მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს
ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 2 მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

“რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დირ­ბის მიმ­დე­ბა­რედ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­რი­გი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი "ცხე­ლი ხაზი“.

ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ ჩა­დე­ნილ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.