სხვა ჩვენს მე­ზო­ბელს, თურ­ქე­თის­გან გვაქვს შეთ­ვი­სე­ბუ­ლი (ყაურ-მა, ჩი­ხირთ-მა, ტოლ-მა, ბას­ტურ-მა...) მაგ­რამ კულ­ტუ­რის ამ სფე­რო­ში არის ისე­თი ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­აღ­შია წარ­მოქ­მნი­ლი.

- სულ­გუ­ნის თე­მას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ... მარ­თლაც რა ვი­ცით მის შე­სა­ხებ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რეს ყვე­ლის კულ­ტუ­რის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ხე­ო­ბა აქვს. მათ შო­რი­საა სულ­გუ­ნი. მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გამო, სულ­გუ­ნი 1890-იანი წლე­ბი­დან ფო­თის ნავ­სად­გუ­რი­დან უცხო­ეთ­ში გაჰ­ქონ­დათ. მას ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რე­ებ­ში, -სა­მეგ­რე­ლო­ში, სვა­ნეთ­ში, იმე­რეთ­ში, ლე­ჩხუმ­სა და რა­ჭა­ში ამ­ზა­დებ­დნენ. სა­მეგ­რე­ლო­ში სულ­გუნს „სე­ლე­გი­ნი“, „სე­ლე­გუ­ნი", „სი­ო­გი­ნი" ერ­ქვა, ხოლო ზემო იმე­რეთ­ში, რა­ჭა­სა და ლე­ჩხუმ­ში - „გვა­ჯი­ლა“/„გვა­ჯი­ლი“. სუ­ლუ­გუ­ნი იცო­და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ან­მაც. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის „გა­და­ზე­ლი­ლი ბრტყე­ლი ყვე­ლი“-ა. სულ­გუნს გუ­რი­ა­ში „გა­და­ზე­ლილს“ უწო­დებ­დნენ. მისი კე­თე­ბა იცი­ან ჭო­რო­ხის აუ­ზი­დან თურ­ქე­თის შავი ზღვის რე­გი­ონ­ში მუ­ჰა­ჯი­რად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლებ­მაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში, აფხა­ზეთ­შიც ამ­ზა­დებ­დნენ, თუმ­ცა კავ­კა­სი­ა­ში სხვა ხალ­ხე­ბის­თვის სულ­გუ­ნის ტექ­ნო­ლო­გია უც­ნო­ბი იყო... მაგ­რამ ჩვე­ნი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რის ამ მიღ­წე­ვას კარ­გა ხა­ნია სხვე­ბი გვე­და­ვე­ბი­ან...

1987 წელს ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ეთ­ნო­ლოგ­თა რეს­პუბ­ლი­კურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, აფხაზ­მა მკვლე­ვარ­მა კო­პე­შა­ვი­ძემ მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კი­თხა, რომ სულ­გუ­ნის კულ­ტუ­რა აფხაზ­თა შე­მოქ­მე­დე­ბაა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, მეგ­რე­ლებ­მა მისი დამ­ზა­დე­ბა აფხა­ზე­ბის­გან შე­ით­ვი­სა.

ოსი ავ­ტო­რე­ბი (კერ­ძოდ, კა­ლო­ე­ვი და სხვე­ბი) წერ­დნენ, რომ სულ­გუ­ნი ქარ­თვე­ლებ­მა ოსე­ბის­გან ის­წავ­ლეს... კა­ლო­ე­ვი მკი­თხველს ამით ატყუ­ებს და ასე­ვე სხვა ნაშ­რომ­ში ქმნის მი­თებს, სა­კი­თხში ჩა­უ­ხე­დავთ აუ­წყებს, რომ ოსებ­მა სულ­გუ­ნის დამ­ზა­დე­ბა მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის დროს და­ი­ვი­წყეს. სა­მეგ­რე­ლო­ში კი სულ­გუ­ნი ძველ­მა ირა­ნე­ლებ­მა შე­ი­ტა­ნეს, რომ­ლე­ბიც იქ და­სახ­ლე­ბუ­ლან და სა­ბო­ლო­ოდ ქარ­თველ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­სუ­ლან... თუ ქარ­თვე­ლებ­მა ოსე­ბის­გან ის­წავ­ლეს, ოსებ­მა და­კარ­გეს?!

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვე­ლი ის­ტო­რი­ის ვერც ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვერ და­ა­სა­ხე­ლებს ირა­ნელ­თა და­სახ­ლე­ბა­სა და მათ ად­გი­ლობ­რივ ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შეს­ვლას... მდი­და­რი ირა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის­გან ქარ­თვე­ლე­ბი დი­დად და­ვა­ლე­ბუ­ლია ვართ, რად­გან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ზობ­ლის­გან ბევ­რი რამ ნას­წავ­ლი, მაგ­რამ სულ­გუ­ნის დამ­ზა­დე­ბა ქარ­თვე­ლებს ნამ­დვი­ლად არა­ვის­გან უს­წავ­ლი­ათ.

- აფხა­ზე­ბი რო­გორ და­ე­პატ­რონ­ნენ სულ­გუნს?

- აფხა­ზე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მკვიდ­რნი, აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შექ­მნა­ში და მეგ­რე­ლებ­თან, სვა­ნებ­თან ერ­თად, ბევ­რი სა­ერ­თო რამ ჰქონ­დათ... აფხა­ზებ­თან ენობ­რი­ვი და ეთ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, აბა­ზე­ბი დგა­ნან. თუ სულ­გუ­ნი აფხა­ზურ-აბა­ზუ­რი ერ­თო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაა, მა­შინ ამ ჯგუ­ფე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უნდა იყოს. აბა­ზე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო მო­ხარ­შულ-გა­და­ზე­ლი­ლი ყვე­ლი. ამ­დე­ნად, სულ­გუ­ნი აფხა­ზურ-აბა­ზუ­რი ეთ­ნო­სის წი­აღ­ში არ შექ­მნი­ლა.

ხა­რის­ხი­ა­ნი სულ­გუ­ნი ძრო­ხი­სა და კა­მე­ჩის რძის­გან მზად­დე­ბა. აფხა­ზეთ­ში კი მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, მე­თხე­ო­ბას მის­დევ­დნენ. აფხა­ზურ-ადი­ღე­უ­რი მოდ­გმის ხალ­ხე­ბი და ოსე­ბის წი­ნა­პა­რი ალა­ნე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბის გამო მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის მიმ­დევ­რე­ბი არ იყ­ვნენ, ანუ მათ­თვის მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა და მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ იყო. ოსთა წი­ნა­პა­რი ალა­ნე­ბი ცნო­ბი­ლია, რომ IV სა­უ­კუ­ნის 70-იან წლე­ბამ­დე ისი­ნი ტი­პუ­რი ნო­მა­დე­ბი იყ­ვნენ და მათ მთა­ვარ სიმ­დიდ­რეს შე­ად­გენ­და ცხე­ნი და ცხვა­რი (არა სა­ქონ­ლი). ისი­ნი არც ბუ­ნებ­რივ-გე­ო­ლო­გი­ურ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, რომ ყვე­ლის ხან­გრძლი­ვად შე­ნახ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მო­ღე­ბა­ზე ეფიქ­რათ. ასე რომ, სულ­გუ­ნი მხო­ლოდ და­სავ­ლურ-ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტია, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ში შექ­მნი­ლი და არა აფხა­ზუ­რი ან ოსუ­რი.

- სომ­ხე­ბის პრე­ტენ­ზია სულ­გუნ­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორ და რო­დის გა­მო­ი­ხა­ტა?

- 2013 წელს სომ­ხებ­მა სულ­გუნ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ტენ­ზია გა­ნა­ცხა­დეს. ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რა­ში სულ­გუ­ნის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს და სა­ჩი­ვარ­ში აღ­ნიშ­ნეს: „სულ­გუ­ნი არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ყველს, რად­გან ის მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იწარ­მო­ე­ბო­დაო“. სულ­გუნს მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში წარ­მო­ე­ბის ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, მი­უ­თი­თე­ბენ, რომ „საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში პრო­დუქ­ცი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტე­ბი, ე.წ. „გოსტ“-ი, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის სა­ერ­თო იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გახ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტა­ცია ქარ­თუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნის წარ­მო­შო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად.

ვინც კავ­კა­სი­ის ეთ­ნო­ლო­გია იცის, და­ა­დას­ტუ­რებს, რომ არც ანა­ლო­გი­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბის და არც ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი სომ­ხებ­მა არ იცოდ­ნენ და არც იცი­ან. იცოდ­ნენ: „გლუხ პა­ნირ“ - თავი ყვე­ლი, „მო­ტა­ლი“ - ფხვი­ე­რი ყვე­ლი, "თელ პა­ნირ“ - ჩე­ჩი­ლი ანუ ძა­ფი­სე­ბუ­რი ყვე­ლი. ყველ­ში მწვა­ნილ­საც ურევ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბე­გ­ქონ­და­რას, რო­მელ­საც ტი­კებ­ში ინა­ხავ­დნენ. ცნო­ბილ მეც­ნი­ერს, ეთ­ნო­ლოგ ტერ-სარ­ქი­სი­ანცს თა­ვის ნაშ­რომ­ში ყვე­ლის მხო­ლოდ სამი სომ­ხუ­რი სა­ხე­ო­ბა აქვს და­სა­ხელ­ბუ­ლი და არ­ცერ­თი „სულ­გუ­ლის“ სა­ხელ­წო­დე­ბით და არც ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა რო­მე­ლი­მე ახ­ლოს მო­ხარ­შულ-გა­და­ზე­ლილ ყველ­თან, რო­გორ­საც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გლე­ხო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და. „სულ­გუ­ნის დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრია სა­მეგ­რე­ლო, სა­ი­და­ნაც ძვე­ლი სამ­ყა­როს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და კოლ­ხუ­რი ძრო­ხა“ - წერს ტერ-სარ­ქი­სი­ან­ცი.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე თა­ვის დაც­ვა მო­უ­წია. ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი - სულ­გუ­ნი ქარ­თველ მწე­რალ­სა და ლექ­სი­კოგ­რაფს სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ანს „ქარ­თულ ლექ­სი­კონ­ში“ აქვს შე­ტა­ნი­ლი.1890-იან წლე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­პორ­ტო ქა­ლაქ ფო­თი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ხარ­შულ-გა­და­ზე­ლი­ლი ყვე­ლი „სუ­ლუ­გუ­ნი“ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­დი­ო­და. იქ­ნებ სო­მეხ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა სომ­ხე­თი­დან ექ­სპორ­ტად გა­სუ­ლი „სულ­გუ­ნის“ და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი რა­ი­მე სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტიც წარ­მო­ედ­გი­ნათ.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი

“კარგა ხანია სხვები გვედავებიან; სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ“ - სულგუნის ისტორია, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანიც კი წერდა: რას გვიყვება ეთნოლოგი

სულგუნს ქართული სუფრის კულტურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ყველის ეს სახეობა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარიდან, სამეგრელოდან მოდის. თუმცა, როგორც ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი ეთნოსის წარმომადგენელმა ქართული კვებითი კულტურის ეს მიღწევა სხვადასხვა დროს საკუთარ პროდუქტად გამოაცხადა.

ამ პრობლემას ეთნოლოგმა სამეცნიერო ნაშრომი - „ქართველთა კვებითი კულტურის ისტორიიდან: სულგუნი“ მიუძღვნა, რომელიც სამ ენაზეა გამოცემული. პროფესორი საფუძვლიანად განიხილავს და ასაბუთებს იმას, რომ სულგუნი მხოლოდ საქართველოში - კოლხეთის დაბლობზეა შექმნილი.

როლანდ თოფჩიშვილი:

- ქართველთა კვებითი კულტურა ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო, რაც საქართველოს ლანდშაფტით, ბუნებრივ-გეოგრაფიული, კლიმატური, სამეურნეო ყოფის მრავალფეროვნებითაც იყო განპირობებული. ამასთან, ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვა კულტურულ მიღწევებსაც. მაგალითად, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი, ისევე როგორც სხვა ჩვენს მეზობელს, თურქეთისგან გვაქვს შეთვისებული (ყაურ-მა, ჩიხირთ-მა, ტოლ-მა, ბასტურ-მა...) მაგრამ კულტურის ამ სფეროში არის ისეთი ელემენტები, რომლებიც მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი.

- სულგუნის თემას რომ დავუბრუნდეთ... მართლაც რა ვიცით მის შესახებ?

- საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ყველის კულტურის დამახასიათებელი სახეობა აქვს. მათ შორისაა სულგუნი. მაღალი კვებითი ღირებულების გამო, სულგუნი 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთში გაჰქონდათ. მას ეთნოგრაფიული მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, -სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში ამზადებდნენ. სამეგრელოში სულგუნს „სელეგინი“, „სელეგუნი", „სიოგინი" ერქვა, ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - „გვაჯილა“/„გვაჯილი“. სულუგუნი იცოდა სულხან-საბა ორბელიანმაც. მისი განმარტებით, ის „გადაზელილი ბრტყელი ყველი“-ა. სულგუნს გურიაში „გადაზელილს“ უწოდებდნენ. მისი კეთება იციან ჭოროხის აუზიდან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მუჰაჯირად წასული ქართველი მაჰმადიანების შთამომავლებმაც. საქართველოში, აფხაზეთშიც ამზადებდნენ, თუმცა კავკასიაში სხვა ხალხებისთვის სულგუნის ტექნოლოგია უცნობი იყო... მაგრამ ჩვენი ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან...

1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე, აფხაზმა მკვლევარმა კოპეშავიძემ მოხსენება წაიკითხა, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემოქმედებაა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, მეგრელებმა მისი დამზადება აფხაზებისგან შეითვისა.

ოსი ავტორები (კერძოდ, კალოევი და სხვები) წერდნენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს... კალოევი მკითხველს ამით ატყუებს და ასევე სხვა ნაშრომში ქმნის მითებს, საკითხში ჩაუხედავთ აუწყებს, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება მონღოლების შემოსევების დროს დაივიწყეს. სამეგრელოში კი სულგუნი ძველმა ირანელებმა შეიტანეს, რომლებიც იქ დასახლებულან და საბოლოოდ ქართველთა შემადგენლობაში შესულან... თუ ქართველებმა ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა დაკარგეს?!

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი ვერ დაასახელებს ირანელთა დასახლებასა და მათ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში შესვლას... მდიდარი ირანული კულტურისგან ქართველები დიდად დავალებულია ვართ, რადგან ცივილიზებული მეზობლისგან ბევრი რამ ნასწავლი, მაგრამ სულგუნის დამზადება ქართველებს ნამდვილად არავისგან უსწავლიათ.

- აფხაზები როგორ დაეპატრონნენ სულგუნს?

- აფხაზები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მკვიდრნი, აქტიურად იყვნენ ჩართული საერთო ქართული კულტურის შექმნაში და მეგრელებთან, სვანებთან ერთად, ბევრი საერთო რამ ჰქონდათ... აფხაზებთან ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, აბაზები დგანან. თუ სულგუნი აფხაზურ-აბაზური ერთობის შემოქმედებაა, მაშინ ამ ჯგუფებისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. აბაზებისთვის უცნობი იყო მოხარშულ-გადაზელილი ყველი. ამდენად, სულგუნი აფხაზურ-აბაზური ეთნოსის წიაღში არ შექმნილა.

ხარისხიანი სულგუნი ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზეთში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო, მეთხეობას მისდევდნენ. აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ნახევრად მომთაბარე ცხოვრების გამო მიწათმოქმედების მიმდევრები არ იყვნენ, ანუ მათთვის მეცხოველეობა და მიწათმოქმედება პრიორიტეტული არ იყო. ოსთა წინაპარი ალანები ცნობილია, რომ IV საუკუნის 70-იან წლებამდე ისინი ტიპური ნომადები იყვნენ და მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა ცხენი და ცხვარი (არა საქონლი). ისინი არც ბუნებრივ-გეოლოგიურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ ყველის ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ. ასე რომ, სულგუნი მხოლოდ დასავლურ-ქართული პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური ან ოსური.

- სომხების პრეტენზია სულგუნთან დაკავშირებით როგორ და როდის გამოიხატა?

- 2013 წელს სომხებმა სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია განაცხადეს. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნების საკითხი ეჭვქვეშ დააყენეს და საჩივარში აღნიშნეს: „სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის მთელ საბჭოთა კავშირში იწარმოებოდაო“. სულგუნს მთელ საბჭოთა კავშირში წარმოების ფაქტის დადასტურების მიზნით, მიუთითებენ, რომ „საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად, გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. „გოსტ“-ი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო. შესაბამისად, ვერ გახდებოდა საქართველოსთვის დამატებითი არგუმენტაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოშობის დასადასტურებლად.

ვინც კავკასიის ეთნოლოგია იცის, დაადასტურებს, რომ არც ანალოგიური სახელწოდების და არც ტექნოლოგიით დამზადებული ყველი სომხებმა არ იცოდნენ და არც იციან. იცოდნენ: „გლუხ პანირ“ - თავი ყველი, „მოტალი“ - ფხვიერი ყველი, "თელ პანირ“ - ჩეჩილი ანუ ძაფისებური ყველი. ყველში მწვანილსაც ურევდნენ, განსაკუთრებით, ბეგქონდარას, რომელსაც ტიკებში ინახავდნენ. ცნობილ მეცნიერს, ეთნოლოგ ტერ-სარქისიანცს თავის ნაშრომში ყველის მხოლოდ სამი სომხური სახეობა აქვს დასახელბული და არცერთი „სულგულის“ სახელწოდებით და არც ტექნოლოგიითაა რომელიმე ახლოს მოხარშულ-გადაზელილ ყველთან, როგორსაც დასავლეთ საქართველოს გლეხობა საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა. „სულგუნის დამზადების ცენტრია სამეგრელო, საიდანაც ძველი სამყაროსთვის ცნობილი გახდა კოლხური ძროხა“ - წერს ტერ-სარქისიანცი.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე თავის დაცვა მოუწია. ქართული ლექსიკური ერთეული - სულგუნი ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფს სულხან-საბა ორბელიანს „ქართულ ლექსიკონში“ აქვს შეტანილი.1890-იან წლებიდან საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთიდან დასავლეთ საქართველოში დამზადებული მოხარშულ-გადაზელილი ყველი „სულუგუნი“ დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული „სულგუნის“ დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც წარმოედგინათ.

ლალი ფაცია