პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, უკვე გვხედავს, პირველი მოიჩქარის, რომ შეგვიწყალოს“ - მეუფე შიო
“უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, უკვე გვხედავს, პირველი მოიჩქარის, რომ შეგვიწყალოს“ - მეუფე შიო

“უსა­ზღვროა ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი. საკ­მა­რი­სია, ჩვენ­ში გა­იღ­ვი­ძოს სი­ნა­ნულ­მა, შორ­საც რომ ვი­ყოთ ღვთის­გან, იგი უკვე გვხე­დავს ჩვენ, პირ­ვე­ლი მო­იჩ­ქა­რის ჩვენ­კენ, რომ შეგ­ვი­წყა­ლოს და გვა­პა­ტი­ოს - შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა, რომ ჩვენც და­ვი­წყოთ სი­ნა­ნუ­ლი, გა­მო­ვას­წო­როთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უძღე­ბი შვი­ლის მსგავ­სად, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ ღმერ­თის გა­რე­შე იღუ­პე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნი ან მი­ე­მარ­თე­ბა ჯო­ჯო­ხე­თის უფსკრულ­ში, ან კი­დევ ზე­მოთ, ღმერ­თის­კენ, რო­მე­ლიც არის ყო­ველ­მხრივ მდი­და­რი.

“ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა უძღე­ბი შვი­ლის კვი­რა.

წმინ­და ეკ­ლე­სია აგ­რძე­ლებს ჩვენს მომ­ზა­დე­ბას დიდი მარ­ხვის­თვის. ამი­ტომ დღეს გვი­კი­თხავს იგავს სა­ხა­რე­ბი­დან უძღე­ბი შვი­ლის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­დის იგი მა­მის სახ­ლი­დან, რო­გორ ცხოვ­რობს შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში არაწ­მინ­დე­ბით, რო­გორ გაფ­ლან­გა ყვე­ლა­ფე­რი და ისეთ სი­ღა­ტა­კემ­დე მი­ვი­და, რომ ღო­რე­ბის საჭ­მე­ლიც კი სა­ნატ­რე­ბე­ლი გა­უხ­და. და აი, ერთხე­ლაც იგი გონს მო­ვი­და, გა­ახ­სენ­და მა­მის სახ­ლი, მა­მა­მი­სი და თქვა: "მა­მა­ჩემს იმ­დე­ნი მო­ჯა­მა­გი­რე ჰყავს, პუ­რიც თავ­ზე საყ­რე­ლად აქვთ, მე კი­დევ აქ შიმ­ში­ლით ვკვდე­ბი. ავ­დგე­ბი და წა­ვალ მა­მას­თან და ვე­ტყვი მას: მამა, შეგ­ცო­დე შენ, შე­მინ­დე, აღარ ვარ ღირ­სი, რომ შენი შვი­ლი მე­წო­დოს და მი­მი­ღე, რო­გორც ერთ-ერთი შენი მო­ჯა­მა­გი­რე­თა­გა­ნი".

თქვენ იცით, რომ აქ მა­მა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ღმერ­თი, უძღებ შვილ­ში კი - ყვე­ლა, ვინც შორ­დე­ბა ღმერ­თს, ვინც არ ზრუ­ნავს უფ­ლის მცნე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და ვინც ფიქ­რობს, რომ ღმერ­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, უღ­მერ­თოდ შეძ­ლებს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წარ­მარ­თვას და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას.

რამ მო­იყ­ვა­ნა გონს ეს უძღე­ბი შვი­ლი? - შიმ­შილ­მა და გა­ჭირ­ვე­ბამ. ის ამ­ბობს, რომ ვკვდე­ბი შიმ­ში­ლი­თო, მაგ­რამ ამ სი­ტყვებ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი შიმ­ში­ლი, არა­მედ - სუ­ლი­ე­რი შიმ­ში­ლიც, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სუ­ლი­ე­რი შიმ­ში­ლი უბიძ­გებს ადა­მი­ანს სი­ნა­ნუ­ლის­კენ და თუ ადა­მი­ან­ში ჯერ კი­დევ არ არის სრუ­ლი­ად დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ვნე­ბე­ბის­გან, ცოდ­ვე­ბის­გან ღვთის ხა­ტე­ბა, მას არ შე­უძ­ლია, ღო­რი­ვით იკ­ვე­ბოს სა­ლა­ფა­ვით.

ანუ რას ნიშ­ნავს ეს? - რომ მას არ შე­უძ­ლია და­ნაყ­რდეს ამ­სოფ­ლი­უ­რი, მი­წი­უ­რი და წარ­მა­ვა­ლი ხორ­ცი­ე­ლი სი­ა­მე­ე­ბით. ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნიც­დი­დეს შიმ­შილს, სუ­ლი­ერ შიმ­შილს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ ასეთ რა­მეს, რომ სუ­ლის პირ­ვე­ლი შიმ­ში­ლი - ეს არის შიმ­ში­ლი სი­მარ­თლი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა. მე­ო­რე შიმ­ში­ლი არის სი­სუფ­თა­ვი­სა და სიწ­მინ­დი­სა.

ეს უძღე­ბი შვი­ლი გონს მო­დის, მას­ში გა­იღ­ვი­ძა სი­ნა­ნულ­მა, გა­ახ­სენ­და მა­მის სახ­ლი, შე­ა­და­რა თა­ვის ცხოვ­რე­ბას, მი­ი­ღო მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ­ბობს: "ავ­დგე­ბი და დავ­ბრუნ­დე­ბი მა­მას­თან". აი, ეს სი­ტყვა - “ავ­დგე­ბი“ - ნიშ­ნავს იმას, რომ მან გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რამ­დე­ნად ღრმად არის და­ცე­მუ­ლი და მე­სა­მე გზა არც არ­სე­ბობს: ადა­მი­ა­ნი ან მი­ე­მარ­თე­ბა ჯო­ჯო­ხე­თის უფსკრულ­ში, ან კი­დევ ზე­მოთ, ღმერ­თის­კენ, რო­მე­ლიც არის ყო­ველ­მხრივ მდი­და­რი და მას­თან არა­ნა­ი­რი შიმ­ში­ლი არ არის.

შემ­დეგ ეს იგა­ვი მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ ხვდე­ბა მამა უძღებ შვილს. შო­რი­დან და­ი­ნა­ხავს მას, შე­ებ­რა­ლე­ბა, პირ­ვე­ლი გარ­ბის შვი­ლის­კენ, გა­და­ეხ­ვე­ვა და კოც­ნის. შვი­ლი ეუბ­ნე­ბა ამ სი­ტყვებს, რომ­ლე­ბიც მო­გახ­სე­ნეთ, ინა­ნი­ებს. მამა მას პა­ტი­ობს ცოდ­ვას და პირ­ვან­დელ პა­ტივს უბ­რუ­ნებს.

  • ამ იგა­ვით, სა­ხა­რე­ბის ამ ეპი­ზო­დით უფა­ლი გვას­წავ­ლის, რო­გო­რი უსა­ზღვროა ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი, რომ საკ­მა­რი­სია, ჩვენ­ში გა­იღ­ვი­ძოს სი­ნა­ნულ­მა, გაგ­ვიჩ­ნდეს ეს სი­ნა­ნუ­ლი, ჯერ კი­დევ შორ­საც რომ ვი­ყოთ ღვთის­გან, იგი უკვე გვხე­დავს ჩვენ, პირ­ვე­ლი მო­იჩ­ქა­რის ჩვენ­კენ უფა­ლი, რომ შეგ­ვი­წყა­ლოს და გვა­პა­ტი­ოს, გვი­ხუ­ტებს და გვა­კა­ვებს იმის­თვის, რომ ისევ არ აღ­მოვ­ჩნდეთ ამ შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ღო­რე­ბის სა­ლა­ფავ­თან.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ია­კო­ბი ამ­ბობს: “მი­უ­ახ­ლოვ­დი უფალს და მო­გი­ახ­ლოვ­დე­ბა შენ“ (იაკ. 4,8). წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ისა­ია ამ­ბობს: “მო­უხ­მე და ხმას გაგ­ცემს უფა­ლი. შეჰ­ღა­ღა­დე და იტყვის: აქ ვარ“ (ის. 58, 9). რო­მელ დე­დას და რო­მელ მა­მას შე­უძ­ლია ასე გა­ნუ­წყვეტ­ლად იდ­გეს და ელო­დოს, სა­ნამ ოდეს­მე რო­მე­ლი­მე შვი­ლი მას და­უ­ძა­ხებს? არ­ცერთ მშო­ბელს ეს არ შე­უძ­ლია. აი, ღმერ­თი კი მუდ­მი­ვად ელო­დე­ბა, ხომ არ და­უ­ძა­ხებს, ხომ არ მო­უხ­მობს მას რო­მე­ლი­მე მისი მო­ნა­თა­გა­ნი. და თუ რო­დის­მე მო­ვუხ­მეთ მას ჯე­როვ­ნად, არას­დროს და­უ­ტო­ვე­ბია ეს ჩვე­ნი მოხმო­ბა და ლოც­ვა უპა­სუ­ხოდ და ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იგა­ვი წა­ვი­კი­თხეთ დღეს. შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა, რომ ჩვენც და­ვი­წყოთ სი­ნა­ნუ­ლი, გა­მო­ვას­წო­როთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უძღე­ბი შვი­ლის მსგავ­სად, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ ღმერ­თის გა­რე­შე იღუ­პე­ბა.

ამ­რი­გად, ეს იგა­ვი გვას­წავ­ლის, რა სურს უფალს ჩვენ­გან, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სათ­ნო ვე­ყოთ ღმერ­თს და და­ვიმ­კვიდ­როთ მისი სა­სუ­ფე­ვე­ლი, რისი ღირ­სიც დაე გავმხდა­რი­ყა­ვით მად­ლი­თა და კაც­თმოყ­ვა­რე­ბი­თა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი­თა, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, თანა მა­მით და სუ­ლიწ­მინ­დი­თურთ, აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. ამინ“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

“უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, უკვე გვხედავს, პირველი მოიჩქარის, რომ შეგვიწყალოს“ - მეუფე შიო

“უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, უკვე გვხედავს, პირველი მოიჩქარის, რომ შეგვიწყალოს“ - მეუფე შიო

“უსაზღვროა ღმერთის სიყვარული. საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს - შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებაზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ, ღმერთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა.

წმინდა ეკლესია აგრძელებს ჩვენს მომზადებას დიდი მარხვისთვის. ამიტომ დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან უძღები შვილის შესახებ, თუ როგორ მიდის იგი მამის სახლიდან, როგორ ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში არაწმინდებით, როგორ გაფლანგა ყველაფერი და ისეთ სიღატაკემდე მივიდა, რომ ღორების საჭმელიც კი სანატრებელი გაუხდა. და აი, ერთხელაც იგი გონს მოვიდა, გაახსენდა მამის სახლი, მამამისი და თქვა: ,,მამაჩემს იმდენი მოჯამაგირე ჰყავს, პურიც თავზე საყრელად აქვთ, მე კიდევ აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები და წავალ მამასთან და ვეტყვი მას: მამა, შეგცოდე შენ, შემინდე, აღარ ვარ ღირსი, რომ შენი შვილი მეწოდოს და მიმიღე, როგორც ერთ-ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი".

თქვენ იცით, რომ აქ მამაში იგულისხმება ღმერთი, უძღებ შვილში კი - ყველა, ვინც შორდება ღმერთს, ვინც არ ზრუნავს უფლის მცნებების დაცვაზე და ვინც ფიქრობს, რომ ღმერთისგან დამოუკიდებლად, უღმერთოდ შეძლებს თავისი ცხოვრების წარმართვას და წარმატების მიღწევას.

რამ მოიყვანა გონს ეს უძღები შვილი? - შიმშილმა და გაჭირვებამ. ის ამბობს, რომ ვკვდები შიმშილითო, მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ფიზიკური შიმშილი, არამედ - სულიერი შიმშილიც, რადგან, პირველ რიგში, სწორედ სულიერი შიმშილი უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ და თუ ადამიანში ჯერ კიდევ არ არის სრულიად დაბნელებული ვნებებისგან, ცოდვებისგან ღვთის ხატება, მას არ შეუძლია, ღორივით იკვებოს სალაფავით.

ანუ რას ნიშნავს ეს? - რომ მას არ შეუძლია დანაყრდეს ამსოფლიური, მიწიური და წარმავალი ხორციელი სიამეებით. ის აუცილებლად უნდა განიცდიდეს შიმშილს, სულიერ შიმშილს. წმინდა მამები ამბობენ ასეთ რამეს, რომ სულის პირველი შიმშილი - ეს არის შიმშილი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა. მეორე შიმშილი არის სისუფთავისა და სიწმინდისა.

ეს უძღები შვილი გონს მოდის, მასში გაიღვიძა სინანულმა, გაახსენდა მამის სახლი, შეადარა თავის ცხოვრებას, მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება და ამბობს: ,,ავდგები და დავბრუნდები მამასთან". აი, ეს სიტყვა - “ავდგები“ - ნიშნავს იმას, რომ მან გააცნობიერა, რამდენად ღრმად არის დაცემული და მესამე გზა არც არსებობს: ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ, ღმერთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი და მასთან არანაირი შიმშილი არ არის.

შემდეგ ეს იგავი მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდება მამა უძღებ შვილს. შორიდან დაინახავს მას, შეებრალება, პირველი გარბის შვილისკენ, გადაეხვევა და კოცნის. შვილი ეუბნება ამ სიტყვებს, რომლებიც მოგახსენეთ, ინანიებს. მამა მას პატიობს ცოდვას და პირვანდელ პატივს უბრუნებს.

  • ამ იგავით, სახარების ამ ეპიზოდით უფალი გვასწავლის, როგორი უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, რომ საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, გაგვიჩნდეს ეს სინანული, ჯერ კიდევ შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ უფალი, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს, გვიხუტებს და გვაკავებს იმისთვის, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ ამ შორეულ ქვეყანაში ღორების სალაფავთან.

წმინდა მოციქული იაკობი ამბობს: “მიუახლოვდი უფალს და მოგიახლოვდება შენ“ (იაკ. 4,8). წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: “მოუხმე და ხმას გაგცემს უფალი. შეჰღაღადე და იტყვის: აქ ვარ“ (ის. 58, 9). რომელ დედას და რომელ მამას შეუძლია ასე განუწყვეტლად იდგეს და ელოდოს, სანამ ოდესმე რომელიმე შვილი მას დაუძახებს? არცერთ მშობელს ეს არ შეუძლია. აი, ღმერთი კი მუდმივად ელოდება, ხომ არ დაუძახებს, ხომ არ მოუხმობს მას რომელიმე მისი მონათაგანი. და თუ როდისმე მოვუხმეთ მას ჯეროვნად, არასდროს დაუტოვებია ეს ჩვენი მოხმობა და ლოცვა უპასუხოდ და ყურადღების გარეშე.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი იგავი წავიკითხეთ დღეს. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება.

ამრიგად, ეს იგავი გვასწავლის, რა სურს უფალს ჩვენგან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მისი სასუფეველი, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.